სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"საშიში ბორტი" თუ გაუმჯობესებული შედეგი, რამდენად უსაფრთხოა ჩეხური L-410, რომელიც მესტიის მიმართულებით იფრენს
"საშიში ბორტი" თუ გაუმჯობესებული შედეგი, რამდენად უსაფრთხოა ჩეხური L-410, რომელიც მესტიის მიმართულებით იფრენს

მიმ­დი­ნა­რე წლის 14 ივ­ლისს, თბი­ლის­თან ახ­ლოს, ნა­ტახ­ტრის აე­როდ­რომ­ზე გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა "თბი­ლი­სი-მეს­ტია-თბი­ლი­სის" ავია-რე­ი­სის ამოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე აქ­ცენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ავი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზეც გა­კეთ­და.

ნა­ტახ­ტრი­დან მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი ჩე­ხუ­რი წარ­მო­ე­ბის L-410-ის ტი­პის თვითმფრი­ნა­ვით შეს­რულ­დე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა უდა­ოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა თა­ვად საფ­რენ­მა აპა­რატ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, ჩე­ხურ L-410-ს ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის პირ­ვე­ლი ტალ­ღა და­ა­ტყდა თავს. სა­ჰა­ე­რო ნა­ვი­გა­ცი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ყო­ფი­ლი­მა თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა, "პირ­ვე­ლი რა­დი­ოს­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჩე­ხუ­რი თვითმფრი­ნა­ვი "სა­შიშ ბორ­ტად" მო­იხ­სე­ნია და რე­გუ­ლა­რუ­ლი ფრე­ნე­ბის და­წყე­ბამ­დე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თვითმფრი­ნა­ვის ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა ურ­ჩია. კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, L-410-ზე უარი ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მეს­ტი­ა­ში სა­ა­ვი­ა­ციო რე­ი­სე­ბის და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში ით­ქვა და მა­შინ არ­ჩე­ვა­ნი კა­ნა­დუ­რი წარ­მო­ე­ბის DHC-6-ზე შე­ა­ჩე­რა.

კარ­ბე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­მაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გან­ტომ მე­ო­რე დღეს­ვე უპა­სუ­ხა. სა­ა­გენ­ტოს მტკი­ცე­ბით L-410 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის დო­ნეს სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რა­საც 24-26 ივ­ნისს მეს­ტი­ის მი­მარ­თულ­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი საც­დე­ლი ფრე­ნე­ბიც ადას­ტუ­რებს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ამის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა გუ­რამ ჯა­ლა­ღო­ნი­ამ ისა­უბ­რა.

ambebi.ge შე­ე­ცა­და და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ერ­კვია რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ჩე­ხუ­რი L-410 Turbolet-ი. თვითმფრი­ნა­ვი პირ­ვე­ლად 1969 წელს აფ­რინ­და და 2 წლის შემ­დეგ მისი სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. უნი­ვერ­სა­ლუ­რო­ბის წყა­ლო­ბით, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა რო­გორც მგზავ­რე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად ასე­ვე ტვირ­თვის გა­და­ტა­ნის­თვის შე­იძ­ლე­ბო­და. ექპ­ლუ­ა­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში თვითმფრი­ნა­ვი უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ ახა­ლი მო­დი­ფი­კა­ცი­ის - Л-410УВП გა­მო­ყე­ნე­ბა საბ­ჭო­ურ­მა ავი­ა­კომ­პა­ნია "აერ­ოფ­ლოტ­მაც" და­ი­წყო. თვითმფრი­ნავს ინ­ტენ­სი­უ­რად სამ­ხედ­რო და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ა­ვი­ა­ციო სას­წავ­ლებ­ლებ­ში, შორი მოქ­მე­დე­ბის და სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო ავი­ა­ცი­ის მფრი­ნა­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ.

საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში L-410-ები სა­ქარ­თვე­ლო­შიც დაფ­რი­ნავ­დნენ. თვითმფრი­ნა­ვი სო­ხუ­მის სა­მო­ქა­ლა­ქო ავი­ა­ცი­ის ავი­ა­რაზმში ირი­ცხე­ბო­და. 1984 წლის 14 აგ­ვის­ტოს, ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში, "ტურ­ბო­ლე­ტი" ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის მო­ნა­წი­ლე გახ­და. რამ­დე­ნი­მე და­უ­დევ­რო­ბის შე­დე­გად მოხ­და ისე, რომ ერთ ასაფ­რენ ზოლ­ზე Ту-134-მა და L-410-მა შემ­ხვედ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა და აფ­რე­ნა. პო­ლო­ტებ­მა ერ­თმა­ნე­თი გვი­ან შე­ნიშ­ნეს. ბი­ლი­კი­დან გა­დახ­ვე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, 216 კმ/სთ სიჩ­ქა­რი­სას Ту-134 "ტურ­ბო­ლეტს" მარ­ჯვე­ნა ფრთით და­ე­ხა­ჯა და მისი ფი­უ­ზე­ლა­ჟი გრძი­ვად გა­დაჭ­რა. ინ­ცინ­დენ­ტის შე­დე­გად L-410-ში მყო­ფი ორი პი­ლო­ტი და 9 მგზავ­რი და­ი­ღუ­პა.

2009 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ სხვა­დას­ხვა მო­დი­ფი­კა­ცი­ის 1138 "ტურ­ბო­ლე­ტია" გა­მოშ­ვე­ბუ­ლი. ავა­რი­ებ­სა და კა­ტას­ტრო­ფებ­ში 106 თვითმფრი­ნა­ვია და­კარ­გუ­ლი. და­ღუ­პუ­ლია 406 ადა­მი­ა­ნი.

სა­კუ­თარ გან­ცხა­ე­ბა­ში კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი აქ­ცენტს სწო­რედ ამ ციფ­რებ­ზე აკე­თებ­და და თვითმფრი­ნა­ვის არა­სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და. ზო­გა­დად საფ­რე­ნი აპა­რა­ტის სა­ი­მე­დო­ო­ბა მთე­ლი რიგი ფაქ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მათ შო­რი­საა პრო­ექ­ტი­რე­ბი­სას კონ­სტრუქ­ცი­ა­ში ჩა­დე­ბუ­ლი სა­ი­მე­დო­ო­ბა, საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი, რამ­დე­ნად კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ის საფ­რე­ნოს­ნო-ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც საფ­რენ აპა­რატს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ტარ­დე­ბა თუ არა გეგ­მუ­რად რე­მონ­ტი და სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­მოწ­მე­ბე­ბი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­ვი­ა­ციო შემ­თხვე­ვას ან კა­ტას­ტრო­ფას და­უ­დევ­რო­ბა ან უყუ­რა­დღე­ბო­და - ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს.

ჩვენ იმ L-410-ის ის­ტო­რი­აც მო­ვი­ძი­ეთ, რო­მე­ლიც მალე მეს­ტი­ა­ში და­ი­წყებს ფრე­ნას. სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რე­ბის რამ­დენ­ჯერ­მე ცვლი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად (ამ­ჟა­მინ­დე­ლი OK-PRH), სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია ბორ­ტის სა­ქარ­ხნო ნომ­რით მო­ვი­ძი­ეთ, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი საფ­რე­ნი აპა­რა­ტის "მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში" უც­ვლე­ლი რჩე­ბა. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ის "831138"-ია. მო­ცე­მუ­ლი ნომ­რით სა­ა­ვი­ა­ციო რე­ესტრში და­ვად­გი­ნეთ, რომ თვითმფრი­ნა­ვი 1983 წლის დე­კემ­ბერ­შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 6 ავი­ა­კომ­პა­ნია გა­მო­იც­ვა­ლა და ამ­ჟა­მად Praga Aviation-ის კუთ­ვნი­ლე­ბა­შია. ზო­გა­დად 30 წელი თვითმფრი­ნა­ვის­თვის არც ისე ცო­ტაა, თუმ­ცა სსრკ-ში სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვე­ბის რე­სურ­სი სა­შუ­ა­ლოდ 35-40 წლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნა­დურ DHC-6-ს და მის ექ­სპლუ­ა­ტანტ კა­ნა­დურ კომ­პა­ნი­ას, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კონ­ტრაქ­ტის ამო­წურ­ვის შემ­დეგ შე­წყდა. სა­კუ­თარ გან­ცხა­დე­ბა­ში კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ DHC-6 მა­ღა­ლი სა­ი­მე­დო­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ირ­ჩა. ეს თვითმფრი­ნა­ვი პირ­ვე­ლად 1965 წელს აფ­რინ­და. დღემ­დე 850-ზე მეტი ერ­თე­უ­ლია დამ­ზა­დე­ბუ­ლი. თვითმფრი­ნა­ვის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდარ ავა­რი­ებ­სა და კა­ტას­ტრო­ფებს 368 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. რო­გორც ჩანს, "ტურ­ბო­ლეტ­თან" შე­და­რე­ბით წარ­მო­ე­ბუ­ლი კა­ნა­დუ­რი თვითმფრი­ნა­ვის ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კა­ტას­ტრო­ფებ­ში და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი არც ისე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

ალ­ბათ სა­ი­ნეტ­რე­სო იქ­ნე­ბა, იმ DHC-6-ის ასა­კის გა­გე­ბაც, რო­მე­ლიც მეს­ტი­ა­ში აქამ­დე დაფ­რი­ნავ­და. სა­რე­გის­ტრა­ციო ნომ­რით C-FGOG (ამ თვითმფრი­ნა­ვის შემ­თხვე­ვა­ში ის არას­დროს შეც­ვლი­ლა), რე­ესტრში მო­ვიკ­ვლი­ეთ, რომ ბორ­ტი 1972 წელ­საა დამ­ზა­დე­ბუ­ლი (სა­ქარ­ხნო ნო­მე­რი 348, ICAO-ს კოდი - C0114B). შე­სა­ბა­მი­სად ამ­ჟა­მად ის 42 წლი­საა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ამ­ჟა­მინ­დელ მთავ­რო­ბას უცო­დინ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და რო­დე­საც 3 წლის წინ, 40 წელს "მი­კა­კუ­ნე­ბულ" თვითმფრი­ნავს რე­გუ­ლა­რულ სა­ა­ვი­ა­ციო რე­ის­ზე ნიშ­ნავ­დნენ, თა­ნაც მეს­ტი­ა­ში, სა­დაც მთე­ბის გამო ფრე­ნა რისკთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუ ფიქ­რობ­დნენ მგზავ­რთა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"საშიში ბორტი" თუ გაუმჯობესებული შედეგი, რამდენად უსაფრთხოა ჩეხური L-410, რომელიც მესტიის მიმართულებით იფრენს

"საშიში ბორტი" თუ გაუმჯობესებული შედეგი, რამდენად უსაფრთხოა ჩეხური L-410, რომელიც მესტიის მიმართულებით იფრენს

მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისთან ახლოს, ნატახტრის აეროდრომზე გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა "თბილისი-მესტია-თბილისის" ავია-რეისის ამოქმედების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ღონისძიებაზე აქცენტი საქართველოში ავიაციის განვითარების საჭიროებაზეც გაკეთდა.

ნატახტრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები ჩეხური წარმოების L-410-ის ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ქვეყანაში სამოქალაქო ავიაციის განვითარება უდაოდ მისასალმებელია, თუმცა თავად საფრენმა აპარატმა საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ოფიციალური ღონისძიებიდან რამდენიმე საათში, ჩეხურ L-410-ს ნეგატიური კომენტარების პირველი ტალღა დაატყდა თავს. საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილიმა თავმჯდომარე გიორგი კარბელაშვილმა, "პირველი რადიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში ჩეხური თვითმფრინავი "საშიშ ბორტად" მოიხსენია და რეგულარული ფრენების დაწყებამდე ხელისუფლებას თვითმფრინავის ისტორიის შესწავლა ურჩია. კარბელაშვილის განმარტებით, L-410-ზე უარი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, მესტიაში საავიაციო რეისების დაგეგმვის პროცესში ითქვა და მაშინ არჩევანი კანადური წარმოების DHC-6-ზე შეაჩერა.

კარბელაშვილის განცხადებას, რომელმაც ხელისუფლება არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, სამოქალაქო ავიაციის სააგანტომ მეორე დღესვე უპასუხა. სააგენტოს მტკიცებით L-410 ტიპის თვითმფრინავი უსაფრთხოების დონეს სრულად შეესაბამება, რასაც 24-26 ივნისს მესტიის მიმართულბით ჩატარებული საცდელი ფრენებიც ადასტურებს. ჟურნალისტებთან ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსმა გურამ ჯალაღონიამ ისაუბრა.

ambebi.ge შეეცადა დამოუკიდებლად გაერკვია რამდენად უსაფრთხოა ჩეხური L-410 Turbolet-ი. თვითმფრინავი პირველად 1969 წელს აფრინდა და 2 წლის შემდეგ მისი სერიული წარმოება დაიწყო. უნივერსალურობის წყალობით, მისი გამოყენება როგორც მგზავრების გადასაყვანად ასევე ტვირთვის გადატანისთვის შეიძლებოდა. ექპლუატაციის პროცესში თვითმფრინავი უმჯობესდებოდა და სერტიფიცირების გავლის შემდეგ ახალი მოდიფიკაციის - Л-410УВП გამოყენება საბჭოურმა ავიაკომპანია "აეროფლოტმაც" დაიწყო. თვითმფრინავს ინტენსიურად სამხედრო და სამოქალაქო საავიაციო სასწავლებლებში, შორი მოქმედების და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის მფრინავების მომზადებისთვის იყენებდნენ.

საბჭოთა პერიოდში L-410-ები საქართველოშიც დაფრინავდნენ. თვითმფრინავი სოხუმის სამოქალაქო ავიაციის ავიარაზმში ირიცხებოდა. 1984 წლის 14 აგვისტოს, ბაბუშერას აეროპორტში, "ტურბოლეტი" ავიაკატასტროფის მონაწილე გახდა. რამდენიმე დაუდევრობის შედეგად მოხდა ისე, რომ ერთ ასაფრენ ზოლზე Ту-134-მა და L-410-მა შემხვედრი მიმართულებით დაიწყეს მოძრაობა და აფრენა. პოლოტებმა ერთმანეთი გვიან შენიშნეს. ბილიკიდან გადახვევის მიუხედავად, 216 კმ/სთ სიჩქარისას Ту-134 "ტურბოლეტს" მარჯვენა ფრთით დაეხაჯა და მისი ფიუზელაჟი გრძივად გადაჭრა. ინცინდენტის შედეგად L-410-ში მყოფი ორი პილოტი და 9 მგზავრი დაიღუპა.

2009 წლის მონაცემებით, სულ სხვადასხვა მოდიფიკაციის 1138 "ტურბოლეტია" გამოშვებული. ავარიებსა და კატასტროფებში 106 თვითმფრინავია დაკარგული. დაღუპულია 406 ადამიანი.

საკუთარ განცხაებაში კარბელაშვილი აქცენტს სწორედ ამ ციფრებზე აკეთებდა და თვითმფრინავის არასაიმედოობაზე მიუთითებდა. ზოგადად საფრენი აპარატის საიმედოობა მთელი რიგი ფაქტორების ერთობლიობითაა განპირობებული. მათ შორისაა პროექტირებისას კონსტრუქციაში ჩადებული საიმედოობა, საფრენი აპარატის ექსპლუატაციის პირობები, რამდენად კვალიფიცირებულია ის საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალი, რომელიც საფრენ აპარატს ემსახურება, ტარდება თუ არა გეგმურად რემონტი და სხვადასხვა სახის შემოწმებები. ხშირ შემთხვევაში საავიაციო შემთხვევას ან კატასტროფას დაუდევრობა ან უყურადღებოდა - ადამიანური ფაქტორი განაპირობებს.

ჩვენ იმ L-410-ის ისტორიაც მოვიძიეთ, რომელიც მალე მესტიაში დაიწყებს ფრენას. სარეგისტრაციო ნომრების რამდენჯერმე ცვლილების მიუხედავად (ამჟამინდელი OK-PRH), საჭირო ინფორმაცია ბორტის საქარხნო ნომრით მოვიძიეთ, რომელიც ნებისმიერი საფრენი აპარატის "მთელი სიცოცხლის განმავლობაში" უცვლელი რჩება. ჩვენს შემთხვევაში ის "831138"-ია. მოცემული ნომრით საავიაციო რეესტრში დავადგინეთ, რომ თვითმფრინავი 1983 წლის დეკემბერშია დამზადებული. ექსპლუატაციის განმავლობაში მან 6 ავიაკომპანია გამოიცვალა და ამჟამად Praga Aviation-ის კუთვნილებაშია. ზოგადად 30 წელი თვითმფრინავისთვის არც ისე ცოტაა, თუმცა სსრკ-ში სამოქალაქო თვითმფრინავების რესურსი საშუალოდ 35-40 წლით განისაზღვრებოდა.

რაც შეეხება კანადურ DHC-6-ს და მის ექსპლუატანტ კანადურ კომპანიას, მასთან ურთიერთობა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ შეწყდა. საკუთარ განცხადებაში კარბელაშვილი აღნიშნავდა, რომ DHC-6 მაღალი საიმედოობიდან გამომდინარე შეირჩა. ეს თვითმფრინავი პირველად 1965 წელს აფრინდა. დღემდე 850-ზე მეტი ერთეულია დამზადებული. თვითმფრინავის ექსპლუატაციის განმავლობაში მომხდარ ავარიებსა და კატასტროფებს 368 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ჩანს, "ტურბოლეტთან" შედარებით წარმოებული კანადური თვითმფრინავის ნაკლები რაოდენობის მიუხედავად, კატასტროფებში დაღუპულთა რიცხვი არც ისე განსხვავებულია.

ალბათ საინეტრესო იქნება, იმ DHC-6-ის ასაკის გაგებაც, რომელიც მესტიაში აქამდე დაფრინავდა. სარეგისტრაციო ნომრით C-FGOG (ამ თვითმფრინავის შემთხვევაში ის არასდროს შეცვლილა), რეესტრში მოვიკვლიეთ, რომ ბორტი 1972 წელსაა დამზადებული (საქარხნო ნომერი 348, ICAO-ს კოდი - C0114B). შესაბამისად ამჟამად ის 42 წლისაა.

საინტერესოა, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ამჟამინდელ მთავრობას უცოდინრობაში ადანაშაულებენ და როდესაც 3 წლის წინ, 40 წელს "მიკაკუნებულ" თვითმფრინავს რეგულარულ საავიაციო რეისზე ნიშნავდნენ, თანაც მესტიაში, სადაც მთების გამო ფრენა რისკთანაა დაკავშირებული, თუ ფიქრობდნენ მგზავრთა უსაფრთხოებაზე.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია