სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ჰომოსექსუალებს, მეძავებსა და მკვლელებს მიმართავს
მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ჰომოსექსუალებს, მეძავებსა და მკვლელებს მიმართავს

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძე ერთ-ერ­თია სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა შო­რის, რო­მე­ლიც მრევ­ლთან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის აქ­ტი­უ­რად იყე­ნებს Facebook-ს. ის არ ერი­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლურ სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე მო­საზ­რე­ბე­ბის სა­ჯა­როდ და­ფიქ­სი­რე­ბას, ამ­ჯე­რად კი მო­რიგ მი­მარ­თვა­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს, მე­ძა­ვებს, ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს, მკვლე­ლებ­სა და ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პი­რებს მი­მარ­თავს. ტექსტს Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბო, და­დე­ქით ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მზე მაღ­ლა! მე­ძავ­ნო და მრუშ­ნო, და­დე­ქით მე­ძა­ვო­ბა­ზე და მრუ­შო­ბა­ზე მაღ­ლა! ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­ნო, და­დე­ქით ნარ­კო­მა­ნი­ა­ზე მაღ­ლა! ლოთ­ნო, და­დე­ქით ლო­თო­ბა­ზე მაღ­ლა! მპა­რავ­ნო და მკვლელ­ნო, და­დე­ქით მპა­რა­ვო­ბა­ზე და მკვლე­ლო­ბა­ზე მაღ­ლა!

ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თვა­ლე, სი­ნა­ნულ­სა და წარ­სუ­ლის და­ტო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს. სი­ნა­ნუ­ლი და წარ­სუ­ლის და­ტო­ვე­ბა ქრის­ტე­ში ყოფ­ნაა და პა­რა­ლე­ლუ­რად, მათ­თან ყოფ­ნას ნიშ­ნავს, ვინც იმ ცოდ­ვა­შია, რა ცოდ­ვა­ზე მაღ­ლაც დად­გა ვინ­მე.

ცოდ­ვა­ში მყოფ­თან თუ არ ჩახ­ვე­დი, მას ვერ ამო­იყ­ვან იქი­დან, ჩა­მო­კი­დე­ბულს თუ ვერ მის­წვდი, მას ვერ ჩა­მოხ­სნი, ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა დგო­მა და, ამა­ვე დროს, ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე მსა­ხუ­რე­ბა ქრის­ტე­ში ყოფ­ნა და ქრის­ტეს მსა­ხუ­რე­ბაა. ვი­საც სიყ­ვა­რუ­ლი უყ­ვარს, მას ქრის­ტე უყ­ვარს, ვი­საც ცოდ­ვა სძაგს, მას ქრის­ტე უყ­ვარს, ვი­საც ქრის­ტეს­თან მის­ვლა უნდა, მას ქრის­ტე უყ­ვარს, ვი­საც სხვი­სი ქრის­ტეს­თან მიყ­ვა­ნა სურს, მას ქრის­ტე უყ­ვარს. ქრის­ტეს სიყ­ვა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლია! ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, მო­მიხ­სე­ნი­ეთ ლოც­ვებ­ში" - წერს მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | "აღვკვე­თოთ ქო­რე­პის­კო­პოს ია­კობ ია­კო­ბიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­რე­ში ამ­ბი­ონ­ზე" - მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია მე­უ­ფეს უპი­რის­პირ­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ჰომოსექსუალებს, მეძავებსა და მკვლელებს მიმართავს

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ჰომოსექსუალებს, მეძავებსა და მკვლელებს მიმართავს

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე ერთ-ერთია სასულიერო პირთა შორის, რომელიც მრევლთან ურთიერთობისთვის აქტიურად იყენებს Facebook-ს. ის არ ერიდება საზოგადოებისთვის აქტუალურ სხვადასხვა თემებზე მოსაზრებების საჯაროდ დაფიქსირებას, ამჯერად კი მორიგ მიმართვაში ჰომოსექსუალებს, მეძავებს, ნარკოტიკების მომხმარებლებს, მკვლელებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს მიმართავს. ტექსტს Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ჰომოსექსუალებო, დადექით ჰომოსექსუალიზმზე მაღლა! მეძავნო და მრუშნო, დადექით მეძავობაზე და მრუშობაზე მაღლა! ნარკოტიკების მომხმარებელნო, დადექით ნარკომანიაზე მაღლა! ლოთნო, დადექით ლოთობაზე მაღლა! მპარავნო და მკვლელნო, დადექით მპარავობაზე და მკვლელობაზე მაღლა!

ეს ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, სინანულსა და წარსულის დატოვებას გულისხმობს. სინანული და წარსულის დატოვება ქრისტეში ყოფნაა და პარალელურად, მათთან ყოფნას ნიშნავს, ვინც იმ ცოდვაშია, რა ცოდვაზე მაღლაც დადგა ვინმე.

ცოდვაში მყოფთან თუ არ ჩახვედი, მას ვერ ამოიყვან იქიდან, ჩამოკიდებულს თუ ვერ მისწვდი, მას ვერ ჩამოხსნი, ყველაფერზე მაღლა დგომა და, ამავე დროს, ყველაზე და ყველაფერზე მსახურება ქრისტეში ყოფნა და ქრისტეს მსახურებაა. ვისაც სიყვარული უყვარს, მას ქრისტე უყვარს, ვისაც ცოდვა სძაგს, მას ქრისტე უყვარს, ვისაც ქრისტესთან მისვლა უნდა, მას ქრისტე უყვარს, ვისაც სხვისი ქრისტესთან მიყვანა სურს, მას ქრისტე უყვარს. ქრისტეს სიყვარული სიყვარულის სიყვარულია! ღმერთმა დაგლოცოთ, მომიხსენიეთ ლოცვებში" - წერს მღვდელმონაზონი.

ასევე დაგაინტერესებთ | "აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე" - მღვდელმონაზონი ილია მეუფეს უპირისპირდება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს