პალესტინელმა რადიკალებმა თელ-ავივის მიმართულებით პირველი რაკეტა ისროლეს

პალესტინელმა რადიკალებმა თელ-ავივის მიმართულებით პირველი რაკეტა ისროლეს

პალესტინელმა რადიკალებმა თელ-ავივის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელის პოლიციაში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ეს თელ-ავივზე დარტყმის პირველი შემთხვევაა ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყების მომენტიდან. ცოტა ხნის წინ თელ-ავივში საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც ქალაქში სროლების ხმა ისმოდა.

ამასთან დღეს, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, მათ ღაზას სექტორში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის ჩატარებისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა