ჯანდაცვის სამინისტრო ვიტალი კილასონიას პირველად ოპერაციას დააფინანსებს

ჯანდაცვის სამინისტრო ვიტალი კილასონიას პირველად ოპერაციას დააფინანსებს

16 წლის ვიტალი კილასონიას, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება.

"გურია ნიუსმა" კილასონიას ავადმყოფობის ისტორია გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს გადასცა და 16 წლის მოზარდისთვის დახმარება სთხოვა. გუბერნატორმა ჯანდაცვის მინისტრთან იშუამდგომლა და როგორც ცნობილი გახდა, ვიტალი კილასონიას ოპერაციის თანხას ჯანდაცვის სამინისტრო გადაიხდის.

დოკუმენტაციის თანახმად, პირველადი ოპერაცია 7 500 ევრო ჯდება, თუმცა, შემდგომში მისი სრული რეაბილიტაციისთვის დიდი თანხებია საჭირო.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა