ყველაზე დაუნდობელი მკვლელი ბავშვები

ყველაზე დაუნდობელი მკვლელი ბავშვები

მკვლელების გახსენებისას ძარღვებში სისხლი გვეყინება, მაგრამ ყველაზე საშინელია, როცა ეს მკვლელები ბავშვები არიან. დაუჯერებელიც კია, რომ ბავშვს მკვლელობა შეუძლია, თანაც – ასეთი სასტიკი. თუმცა ისტორიას ცოტა არ ახსოვს ამგვარი ამბავი.

• მერი ბელი ერთ-ერთი ყველაზე "ცნობილი" გოგოა ბრიტანეთის ისტორიაში. 1968 წელს 11 წლის ბელმა თავის 13 წლის მეგობარ ნორმასთან ერთად ორი თვის შუალედში ორი პატარა ბიჭი დაახრჩო – 4 და 3 წლის. ბავშვები საშინლად იყვნენ ნაწამებნი, ნანემსრები და მაკრატლის კვალი ეტყობოდათ, ერთ-ერთს გენიტალიებიც ჰქონდა მოჭრილი... როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერი ბელის სისასტიკის საფუძვლები მის ოჯახსა და ბავშვობაში იყო.

მას წლები ეგონა, რომ დამნაშავის შვილი იყო (თუმცა სინამდვილეში მისი ბიოლოგიური მამის ვინაობა დღემდე უცნობია), დედა მეძავი ჰყავდა, რომელიც 4 წლიდან აიძულებდა მას, თავის კლიენტებთან სქესობრივ კავშირში შესვლას. სასამართლო რომ დასრულდა, ნათელი გახდა, რომ გოგონა მეტისმეტად პატარაა ციხისთვის, და მეტისმეტად საშიშია ფსიქიატრიულ კლინიკაში მოსათავსებლად ან დაწესებულებაში, სადაც პრობლემური ბავშვები არიან, თუმცა მაინც მიუსაჯეს 23 წლით პატიმრობა... მერი ციხიდან გამოვიდა და ახლა სხვა სახელითა და გვარით ცხოვრობს.

• 10 წლის ბიჭები ჯონ ვენეიბლსი და რობერტ ტომპსონი 1993 წელს უსასტიკესი დანაშაულის ჩადენისთვის გაასამართლეს. ორი წლის ბიჭის ჯეიმს ბულგერის დედამ პატარა ხორცის მაღაზიის კართან დატოვა – იფიქრა, რომ უკან მალე დაბრუნდებოდა, რადგან მაღაზიაში რიგი არ ყოფილა. თუმცა ვერც იფიქრებდა, რომ უკანასკნელად ხედავდა შვილს... ჯონი და რობერტი სწორედ იმ მაღაზიასთან იდგნენ და ჩვეულ საქმეს აკეთებდნენ – მაღაზიებში შესულ და გამოსულ ადამიანებს ძარცვავდნენ, სანამ გამყიდველები თავიანთ საქმეზე მიბრუნდებოდნენ, მათ გაძარცვასაც ცდილობდნენ.

ამჯერად, როცა პატარა ბიჭუნა დაინახეს მაღაზიის კართან, გადაწყვიტეს, ის მოეტაცებინათ და ფული გაეკეთებინათ. თუმცა სანამ ბიჭი იქაურობას გაარიდეს და უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს, სხვა "იდეებიც" გაუჩნდათ – სასტიკად სცემეს, შეურაცხყვეს, მერე კი რკინიგზის ლიანდაგზე დააწვინეს, რომ მატარებელს გადაევლო და უბედურ შემთხვევად ჩაეთვალათ მისი სიკვდილი. თუმცა საწყალი ჯეიმსი ჯერ არ იყო მკვდარი და მხოლოდ მატარებლის გადავლის შემდეგ გარდაიცვალა...

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს