დიდი აფიორა კასპის მუნიციპალიტეტში - "ლებე" ბრუნდება

დიდი აფიორა კასპის მუნიციპალიტეტში - "ლებე" ბრუნდება

ახტალის სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოების უფლების მოპოვებისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ბრძოლა 2014 წლის მაისიდან (თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში) დაიწყო და დღემდე გრძელდება. ასპარეზზე საკრებულოს ყოფილი წევრი ლევან დემეტრაშვილი გამოჩნდა, რომელიც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გამო იყო დაკავებული.

ლევან დემეტრაშვილი კომპანია ”ლებეს" მეწილე იყო. მან მას შემდეგ დატოვა ეს კომპანია, როდესაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები საჯარო გამოაქვეყნა (2013 წლის მარტი). ცოტა ხანში ამ კომპანიის ხელმძღვანელები (მათ შორის ლევან დემეტრაშვილი) დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ”ლებემ" არამიზნობრივად დახარჯა სახელმწიფო თანხა და სტიქიის შედეგად (2013 წლის 23 მარტის ქარი) დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების აღდგენითი სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა.

2014 წლის დასაწყისში "ლებეს" ხელმძღვანელები ციხიდან გამოვიდნენ (დაუზუსტებელი ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე). 2014 წლის 23 აპრილს კომპანია "ლებეს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბესიკ იორდანაშვილმა საჯარო რეესტრს კომპანიისთვის სახელის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. თავის დროზე სახელწოდება "ლებე" წარმოიშვა სახელებისგან - ლევანი (დემეტრაშვილი) და ბესიკი (იორდანაშვილი). 2014 წლის აპრილის ბოლოს "ლებეს" მიენიჭა ახალი სახელი შპს "აღმაშენებელი 2014".

სახელის შეცვლა კომპანიის წარმომადგენლებს ტყუილად არ დასჭირვებიათ. რამდენიმე დღეში, 2014 წლის 5 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი კასპში ახტალის სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოებზე, რომლის საწყისი ფასი 326 000 ლარს შეადგენდა. ტენდერი 2014 წლის 9 ივნისს გაიმართა და მასში მონაწილეობა სამმა კომპანიამ, მათ შორის შპს "აღმაშენებელი 2014"-მა მიიღო.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა