სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გიორგი კარბელაშვილი - მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს
გიორგი კარბელაშვილი - მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს

მეს­ტი­ა­ში ფრე­ნე­ბის­თვის შერ­ჩე­ულ­მა, ჩე­ხუ­რი წარ­მო­ე­ბის L-410 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვებ­მა შე­საძ­ლოა კა­ტას­ტრო­ფა მოგ­ვი­ტა­ნოს, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას "სა­ქა­ე­რო­ნა­ვი­გა­ცი­ის" ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი აკე­თებს. კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი მი­მარ­თავს მთავ­რო­ბას, კარ­გად შე­ის­წავ­ლონ აღ­ნიშ­ნუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის ის­ტო­რია.

რო­გორც კარ­ბე­ლაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მეს­ტი­ის აე­რო­პორ­ტი ურ­თუ­ლეს აე­რო­პორ­ტად ით­ვლე­ბა და თა­ვის დრო­ზე, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა L-410 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნა­ზე, რად­გან ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი არ არის.

"დღეს მე­დი­ით შე­ვი­ტყვე, რომ მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნე­ბი და­ი­წყო, რაც ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გან გა­მო­დი­ო­და, რომ მეს­ტი­ა­ში ამ­ხე­ლა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­ი­დო და ფრე­ნე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ გა­ვი­გე კა­ტას­ტრო­ფუ­ლი რამ, რომ ფრე­ნებს ჩე­ხუ­რი წარ­მო­ე­ბის L-410 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. რო­დე­საც ოთხი წლის წინ ჩვე­ნი მთავ­რო­ბა გა­ნი­ხი­ლავ­და, თუ რა თვითმფრი­ნავს ეფ­რი­ნა მეს­ტი­ა­ში, სა­უ­ბა­რი იყო აღ­ნიშ­ნულ ჩე­ხურ თვითმფრი­ნავ­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც თვითმფრი­ნა­ვი შე­ვის­წავ­ლეთ, გა­ირ­კვა, რომ ეს არის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში თვითმფრი­ნა­ვი მსოფ­ლი­ო­ში. უსაფრ­თხო­ე­ბის არა­ნა­ირ ნორ­მებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. როცა ქვე­ყა­ნა წინ მი­დის, ამ თვითმფრი­ნა­ვის შე­მოყ­ვა­ნა შე­უ­რა­ცხყო­ფაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რა კა­ტას­ტრო­ფა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას. ამ თვითმფრი­ნა­ვის ფრე­ნამ შე­იძ­ლე­ბა უბე­დუ­რე­ბა მოგ­ვი­ტა­ნოს. თა­ვის დრო­ზე უცხო­ელ­მა ექ­სპერ­ტებ­მაც გვი­თხრეს, რომ ეს თვითმფრი­ვა­ნი არ არის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი. მას სუ­ლელ თვითმფრი­ნავს ეძა­ხი­ან. 1991 წელს მოხ­და ოთხი ტრა­გე­დია, ტრა­გე­დია მოხ­და 1992 წელს, რუ­სე­თის თით­ქმის ყვე­ლა ქა­ლაქ­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლია, ექ­ვსჯერ მოხ­და ტრა­გე­დია 2003 წელს, 2004-ში ჩა­მო­ვარ­და კი­ლი­მან­ჯა­რო­ზე, სამი ჩა­მო­ვარ­და აფ­რი­კა­ში. თა­ვის დრო­ზე ჩა­მო­ვარ­და სო­ხუმ­ში, ჩა­მო­ვარ­და ფოთ­ში და ამას მოჰ­ყვა ტრა­გე­დია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რა კა­ტას­ტრო­ფა შე­იძ­ლე­ბა მო­პყვეს მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა­საც ჰქვია L-410 ტი­პის, ჩე­ხუ­რი თვითმფრი­ნა­ვის ფრე­ნას მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - აცხა­დებს გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, "წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­ნა­დუ­რი კომ­პა­ნია, თუმ­ცა ეს ფრე­ნე­ბი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ შე­წყდა".

დღეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრთან ერ­თად, ნა­ტახ­ტა­რის აე­როდ­რომ­ზე, თბი­ლი­სი-მეს­ტია-თბი­ლი­სის ავი­ა­რე­ი­სის ამოქ­მე­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და. ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნია "სერ­ვის ეირ­მა" ჩე­ხურ კომ­პა­ნი­ას­თან პარტნი­ო­რო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხუ­რი წარ­მო­ე­ბის L-410 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვი შე­მო­იყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც მეს­ტი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ას­რუ­ლებს რე­ი­სებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გიორგი კარბელაშვილი - მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს

გიორგი კარბელაშვილი - მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს

მესტიაში ფრენებისთვის შერჩეულმა, ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავებმა შესაძლოა კატასტროფა მოგვიტანოს, - ამის შესახებ განცხადებას "საქაერონავიგაციის" ყოფილი ხელმძღვანელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი აკეთებს. კარბელაშვილი მიმართავს მთავრობას, კარგად შეისწავლონ აღნიშნული თვითმფრინავების ისტორია.

როგორც კარბელაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მესტიის აეროპორტი ურთულეს აეროპორტად ითვლება და თავის დროზე, წინა ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა L-410 ტიპის თვითმფრინავების საქართველოში ფრენაზე, რადგან ის წარმატებული თვითმფრინავი არ არის.

"დღეს მედიით შევიტყვე, რომ მესტიის მიმართულებით ფრენები დაიწყო, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან გამოდიოდა, რომ მესტიაში ამხელა ინვესტიციები ჩაიდო და ფრენები გაჩერებული იყო, მაგრამ გავიგე კატასტროფული რამ, რომ ფრენებს ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავი განახორციელებს. როდესაც ოთხი წლის წინ ჩვენი მთავრობა განიხილავდა, თუ რა თვითმფრინავს ეფრინა მესტიაში, საუბარი იყო აღნიშნულ ჩეხურ თვითმფრინავზე, მაგრამ როდესაც თვითმფრინავი შევისწავლეთ, გაირკვა, რომ ეს არის ყველაზე საშიში თვითმფრინავი მსოფლიოში. უსაფრთხოების არანაირ ნორმებს არ აკმაყოფილებს. როცა ქვეყანა წინ მიდის, ამ თვითმფრინავის შემოყვანა შეურაცხყოფაა. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა კატასტროფა შეიძლება მოჰყვეს ამას. ამ თვითმფრინავის ფრენამ შეიძლება უბედურება მოგვიტანოს. თავის დროზე უცხოელმა ექსპერტებმაც გვითხრეს, რომ ეს თვითმფრივანი არ არის კონტროლირებადი. მას სულელ თვითმფრინავს ეძახიან. 1991 წელს მოხდა ოთხი ტრაგედია, ტრაგედია მოხდა 1992 წელს, რუსეთის თითქმის ყველა ქალაქში ჩამოვარდნილია, ექვსჯერ მოხდა ტრაგედია 2003 წელს, 2004-ში ჩამოვარდა კილიმანჯაროზე, სამი ჩამოვარდა აფრიკაში. თავის დროზე ჩამოვარდა სოხუმში, ჩამოვარდა ფოთში და ამას მოჰყვა ტრაგედია. ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რა კატასტროფა შეიძლება მოპყვეს მათ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია L-410 ტიპის, ჩეხური თვითმფრინავის ფრენას მესტიის მიმართულებით", - აცხადებს გიორგი კარბელაშვილი.

მისივე თქმით, "წინა ხელისუფლების დროს დაქირავებული იყო ყველაზე წარმატებული კანადური კომპანია, თუმცა ეს ფრენები წელიწადნახევრის წინ შეწყდა".

დღეს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ნატახტარის აეროდრომზე, თბილისი-მესტია-თბილისის ავიარეისის ამოქმედება ოფიციალურად გამოაცხადა. ამასთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "სერვის ეირმა" ჩეხურ კომპანიასთან პარტნიორობით საქართველოში ჩეხური წარმოების L-410 ტიპის თვითმფრინავი შემოიყვანა, რომელიც მესტიის მიმართულებით შეასრულებს რეისებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია