სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს
ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი ხელ­წე­რი­ლით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ სამ პირს - კონ­სტან­ტი­ნე გა­ბაშ­ვილს, გოჩა დარ­ჯა­ნი­ა­სა და და­ვით გო­გო­ხი­ას, ისი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას და პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას გუ­ლის­ხმობს და ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა გიგი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მოჰ­ყვა. გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ საქ­მის ოთხი პრო­კუ­რო­რი სა­სა­მარ­თლო­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დაც­ვით გა­იყ­ვა­ნეს. პრო­კუ­რო­რებს უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი შე­ძა­ხი­ლე­ბით და­ე­დევ­ნენ. ინ­ცი­დენ­ტში სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აც ჩა­ე­რია. სწო­რედ ამ ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გიგი უგუ­ლა­ვას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. საქ­მე მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი გო­გი­ნაშ­ვილ­მა გა­ნი­ხი­ლა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს გიგი უგუ­ლა­ვა ეს­წრე­ბო­და. სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ უგუ­ლა­ვას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბი გიგა ბო­ი­კე­რია, გივი თარ­გა­მა­ძე, გი­ორ­გი ვა­შა­ძე და სხვ. სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში კი გიგი უგუ­ლა­ვას მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერს ბრა­ლი უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას­თან და მარ­ნე­უ­ლის ეპი­ზოდ­თან და­კავ­ში­რე­ბით წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უგუ­ლა­ვას ასე­ვე წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა გი­ორ­გი ღო­ნი­აშ­ვილ­თან და სხვა პი­რებ­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ი­სა და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის. და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ა" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, 25,362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 226-ე მუხ­ლით და 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა 3 ივ­ლისს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, კი­ევ­ში გამ­გზავ­რე­ბის წინ და­ა­კა­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ლევან ბეჟაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს - კონსტანტინე გაბაშვილს, გოჩა დარჯანიასა და დავით გოგოხიას, ისინი ჯერჯერობით საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში არიან მოთავსებული.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ საქმის ოთხი პროკურორი სასამართლოდან განსაკუთრებული დაცვით გაიყვანეს. პროკურორებს უგულავას მხარდამჭერები შეძახილებით დაედევნენ. ინციდენტში საქალაქო სასამართლოს ეზოში მობილიზებული საპატრულო პოლიციაც ჩაერია. სწორედ ამ ინციდენტის შედეგად დააკავეს აღნიშნული პირები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა განიხილა. სასამართლო პროცესს გიგი უგულავა ესწრებოდა. სასამართლო სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ უგულავას ოჯახის წევრები და თანაპარტიელები გიგა ბოიკერია, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე და სხვ. სასამართლოს ეზოში კი გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

თბილისის ყოფილი მერს ბრალი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასთან და მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, უგულავას ასევე წარედგინა ბრალდება გიორგი ღონიაშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ორგანიზებისთვის. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით, 25,362-ე მუხლის პირველი ნაწილით, 226-ე მუხლით და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ