ბავშვის ოთახზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ამჯერად ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერებს ბავშვის ოთახში. მას დიდი დატვირთვა აქვს და სანამ სათითაოდ ყველა ფერის მნიშვნელობაზე ვუსაუბრებთ, უნდა შეგახსენოთ, რომ ინტერიერის დაგეგმვისას ერთ-ერთი აუცილებელი წესი ფერებთან დაკავშირებით, არის სამი ფერის წესი, ანუ ოთახში არ არის სასურველი სამ ფერზე მეტის გამოყენება. უნდა იყოს სამი ფერის კომბინაცია, ან ერთი-ორი ფერის სხვადასხვა ტონალობის.
თეთრი – მას მოაქვს იმედი, ენერგია და გარდაქმნის ძალა. დადებითად მოქმედებს გულჩათხრობილ და შებოჭილ ბავშვებზე. მათი თვითშეფასება მაღლდება. ჯობს, სხვა ფერებთან შეთავსებით გამოიყენოთ.
ყვითელი – მოქმედებს ინტელექტუალურ განვითარებაზე, ინტუიციაზე, გონებამახვილობაზე. ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ამაღლებს განწყობას, ზრდის აღქმის სიჩქარეს, მხედველობის სიმახვილეს. ეს ფერი უკუნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ბავშვი მეტისმეტად აღგზნებულია.
მწვანე – იწვევს სიახლის განცდას, ამშვიდებს, ამცირებს სმენით მგრძნობელობას და ხელს უწყობს მეტ კონცენტრაციას. ჯობს, მწვანე იყოს სასწავლო ზონა.
იხილეთ სრულად