ბათუმში ოჯახს, რომელსაც 8 წელი შვილი არ ჰყავდა, ოთხი ტყუპი გაუჩნდა

ბათუმში ოჯახს, რომელსაც 8 წელი შვილი არ ჰყავდა, ოთხი ტყუპი გაუჩნდა

ბათუმში ოთხი ტყუპი დაიბადა. როგორც სამედიცინო ცენტრ "მედინას" დირექტორმა ჯუმბერ უნგიაძემ Ambebi.ge განუცხადა, ბავშვები საკეისრო კვეთის გზით დაიბადნენ და როგორც ბავშვების ასევე, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მისივე განმარტებით, ოთხი ახალშობილიდან სამი გოგოა და ერთი ბიჭი.

"ოთხი ტყუპი გუშინ დაიბადა საკეისრო კვეთის გზით. ვინაიდან დედის მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო და მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საშიშროება, ამიტომ გაკეთდა საკეისრო კვეთა. დღესდღეობით დედა ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება, ჩვილები კი ახალშობილთა რეანიმაციაში. ჯერჯერობით მძიმეა სიტუაცია, მაგრამ სტაბილური. ჩვილები იწონიან 600-დან 900 გრამამდე, მათგან სამი გოგოა და ერთი ბიჭი", - აღნიშნა ჯუმბერ უნგიაძემ.

მისივე განმარტებით, ჩვილები სულ მცირე 7 კვირის განმავლობაში საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნას და ექიმების მეთვალყურეობას.

ოთხი ტყუპი ოტოვაძეების ოჯახს შეეძინა. მათ რვა წლის განმავლობაში არ ჰყავდათ შვილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია