სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პატრიარქი - მადლობა ღმერთს, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა
პატრიარქი - მადლობა ღმერთს, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა

სო­ფელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ათე­უ­ლი წლე­ბი მარ­თავ­და სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ კი მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კო­სი გახ­და, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის ილია მე­ო­რის სი­ტყვა­ში, რო­მე­ლიც სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე, პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა, მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ წა­ი­კი­თხა. უწ­მინ­დე­სი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გამო მარ­თლმა­დი­დი­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და პი­რა­დად მისი სა­ხე­ლით მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

"სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის და პი­რა­დად ჩემი სა­ხე­ლით გა­მოვ­თქვამ მწუ­ხა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი-ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და იმის გა­მოც, რომ ვერ ვეს­წრე­ბი მის დაკ­რძალ­ვას. მე­ტად რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე დიდი გზა გან­ვლო. სო­ფელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ათე­უ­ლი წლე­ბი მარ­თავ­და სა­ქარ­თვე­ლოს, შემ­დეგ კი მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის პო­ლი­ტი­კო­სი გახ­და, რო­მელ­მაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ავ­ღა­ნე­თი­დან ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა­ში, გერ­მა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში, კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის შეც­ვლა­სა და სა­ერ­თო მსოფ­ლიო ახა­ლი რე­ა­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის სი­ტყვა­ში.

ილია მე­ო­რე აღ­ნიშ­ნავს იმ ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში მოხ­და.

"მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ ამ დღე­ებ­ში მრა­ვა­ლი ით­ქმის. მე მინ­და ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო იმ ცვლი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც შედ­ვარ­დნა­ძის ში­ნა­გან­მა სამ­ყა­რომ გა­ნი­ცა­და. პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლი იყო ათე­ის­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბი­სა, მო­ი­ნათ­ლა. მაგ­რამ, სუ­ლი­ე­რი ცვლი­ლე­ბა უფრო გვი­ან მოხ­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ იგი ამ ქვეყ­ნი­დან მო­ნათ­ლუ­ლი, მა­ზი­ა­რე­ბელ ქრის­ტი­ა­ნად წა­ვი­და. აღ­ვავ­ლენთ ლოც­ვებს გი­ორ­გი-ედუ­არ­დის უკ­ვდა­ვი სუ­ლის­თვის და შევ­თხოვთ უფალს სა­ვა­ნე­თა მარ­თალ­სა­თა და­ა­წე­სოს იგი", - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის სი­ტყვა­ში.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში 16:00 სა­ათ­ზე, სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლა­ვენ. სა­მე­ბის ეზო­ში დაშ­ვე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა და იმ­ყო­ფე­ბა სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლი.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 7 ივ­ლისს 86 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პატრიარქი - მადლობა ღმერთს, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა

პატრიარქი - მადლობა ღმერთს, ედუარდ შევარდნაძე ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა

სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვაში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში, ედუარდ შევარდნაძის სამოქალაქო პანაშვიდზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა თეოდორემ წაიკითხა. უწმინდესი ყოფილი პრეზიდენტის გამო მართლმადიდიბელი ეკლესიის და პირადად მისი სახელით მწუხარებას გამოთქვამს.

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ მწუხარებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი გიორგი-ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო და იმის გამოც, რომ ვერ ვესწრები მის დაკრძალვას. მეტად რთული და წინააღმდეგობებით სავსე დიდი გზა განვლო. სოფელში დაბადებული ადამიანი ათეული წლები მართავდა საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაში, გერმანიის გაერთიანებაში, კომუნისტური რეჟიმის შეცვლასა და საერთო მსოფლიო ახალი რეალობის ჩამოყალიბებაში", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში.

ილია მეორე აღნიშნავს იმ ცვლილებას, რომელიც ედუარდ შევარდნაძის შინაგან სამყაროში მოხდა.

"მისი მოღვაწეობის შესახებ ამ დღეებში მრავალი ითქმის. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ცვლილებაზე, რომელიც შედვარდნაძის შინაგანმა სამყარომ განიცადა. პიროვნება, რომელიც ერთგული იყო ათეისტური აზროვნებისა, მოინათლა. მაგრამ, სულიერი ცვლილება უფრო გვიან მოხდა. მადლობა ღმერთს, რომ იგი ამ ქვეყნიდან მონათლული, მაზიარებელ ქრისტიანად წავიდა. აღვავლენთ ლოცვებს გიორგი-ედუარდის უკვდავი სულისთვის და შევთხოვთ უფალს სავანეთა მართალსათა დააწესოს იგი", - ნათქვამია პატრიარქის სიტყვაში.

ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში 16:00 საათზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამების ეზოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა და იმყოფება საპატიო ყარაული.

ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია