სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უგულავას შეცდომები და ღვაწლი - რას საყვედურობს და რისთვის უხდის მადლობას ნიკოლოზ რაჭველი ყოფილ მერს
უგულავას შეცდომები და ღვაწლი - რას საყვედურობს და რისთვის უხდის მადლობას ნიკოლოზ რაჭველი ყოფილ მერს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის მთა­ვა­რი დი­რი­ჟო­რი და კომ­პო­ზი­ტო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს გიგი უგუ­ლა­ვას მხარ­და­სა­ჭერ წე­რილს უძღვნის.

"ჩემო გიგი, გა­ვი­გე, რომ ად­ვო­კა­ტე­ბი გიყ­ვე­ბი­ან ყვე­ლა­ფერს, რა­საც შენ­ზე წე­რენ და ამ­ბო­ბენ აქ, მე­ტად თა­ვი­სუ­ფალ და ზოგ­ჯერ აღ­ვი­რახ­სნილ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე მეც აქე­დან შე­მო­გეხ­მი­ა­ნო ისე, რომ არ შე­მე­შინ­დეს ჩემი შენ­და­მი გულ­წრფე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა ვერც შენი დრო­ის და ვერც ამ­ჟა­მინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ გა­მი­გოს და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს ეა­მოს, ვიც­თვი­საც გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უფრო რთუ­ლი იყო სამ­შობ­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქვა ვიდ­რე ახლა. თუმ­ცა რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი, ვფიქ­რობ მისი კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბით გან­ცდი­ლი სი­ხა­რუ­ლი მი­ნი­მუმ კე­თი­ლი სი­ტყვე­ბით უნდა და­უბ­რუნ­დეს გან­საც­დე­ლის ჟამს! მი­ხა­რია, რომ შენს შემ­თხვე­ვა­ში ეს ასეც ხდე­ბა! მინ­და რომ ეს გან­საც­დე­ლი ისევ და ისევ სა­კუ­თა­რი სუ­ლი­ე­რი სრულ­ყო­ფის­თვის გა­მო­გად­გეს, რად­გან შენი მორ­წმუ­ნე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიცი, რომ ზუს­ტად იცი რა შემ­თხვე­ვა­ში უშ­ვებს უფა­ლი თა­ვის მძი­მე ჯვარს ადა­მი­ან­ზე!

ჩემო გიგი, მინ­და დიდი მად­ლო­ბა გი­თხრა, რომ წინა წლებ­ში თით­ქმის ერ­თა­დერ­თი იყა­ვი მთელს შენს პო­ლი­ტი­კურ გუნდში, ვის­გა­ნაც ვგრძნობ­დი პა­ტი­ვის­ცე­მას და სიყ­ვა­რულს. დიდი მად­ლო­ბა რომ ისე­თი გუნ­დი გყავ­და მე­რი­ა­ში (ლა­ლი­კო, მა­მუ­კა, ფატი, ნეკა, შო­თი­კო), რომ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო და არის ყვე­ლას­თვის, ვინც თბი­ლის­ში შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა. დიდი მად­ლო­ბა, რომ აგ­რეთ­ვე შენი გუნ­დის მრა­ვა­ლი წევ­რის­გან კარ­დი­ნა­ლუ­რი გან­სხვა­ვე­ბით ერთი წუ­თით არ მი­გი­ტო­ვე­ბია უფ­რო­სი თა­ო­ბა, ამი­ტომ უყ­ვარ­ხარ და გგულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ ჩვე­ნი მხცო­ვა­ნი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მწერ­ლე­ბი. დიდი მად­ლო­ბა, რომ ერ­თა­დერ­თი იყა­ვი შენს ლე­ლას­თან ერ­თად, ვინც შენი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი­სად­მი კრი­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბის გამო გა­რი­ყუ­ლი და აკ­რძა­ლუ­ლი ნატო მე­ტო­ნი­ძის გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა არც ერთი წუ­თით შე­გი­წყვე­ტია და პირ­ვე­ლი იყა­ვი ვინც შენი კო­ლე­გე­ბის მიერ "ერის მო­ღა­ლა­ტედ" გა­მო­ცხა­დე­ბულ პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძეს ხელი გა­უ­წო­დე და გულ­ნატ­კე­ნი ხე­ლო­ვა­ნი ხე­ლახ­ლა შე­მო­აბ­რუ­ნე სამ­შობ­ლო­სა­კენ. დიდი მად­ლო­ბა, რომ ელი­სო ვირ­სა­ლა­ძის ფეს­ტი­ვა­ლის აღ­დგე­ნა ჩა­ი­დე თავ­ში და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე ამი­სათ­ვის. დიდი მად­ლო­ბა, რომ სა­ო­ცა­რი თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი და­ა­არ­სე და ჭო­ლას და ეკა მაზ­მიშ­ვილს ჩა­ა­ბა­რე, თუმ­ცა რა თქმა უნდა არ იყო სწო­რი ქეთი დო­ლი­ძის ის­ტო­რი­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვა, მაგ­რამ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ძნე­ლია ყვე­ლას­თვის შეძ­ლო თა­ნაბ­რად კარ­გის კე­თე­ბა, მუდ­მივ მოქ­მე­დე­ბას შეც­დო­მე­ბი ახ­ლავს. დიდი მად­ლო­ბა, რომ ყო­ველ თბი­ლი­სო­ბა­ზე უბ­რა­ლო პოპ მუ­სი­კის კონ­ცერტს კი არ გეგ­მავ­დი, არა­მედ ერ­თობ­ლი­ვად სა­ა­თო­ბით ვსხდე­ბო­დით და ვმსჯე­ლობ­დით ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გე­მოვ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის რა რე­პერ­ტუ­ა­რი ყო­ფი­ლი­ყო უპ­რი­ა­ნი. სწო­რედ შენი პრო­ექ­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით მო­მი­წია დიდი ქარ­თვე­ლი კლა­სი­კო­სე­ბის ათო­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვი და ზოგ­ჯერ მი­ვი­წყე­ბუ­ლი სიმ­ღე­რის გა­ორ­კესტრე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა. შენი სურ­ვი­ლი იყო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი გამ­ხდა­რი­ყო სა­ხალ­ხო და ამი­სათ­ვის ქა­ლა­ქის დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე მათ­თვის ჰო­ნო­რარ­საც არ იშუ­რებ­დი, რაც იმ წლებ­ში ერ­თა­დერ­თი და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლის წყა­რო იყო ყვე­ლა­ზე და­ბალ-ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის მუ­სი­კო­სე­ბი­სათ­ვის. საყ­ვე­დუ­რიც გე­კუთ­ვნის, ყვე­ლას გვქონ­და იმე­დი, რომ ჩვენს ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზს მი­ხე­დავ­დი, მით უფრო, რომ ლი­ა­ნა ისა­კა­ძის და ჩვე­ნი ორ­კესტრის კონ­ცერ­ტის და­სას­რულს სა­ჯა­როდ და­პირ­დი ყვე­ლას, მა­შინ ხომ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ ისევ იმ დღე­ში ვართ ახლა, შე­იძ­ლე­ბა უა­რეს­შიც კი, დარ­ბა­ზი და­ი­ხუ­რა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში პი­რო­ბე­ბის გამო. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა მო­მეხ­მა­რე­ბა და ქუ­ჩა­ში არ და­ტო­ვებს 90 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კო­ლექ­ტივს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი დაგვპირ­და კი­დეც, თუმ­ცა არ შე­მიძ­ლია არ გი­თხრა კი­დევ ერთი მად­ლო­ბა იმის გამო, რომ შენი მე­რო­ბის დროს თბი­ლი­სის მე­რია იყო ერ­თა­დერ­თი უწყე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის პრო­ექ­ტებს აფი­ნან­სებ­და. ჯერ მარ­ტო სა­ო­ცა­რი სა­გუნ­დო ფეს­ტი­ვა­ლი და ნი­ჭი­ერ ბავ­შვთა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა-კონ­კურ­სე­ბი რად ღირს, რამ­დე­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კონ­ცერ­ტი ჩა­ტარ­და და ტარ­დე­ბა დღე­საც. რამ­დენ რა­მეს ვერ ვიხ­სე­ნებ, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი და ჩვე­ნი ორ­კესტრის პრო­ექ­ტი გახ­სოვს? რა მა­გა­რი გა­მო­ვი­და… ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში რამ­დე­ნი კომ­პო­ზი­ტო­რის სა­ავ­ტო­რო სა­ღა­მო გა­კეთ­და მე­რი­ის ხელ­შე­წყო­ბით… მა­ცა­ცო, ნუნუ, მა­რი­კა, ბი­ძი­ნა, ვაჟა… ნანი ბრეგ­ვა­ძის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ბე­ნე­ფი­სი… და რო­კი­სა და ალ­ტერ­ნა­ტი­ვის ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბის პრო­ექ­ტი ჩვენს ორ­კესტრთან ერ­თად რა მა­გა­რი იყო შუ­შის ხი­დის ქვეშ, ზედ სა­ნა­პი­რო­ზე…

ხოდა ჩემო მე­გო­ბა­რო, მინ­და გი­სურ­ვო მხნე­ო­ბა, სიმ­ტკი­ცე და სიძ­ლი­ე­რე, სი­ნა­ნუ­ლი და სი­ხა­რუ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბა და დრო­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბა. ვიცი, რომ აპი­რებ­დი ჩვე­ნი ჩე­ლოს ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვა­ზე მოს­ვლას და დე­და­ჩე­მი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ჩემი სიმ­ფო­ნი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის მოს­მე­ნას, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხე. ნეტა შე­იძ­ლე­ბო­დეს მუ­სი­კის შე­მოგ­ზავ­ნა, სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­გაწ­ვდი­დი ჩა­ნა­წერს.

ხვა­ლი­დან ატყდე­ბა ერთი ამ­ბა­ვი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­და­წე­რენ ჩემს სტა­ტუსს, ფო­რუ­მებ­ში შე­უ­რაცმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს მო­მი­ძღვნი­ან, ფე­ის­ბუქ­ში აზ­რე­ბი ორად გა­ი­ყო­ფა, ვი­ღაც პო­ლი­ტი­კურ კო­ნი­უქ­ტუ­რად ჩა­მით­ვლის, ვი­ღაც ძვე­ლი დრო­ის ნოს­ტალ­გი­ად, მერე ჩემს გარ­შე­მო მე­გობ­რებს შე­ე­შინ­დე­ბათ რამე არ და­მი­შავ­დეს, უფ­როს­წო­რედ ჩემ­ზე ისე არ გა­ნა­წყენ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ ამან ორ­კესტრსა და ცენ­ტრის გეგ­მებ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ იმოქ­მე­დოს. რაღა და­გი­მა­ლო და მეც ვნერ­ვი­უ­ლობ. არ მინ­და, რომ ჩემი მო­საზ­რე­ბის გამო ვინ­მე და­ი­სა­ჯოს, ვინ­მეს სრულ­ყო­ფილ მოღ­ვა­წე­ო­ბას, საქ­მი­ა­ნო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნას. მსგავ­სი ალ­ბა­თო­ბა შენს დრო­შიც უხ­ვად იყო და შე­საძ­ლოა ახ­ლაც არის, თუმ­ცა ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ კი ყვე­ლა მორ­წმუ­ნე გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ უფა­ლი ადა­მი­ანს უდი­დეს ცოდ­ვას, მკვლე­ლო­ბა­საც კი პა­ტი­ობს გულ­წრფე­ლი აღ­სა­რე­ბის და მო­ნა­ნი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ხოდა ხომ შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ მა­ინც მი­ვის­წრაფ­ვო­დეთ უფ­ლის მსგავ­სე­ბის­კენ…

ჩემო გიგი გი­სურ­ვებ ღვთის წყა­ლო­ბას!", - წერს კომ­პო­ზი­ტო­რი.

გიგი უგუ­ლა­ვა 3 ივ­ლისს თბი­ლი­სის სა­ერ­თშო­რი­სო აერ­პორ­ტში, კი­ევ­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ და­ა­კა­ვეს. მას უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. 4 ივ­ლისს კი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

უგულავას შეცდომები და ღვაწლი - რას საყვედურობს და რისთვის უხდის მადლობას ნიკოლოზ რაჭველი ყოფილ მერს

უგულავას შეცდომები და ღვაწლი - რას საყვედურობს და რისთვის უხდის მადლობას ნიკოლოზ რაჭველი ყოფილ მერს

საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას მხარდასაჭერ წერილს უძღვნის.

”ჩემო გიგი, გავიგე, რომ ადვოკატები გიყვებიან ყველაფერს, რასაც შენზე წერენ და ამბობენ აქ, მეტად თავისუფალ და ზოგჯერ აღვირახსნილ სოციალურ სივრცეში, ამიტომ გადავწყვიტე მეც აქედან შემოგეხმიანო ისე, რომ არ შემეშინდეს ჩემი შენდამი გულწრფელი დამოკიდებულების გამოხატვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვერც შენი დროის და ვერც ამჟამინდელმა მთავრობამ გამიგოს და არც საზოგადოების იმ ნაწილს ეამოს, ვიცთვისაც გასული წლების განმავლობაში უფრო რთული იყო სამშობლოში თავისუფლად სუნთქვა ვიდრე ახლა. თუმცა როდესაც ადამიანის ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი მომენტი, ვფიქრობ მისი კეთილი საქმეებით განცდილი სიხარული მინიმუმ კეთილი სიტყვებით უნდა დაუბრუნდეს განსაცდელის ჟამს! მიხარია, რომ შენს შემთხვევაში ეს ასეც ხდება! მინდა რომ ეს განსაცდელი ისევ და ისევ საკუთარი სულიერი სრულყოფისთვის გამოგადგეს, რადგან შენი მორწმუნეობიდან გამომდინარე ვიცი, რომ ზუსტად იცი რა შემთხვევაში უშვებს უფალი თავის მძიმე ჯვარს ადამიანზე!

ჩემო გიგი, მინდა დიდი მადლობა გითხრა, რომ წინა წლებში თითქმის ერთადერთი იყავი მთელს შენს პოლიტიკურ გუნდში, ვისგანაც ვგრძნობდი პატივისცემას და სიყვარულს. დიდი მადლობა რომ ისეთი გუნდი გყავდა მერიაში (ლალიკო, მამუკა, ფატი, ნეკა, შოთიკო), რომლებთან თანამშრომლობა ერთი სიამოვნება იყო და არის ყველასთვის, ვინც თბილისში შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. დიდი მადლობა, რომ აგრეთვე შენი გუნდის მრავალი წევრისგან კარდინალური განსხვავებით ერთი წუთით არ მიგიტოვებია უფროსი თაობა, ამიტომ უყვარხარ და გგულშემატკივრობენ ჩვენი მხცოვანი კომპოზიტორები, მსახიობები, მწერლები. დიდი მადლობა, რომ ერთადერთი იყავი შენს ლელასთან ერთად, ვინც შენი პოლიტიკური გუნდისადმი კრიტიკული განწყობის გამო გარიყული და აკრძალული ნატო მეტონიძის გულშემატკივრობა არც ერთი წუთით შეგიწყვეტია და პირველი იყავი ვინც შენი კოლეგების მიერ "ერის მოღალატედ" გამოცხადებულ პაატა ბურჭულაძეს ხელი გაუწოდე და გულნატკენი ხელოვანი ხელახლა შემოაბრუნე სამშობლოსაკენ. დიდი მადლობა, რომ ელისო ვირსალაძის ფესტივალის აღდგენა ჩაიდე თავში და ყველაფერი გააკეთე ამისათვის. დიდი მადლობა, რომ საოცარი თეატრალური ფესტივალი დააარსე და ჭოლას და ეკა მაზმიშვილს ჩააბარე, თუმცა რა თქმა უნდა არ იყო სწორი ქეთი დოლიძის ისტორიული ფესტივალის დახურვა, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ძნელია ყველასთვის შეძლო თანაბრად კარგის კეთება, მუდმივ მოქმედებას შეცდომები ახლავს. დიდი მადლობა, რომ ყოველ თბილისობაზე უბრალო პოპ მუსიკის კონცერტს კი არ გეგმავდი, არამედ ერთობლივად საათობით ვსხდებოდით და ვმსჯელობდით ფართო საზოგადოების გემოვნების ამაღლებისათვის რა რეპერტუარი ყოფილიყო უპრიანი. სწორედ შენი პროექტების დამსახურებით მომიწია დიდი ქართველი კლასიკოსების ათობით შესანიშნავი და ზოგჯერ მივიწყებული სიმღერის გაორკესტრება და შესრულება. შენი სურვილი იყო სიმფონიური ორკესტრი გამხდარიყო სახალხო და ამისათვის ქალაქის დღესასწაულებზე მათთვის ჰონორარსაც არ იშურებდი, რაც იმ წლებში ერთადერთი დამატებითი შემოსავლის წყარო იყო ყველაზე დაბალ-ანაზღაურებადი ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებისათვის. საყვედურიც გეკუთვნის, ყველას გვქონდა იმედი, რომ ჩვენს ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საკონცერტო დარბაზს მიხედავდი, მით უფრო, რომ ლიანა ისაკაძის და ჩვენი ორკესტრის კონცერტის დასასრულს საჯაროდ დაპირდი ყველას, მაშინ ხომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი იწყებოდა, თუმცა სამწუხაროდ ისევ იმ დღეში ვართ ახლა, შეიძლება უარესშიც კი, დარბაზი დაიხურა სიცოცხლისათვის საშიში პირობების გამო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი მთავრობა მომეხმარება და ქუჩაში არ დატოვებს 90 წლიანი ისტორიის მქონე კოლექტივს, პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა კიდეც, თუმცა არ შემიძლია არ გითხრა კიდევ ერთი მადლობა იმის გამო, რომ შენი მერობის დროს თბილისის მერია იყო ერთადერთი უწყება, რომელიც ჩვენი მუსიკალური ცენტრის პროექტებს აფინანსებდა. ჯერ მარტო საოცარი საგუნდო ფესტივალი და ნიჭიერ ბავშვთა დათვალიერება-კონკურსები რად ღირს, რამდენი შესანიშნავი კონცერტი ჩატარდა და ტარდება დღესაც. რამდენ რამეს ვერ ვიხსენებ, სუხიშვილები და ჩვენი ორკესტრის პროექტი გახსოვს? რა მაგარი გამოვიდა… ფილარმონიაში რამდენი კომპოზიტორის საავტორო საღამო გაკეთდა მერიის ხელშეწყობით… მაცაცო, ნუნუ, მარიკა, ბიძინა, ვაჟა… ნანი ბრეგვაძის განუმეორებელი ბენეფისი… და როკისა და ალტერნატივის ქართველი მომღერლების პროექტი ჩვენს ორკესტრთან ერთად რა მაგარი იყო შუშის ხიდის ქვეშ, ზედ სანაპიროზე…

ხოდა ჩემო მეგობარო, მინდა გისურვო მხნეობა, სიმტკიცე და სიძლიერე, სინანული და სიხარული, ჯანმრთელობა და დროული დაბრუნება. ვიცი, რომ აპირებდი ჩვენი ჩელოს ფესტივალის დახურვაზე მოსვლას და დედაჩემისადმი მიძღვნილი ჩემი სიმფონიური ნაწარმოების მოსმენას, მაგრამ ვერ მოახერხე. ნეტა შეიძლებოდეს მუსიკის შემოგზავნა, სიამოვნებით მოგაწვდიდი ჩანაწერს.

ხვალიდან ატყდება ერთი ამბავი, ჟურნალისტები გადაწერენ ჩემს სტატუსს, ფორუმებში შეურაცმყოფელ კომენტარებს მომიძღვნიან, ფეისბუქში აზრები ორად გაიყოფა, ვიღაც პოლიტიკურ კონიუქტურად ჩამითვლის, ვიღაც ძველი დროის ნოსტალგიად, მერე ჩემს გარშემო მეგობრებს შეეშინდებათ რამე არ დამიშავდეს, უფროსწორედ ჩემზე ისე არ განაწყენდეს ხელისუფლება, რომ ამან ორკესტრსა და ცენტრის გეგმებზე უარყოფითად არ იმოქმედოს. რაღა დაგიმალო და მეც ვნერვიულობ. არ მინდა, რომ ჩემი მოსაზრების გამო ვინმე დაისაჯოს, ვინმეს სრულყოფილ მოღვაწეობას, საქმიანობას საფრთხე შეექმნას. მსგავსი ალბათობა შენს დროშიც უხვად იყო და შესაძლოა ახლაც არის, თუმცა ბედნიერი ვიქნები, თუ კი ყველა მორწმუნე გააცნობიერებს, რომ უფალი ადამიანს უდიდეს ცოდვას, მკვლელობასაც კი პატიობს გულწრფელი აღსარების და მონანიების შემთხვევაში. ხოდა ხომ შეიძლება ოდნავ მაინც მივისწრაფვოდეთ უფლის მსგავსებისკენ…

ჩემო გიგი გისურვებ ღვთის წყალობას!”, - წერს კომპოზიტორი.

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთშორისო აერპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. მას უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დასდეს ბრალი. 4 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს