რეპერ PSY-ს კლიპი სიმღერაზე Gangnam Style რეკორდების დამყარებას განაგრძობს. კლიპი YouTube-ის აბსოლუტური ლიდერი გახდა. სტატისტიკის თანახმად, სატირულ ვიდეორგოლს ყოველდღე 2 მლნ ნახვა აქვს მთელი მსოფლიოდან.
ამ ვიდეორგოლის წყალობით, კომპანია Google-მა 2012 წელს 8 მლნ დოლარი გამოიმუშავა, ხოლო თავად რეპერი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი გახდა სამხრეთ კორეაში - მას ვიდეორგოლმა წელიწადში 40 მლნ დოლარი მოუტანა.
ყველაზე ნახვად ვიდეოებს შორის მეორე ადგილზე კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის სიმღერა Baby-ა.