რაზმან კადიროვმა ინსტაგრამზე დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა

რაზმან კადიროვმა ინსტაგრამზე დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა

 

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავარსარდალმა რაზმან კადიროვმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე კავკასიური ბანდფორმირების ლიდერის, დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა.

”მე აქამდეც განვაცხადე, რომ დოკუ უმაროვი განადგურებული იყო სპეცოპერაციის ჩატარებისას. მაგრამ სხვადასხვა ორგანოების წარმომადგენლები და მედია ამ ინფორმაციას ეჭვქვეშ აყენებდა. ისინი ამბობდნენ, რომ ცხედარი არ არსებობდა. ჩვენ კი გვქონდა უტყუარი მტკიცებულება მისი განადგურების. მოგვიანებით გარდაცვალება ოფიციალურად იქნა აღიარებული. ახლა მათთვის, ვისაც სურდა დაეჯერებინა, რომ ეს ვირთხა კიდევ ცოცხალი იყო, ჩვენ შეგვიძლია ვუჩვენოთ გვამის ფოტო”, - წერს კადიროვი.

ჩეჩნეთის მთავარსარდალმა დასძინა, რომ უმაროვმა ”იპოვნა თავის ნავსაყუდელ იქ, სადაც ეძებდა”. ”უმაროვი არასოდეს ყოფილა მებრძოლი. ის ყო სპეციალისტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საკუთარ თავზე დაბრალების. ამაში მან სალმან რადუევსაც კი აჯობა” - აღნიშნა კადიროვმა. ”და არასოდეს ჩეჩნეთში აღარ გამოჩნდებიან უმაროვები, ბასაევები, ხაბატები. ამისთვის ჩვენ გვაქვს ნება, ძალა და ერთიანობა".

შეგახსენებთ, რომ ამ წლის 8 აპრილს ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის სხდომაზე ”ეფესბე”-ს თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის ”იმარატ კავკაზის” უფროსის, დოკუ უმაროვის საქმიანობა განეიტრალებული იყო.

2010 წელს დოკუ უმაროვი ოფიციალურად იქნა შეტანილი ამერიკის საერთაშორისო ტერორისტების საძიებო სისტემაში. 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ უმაროვი იმ ტერორისტების სიაში შეიყვანა, ვინც ალ ქაედას უკავშირდება. ამავე წელს უმაროვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის ვაშინგტონმა დააწესა ჯილდო, 5 მილიონი დოლარის სახით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა