ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა, რომ დავით ნარმანიას გაყვანას ძალადობრივი მეთოდებით აპირებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ქართულმა ოცნებამ" აჩვენა, რომ დავით ნარმანიას გაყვანას ძალადობრივი მეთოდებით აპირებს

"ქართულმა ოცნებამ" დღემდე აჩვენა საზოგადოებას, რომ არჩევნების ჩატარებას და ბიძინა ივანიშვილის მიერ ნარმანიას გაყვანას ძალადობრივი მეთოდებით აპირებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" კოორდინატორები მიზანმიმართულად ცდილობენ ვიდეოკამერიან დამკვირვებლებთან კონფლიქტში შესვლას, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, პოლიციას კი, საქმის ვითარებაში გარკვევის საბაბით, უბნიდან მიჰყავს არა კონფლიქტის გამომწვევი "ქართული ოცნების" კოორდინატორები, არამედ სწორედ ის დამკვირვებლები, რომლებიც უბნების ვიდეოგადაღებას აწარმოებენ.

"სწორედ ასეთ მოქმედებას ჰქონდა ადგილი თბილისში, მთაწმინდის მე-16 და ნაძალადევის მე-8-მე9-მე-10 უბნებზე, აგრეთვე, რუსთავის 79-ე უბანზე.

რუსთავში პოლიცია თავად იყო "ქართული ოცნების" აგრესიული კოორდინატორების წამქეზებელი. მთაწმინდის მე-16 უბნის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ დამკვირვებელზე დაუყოვნებლივ ძებნა გამოაცხადა, ხოლო ნაძალადევში დამკვირვებელზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ტყუილი გაავრცელა, თითქოს დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი ნასვამი იყო, ჩატარებული ტესტის შედეგებით, დადასტურდა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, უბრალოდ, ტყუილია", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მან პოლიციას მიმართა, კონტაქტზე გავიდეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო დეპუტაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც "ნაციონალების" საოლქო შტაბებში იმყოფებიან.

"ისინი მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რათა საარჩევნო უბნებზე შენარჩუნდეს სიმშვიდე, დარჩნენ დამკვირვებლები და ამომრჩეველს მიეცეს თავისი ნების გამოხატვის საშუალება", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა