შავი ღვინო, შოთი და ბაბუს შესანდობარი პირდაპირ ეთერში - რა მოხდა აქუბარდიას გადაცემაში

შავი ღვინო, შოთი და ბაბუს შესანდობარი პირდაპირ ეთერში - რა მოხდა აქუბარდიას გადაცემაში

ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში დავით აქუბარდიას გადაცემაში მიწვეულმა ვახტანგ რჩეულიშვილმა სტუდიაში საკუთარი, ნაფარეულის ვენახებიდან ღვინო მიიტანა, რომლითაც გადაცემის წამყვანთან და სტუმართან - პეტრე მამრაძესთან ერთად, ედუარდ შევარდნაძის შესანდობარი დალია.

"ეს არის ჩემი დაწურული სახლის ღვინო, ჩვენ გვაქვს ნაფარეულში 5 ჰექტარი... ეს არის ის შოთის პური, რომლის გარეშე კახეთი არ იქნებოდა...

რატომ არ შეიძლება, რომ ედუარდ შევარდნაძის მოსაგონარი დავლიოთ; ის დიდი ქართველი იყო და სხვაა, ვის მოსწონს და ვის - არა.

დიდება უფალს, ნათელში ამყოფოს უფალმა...", - ამის შემდეგ ღვინის ჭიქა მოსვა, შემდეგ პური ჩააწო ჭიქაში და პეტრე მამრაძესთან "გადავიდა ალავერდს"...

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა