რამდენი ადამიანი დააკავეს საქალაქო სასამართლოსთან - შს სამინისტროს პირველი ოფიციალური განცხადება

რამდენი ადამიანი დააკავეს საქალაქო სასამართლოსთან - შს სამინისტროს პირველი ოფიციალური განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტისას 4 პირის დაკავებას ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დაკავებულები არიან კონსტანტინე ვლადიმერის ძე გაბაშვილი, ლევან ჯუმბერის ძე ბეჟაშვილი, გოჩა ალექსანდრეს ძე დარჯანია და დავით რომანოზის ძე გოგოხია.

მისი განმარტებით, მათი დაკავება განხორციელდა ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ჯარიმას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის დაკავებულები მოთავსებული არიან საპატრულო პოლიციის საგამოძიებო განყოფილებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ