6 შვილის დედა, 46 წლის ლეისი უაილდი ოცნებობს, რომ მოზრდილ "ბარბი თოჯინას" დაემსგავსოს.
ბარბის იმიჯის შესაქმნელად ლეისის 36 პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა. ის ფლორიდაში ცხოვრობს და რეალითი შოუს ვარსკვლავია. თუმცა, მის გარეგნობაში ყველაზე დიდ ყურადღებას უზარმაზარი მკერდი იპყრობს. მარტო მკერდის გასაზრდელად 12 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. თუმცა, დღეს უკვე აცნობიერებს, რომ მისი მკერდის ფორმა სრულყოფილია და ახლა უკანალის მოცულობაზე ზრუნავს.
"ექიმები მეუბნებიან, რომ მივეკუთვნები იმ იშვიათი პაციენტების რიცხვს, რომლებსაც პლასტიკური ოპერაციები აკვიატებული აქვთ. ჩემი მიზანია, თოჯინა ბარბის დავემსგავსო. რისთვის გავიკეთე 12 ოპერაცია მხოლოდ მკერდზე? - მინდა მსოფლიოში 6 ყველაზე დიდმკერდა ქალთა რეიტინგის ლიდერი გავხდე", - ამბობს ის.
მომზადებულია mirror.co.uk-ის მიხედვით.