"უკანალზე შალახოს დაკვრა უფლებების შელახვას არ ნიშნავს" - "უკანალის სკანდალის" გაგრძელება

"უკანალზე შალახოს დაკვრა უფლებების შელახვას არ ნიშნავს" - "უკანალის სკანდალის" გაგრძელება

ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასულ გადაცემას ბინა 18, საზოგადოების და ქალთა უფლებადამცველების აღშფოთება მოჰყვა. ხალხის და უფლებადამცველთა გაღიზიანება გადაცემაში ქალის სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტად გამოყენებამ გამოიწვია. წამყვანებმა გოგონების უკანალზე "აჭარული" დაუკრეს. გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი, შავი პრინცის ყოფილი ცოლი ბაბე იყო.

Ambebi.ge ბაბეს დაუკავშირდა:

- მიგაჩნიათ თუ არა, თქვენი სხეულის მუსიკალურ ინსტრუმენტად გამოყენება ქალთა უფლებების შელახვად?

- თავიდანვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და დავთანხმდი. ტამტამის როლში ვიყავი, არანაირი კომპლექსი არ მქონია. ეს იყო შოუ. უკანალზე შალახოს დაკვრა არ ნიშნავს უფლებების შელახვას, მით უმეტეს, საღადაო გადაცემა იყო.

Ambebi.ge  უფლებადამცველ თამარ გურჩიანსაც ესაუბრა, რომელიც ნანახით აღშფოთებულია.

- მხოლოდ ერთი ნაწილი ვნახე გადაცემის. არ მეგულება ადამიანი, ვინც ამის ნახვის მერე არ აღშფოთდებოდა. ალბათ, პროდუსერი კმაყოფილია, მაგრამ ხანმოკლე იქნება მისი კმაყოფილება. ყველამ უნდა გამოხატოს ამ საზიზღრობაზე მოსაზრება, როგორ შეიძლება ეს გადიოდეს ეთერში, რომელსაც აქვს მაუწყებლობის ლიცენზია. ეს იყო საზიზღრობა, უფლებების შელახვა რბილად ნათქვამია.

ასევე იხილეთ: "ეს რითია "ცოცხებით წამებაზე" უკეთესი?" - "დუდნულებზე" შესრულებულ აჭარულს "ფეისბუქში" მწვავე გამოხმაურება მოჰყვა

ქართველი გოგონების უკანალი დოლის სანაცვლოდ - შავი პრინცის ყოფილი ცოლის საჯდომზე "აჭარული" შეასრულეს

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება