სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი ქალი, რომელმაც 100 წელს მეუღლის მოლოდინის გამო მიაღწია
 ქართველი ქალი, რომელმაც 100 წელს მეუღლის მოლოდინის გამო მიაღწია

ელი­კო ნა­რინ­დოშ­ვი­ლი სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­გა­ან­ში ცხოვ­რობს და სა­და­ცაა, 103 წლის გახ­დე­ბა. ჩია ტა­ნის, ქალ­ბა­ტო­ნი თავს ჯერ კი­დევ მხნედ გრძნობს. თუმ­ცა, ჯო­ხის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს. რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ მას­თან ჟურ­ნა­ლის­ტი იყო მო­სუ­ლი, ოთა­ხი­დან გა­მო­ვი­და და სა­ლა­პა­რა­კოდ, ტუ­ჩე­ბის ცმა­ცუ­ნით მო­ემ­ზა­და.

- 1912 წელს და­ვი­ბა­დე სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ბოდ­ბის­ხევ­ში. ჩემი ქალ­წუ­ლო­ბის გვა­რი ჭა­ბაშ­ვი­ლია. ან­დრო­ზე რომ გავ­თხოვ­დი, მერე გავ­ხდი ნა­რინ­დოშ­ვი­ლი. მა­შინ 21 წლი­სა ვი­ყა­ვი. ჩემი ქმა­რი მა­ლე­ვე წა­იყ­ვა­ნეს ჯარ­ში, სა­ი­და­ნაც აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. 2 შვი­ლით დავ­რჩი. ცხოვ­რე­ბა ჭირ­და. თავი ხომ უნდა მერ­ჩი­ნა?! თამ­ბა­ქოს პლან­ტა­ცი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. 4 წელი ვი­მუ­შა­ვე. შემ­დეგ 7 წელი ფერ­მა­ში, მწვე­ლა­ვად ვმუ­შა­ობ­დი, 4 წე­ლიც ქათ­მის ფერ­მა­ში გა­ვა­ტა­რე... თავს არა ვზო­გავ­დი. მინ­დო­და, როცა ქმა­რი დაბ­რუნ­დე­ბო­და, ოჯა­ხი ფეხ­ზე დამ­დგა­რი და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა და არა - წაქ­ცე­უ­ლი და ნა­ცარ­მიყ­რი­ლი.

- რამ­დე­ნი წელი ელო­დეთ ქმარს? რო­დის გა­და­გე­წუ­რათ იმე­დი, რომ დაბ­რუნ­დე­ბო­და?

- იმე­დი არ გა­დამ­წურ­ვია. დღე­საც შე­იძ­ლე­ბა, მო­ვი­დეს... ოქრო კაცი იყო, ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რი და კარ­გი მამა... ერთი შვი­ლი მო­მიკ­ვდა სიმ­სივ­ნით, რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. რა­ღად მინ­და თავი ცო­ცხა­ლი, მაგ­რამ აბა, რა ვქნა, თავს ხომ ვერ მო­ვიკ­ლავ?

- სიყ­ვა­რუ­ლით გა­თხოვ­დით, ელი­კო ბებო?

- არა, შვი­ლო, სუ­ლაც არ ვი­ყა­ვი აზ­რზე. სახ­ლში მო­ვი­და და მი­თხო­ვა... რა უნ­დო­და, არ ვიცი... მე ვუნ­დო­დი და მი­თხო­ვა კი­დეც. ში­ნი­დან ხომ არ გა­ვაგ­დებ­დი ან უარს ხომ არ ვე­ტყო­დი? დავ­თან­ხმდი და შინ გა­მოვ­ყე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ის 6 წელი იყო, როცა იმას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი.

- მე­ო­რედ არ გა­თხო­ვილ­ხართ? მთხოვ­ნე­ლი გე­ყო­ლე­ბო­დათ...

- რას ამ­ბობ, შვი­ლო, შვი­ლე­ბი გა­მიმ­წარ­დე­ბოდ­ნენ, მა­მი­ნაც­ვა­ლი რომ მო­მეყ­ვა­ნა მა­გათ­თვის. რომც გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ვინ­მე, არ გავ­ყვე­ბო­დი... თა­ვი­დან არ მიყ­ვარ­და ჩემი ქმა­რი, მაგ­რამ მერე ისე შე­მიყ­ვარ­და ჩემი ან­დრო, რომ მის გა­რე­შე ვერ ვძლებ­დი ან ამ­დე­ნი წელი რო­გორ გა­ვუ­ძელ მო­ნატ­რე­ბას, რა ვიცი... გე­ფი­ცე­ბი მკვდარ­სა და ცო­ცხალს, ჩემი ქმრის მეტი, ჩემ­ზე გამ­კა­რე­ბე­ლი თუ ვინ­მე იყო. რომ მო­ვი­დეს, ხომ უნდა დავ­ხვდე სუფ­თა სინ­დი­სით... მერ­ჩივ­ნა, იგ­რევ მე მეწ­ვა­ლა, მეშ­რო­მა და ჯაფა დამ­დგო­მო­და, ვიდ­რე სხვას გავ­ყო­ლო­დი.

სტა­ტია სრუ­ლად იხი­ლეთ ჟურ­ნალ "გზის" ხუთ­შა­ბა­თის ნო­მერ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი ქალი, რომელმაც 100 წელს მეუღლის მოლოდინის გამო მიაღწია

 ქართველი ქალი, რომელმაც 100 წელს მეუღლის მოლოდინის გამო მიაღწია

ელიკო ნარინდოშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში ცხოვრობს და სადაცაა, 103 წლის გახდება. ჩია ტანის, ქალბატონი თავს ჯერ კიდევ მხნედ გრძნობს. თუმცა, ჯოხის დახმარების გარეშე გადაადგილება უჭირს. როდესაც შეიტყო, რომ მასთან ჟურნალისტი იყო მოსული, ოთახიდან გამოვიდა და სალაპარაკოდ, ტუჩების ცმაცუნით მოემზადა.

- 1912 წელს დავიბადე სიღნაღის რაიონში, სოფელ ბოდბისხევში. ჩემი ქალწულობის გვარი ჭაბაშვილია. ანდროზე რომ გავთხოვდი, მერე გავხდი ნარინდოშვილი. მაშინ 21 წლისა ვიყავი. ჩემი ქმარი მალევე წაიყვანეს ჯარში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. 2 შვილით დავრჩი. ცხოვრება ჭირდა. თავი ხომ უნდა მერჩინა?! თამბაქოს პლანტაციაში დავიწყე მუშაობა. 4 წელი ვიმუშავე. შემდეგ 7 წელი ფერმაში, მწველავად ვმუშაობდი, 4 წელიც ქათმის ფერმაში გავატარე... თავს არა ვზოგავდი. მინდოდა, როცა ქმარი დაბრუნდებოდა, ოჯახი ფეხზე დამდგარი დამეხვედრებინა და არა - წაქცეული და ნაცარმიყრილი.

- რამდენი წელი ელოდეთ ქმარს? როდის გადაგეწურათ იმედი, რომ დაბრუნდებოდა?

- იმედი არ გადამწურვია. დღესაც შეიძლება, მოვიდეს... ოქრო კაცი იყო, ძალიან კარგი ქმარი და კარგი მამა... ერთი შვილი მომიკვდა სიმსივნით, რამდენიმე წლის წინ. ძალიან განვიცადე. რაღად მინდა თავი ცოცხალი, მაგრამ აბა, რა ვქნა, თავს ხომ ვერ მოვიკლავ?

- სიყვარულით გათხოვდით, ელიკო ბებო?

- არა, შვილო, სულაც არ ვიყავი აზრზე. სახლში მოვიდა და მითხოვა... რა უნდოდა, არ ვიცი... მე ვუნდოდი და მითხოვა კიდეც. შინიდან ხომ არ გავაგდებდი ან უარს ხომ არ ვეტყოდი? დავთანხმდი და შინ გამოვყე. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ის 6 წელი იყო, როცა იმასთან ერთად ვცხოვრობდი.

- მეორედ არ გათხოვილხართ? მთხოვნელი გეყოლებოდათ...

- რას ამბობ, შვილო, შვილები გამიმწარდებოდნენ, მამინაცვალი რომ მომეყვანა მაგათთვის. რომც გამოჩენილიყო ვინმე, არ გავყვებოდი... თავიდან არ მიყვარდა ჩემი ქმარი, მაგრამ მერე ისე შემიყვარდა ჩემი ანდრო, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდი ან ამდენი წელი როგორ გავუძელ მონატრებას, რა ვიცი... გეფიცები მკვდარსა და ცოცხალს, ჩემი ქმრის მეტი, ჩემზე გამკარებელი თუ ვინმე იყო. რომ მოვიდეს, ხომ უნდა დავხვდე სუფთა სინდისით... მერჩივნა, იგრევ მე მეწვალა, მეშრომა და ჯაფა დამდგომოდა, ვიდრე სხვას გავყოლოდი.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია