სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კახა კინწურაშვილი მამობისთვის ემზადება
კახა კინწურაშვილი მამობისთვის ემზადება

მსა­ხი­ო­ბი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლის მო­ლო­დინ­შია: უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მამა გახ­დე­ბა. და­ეს­წრე­ბა თუ არა შვი­ლის და­ბა­დე­ბას, რას ამ­ბო­ბენ მას­ზე, რა მოს­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ თავ­ში და რას არ გა­ა­კე­თებ­და არა­ნა­ი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1984 წლის 13 ოქ­ტომ­ბე­რი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. 5 წლის ვი­ყა­ვი, როცა მშობ­ლებ­მა დრამ-წრე­ზე შე­მიყ­ვა­ნეს. სცე­ნა­ზე რომ დავ­დე­ქი და ეს ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო შე­ვიგ­რძე­ნი, მას შემ­დეგ სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია. აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ბევრ წრე­ზე დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი ხა­ლი­სით სცე­ნა­ზე გავ­დი­ო­დი. უბ­რა­ლოდ, მა­შინ ეს საქ­მე გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი მე­გო­ნა, ვიდ­რე არის.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...კინ­წუ­რა რამ­დენს მუ­შა­ობ­სო (იცი­ნის)! არას­დროს გა­მი­გო­ნია, ჩემ­ზე ვინ­მეს ცუდი ეთ­ქვას და ეს ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. ადა­მი­ა­ნე­ბი მიყ­ვარს და ვცდი­ლობ, ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას­თვის კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს. ალ­ბათ ამი­ტომ ამ­ბო­ბენ, კარ­გი ადა­მი­ა­ნი­აო. მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა: ვი­ღა­ცას ჩემ­ზე უთ­ქვამს, კახა არ "მე­ვა­სე­ბაო". ვინც ეს მი­თხრა, იმ ადა­მი­ანს ვთხო­ვე: ის კაცი გა­მა­ცა­ნი-მეთ­ქი. გაც­ნო­ბის შემ­დეგ პირ­და­პირ ვკი­თხე: კი, მაგ­რამ რა­ტომ არ "გე­ვა­სე­ბი"-მეთ­ქი? პა­სუ­ხის ნაც­ვლად, ბო­დი­ში მო­მი­ხა­და.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...შე­მიძ­ლია, კარ­გი მე­გო­ბა­რი ვიყო.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ცო­ტა­თი ზარ­მა­ცი ვარ. ზოგ­ჯერ მაქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ბო­ლომ­დე არ ვი­ხარ­ჯე­ბი, რად­გან საქ­მე­ე­ბის სა­მო­მავ­ლოდ გა­და­დე­ბა მჩვე­ვია. ჰოდა, ში­ნა­გა­ნად ამ თვი­სე­ბას სულ ვებ­რძვი. სა­კუ­თარ თავ­თან და­დე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა რთუ­ლია.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...თენ­გიზ ბი­ბი­ლურს, ლილი იო­სე­ლი­ანს და ამი­რან ამი­რა­ნაშ­ვილს. ამ ადა­მი­ა­ნებ­მა "სიღ­რმე­ში" შე­მიყ­ვა­ნეს და პრო­ფე­სი­ი­სად­მი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შთა­მა­გო­ნეს, მას­წავ­ლეს... გა­მოც­დებს რომ ვა­ბა­რებ­დი, პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი და ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი, თან - ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი. გა­მოც­დე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად მახ­სოვს მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ისე და­მე­ლა­პა­რა­კა, ისე მო­მექ­ცა, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბა მო­მეხ­სნა, რაც გა­მოც­დებ­ზე ჩემი წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა...

- ...სახ­ლში ვბრუნ­დე­ბი, მხვდე­ბა მზი­კა და თა­ნაც - ორ­სუ­ლი. ექიმ­თან ახ­ლა­ხან ვი­ყა­ვით და ივ­ლი­სის პირ­ველ რი­ცხვებ­ში ვაჟს ვე­ლო­დე­ბით. სა­ხე­ლად იო­ა­ნე შე­ვურ­ჩი­ეთ. რომ გი­თხრა, ბო­ლომ­დე ვაც­ნო­ბი­ე­რებ იმას, რაც მალე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებ. მე და მზი­კა დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობთ, ადა­მი­ა­ნი უნდა აღვზარ­დოთ და რაც მთა­ვა­რია, ისე უნდა აღვზარ­დოთ, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხში აბ­სო­ლუ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქონ­დეს. შვი­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას ჩემი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე არ ავა­გებ. რო­გორც კი გვი­თხრეს, - ბი­ჭი­აო, ყვე­ლა სა­ხე­ლი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მომ­წონ­და, უფე­რუ­ლი გახ­და. დიდ­ხანს ვი­ფიქ­რეთ, - რა უნდა და­ვარ­ქვათ პა­ტა­რა­სო? ვე­რა­ფე­რი შე­ვარ­ჩი­ეთ. ერთ დღეს სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გო­ნე­ბა­ში სა­ხე­ლი იო­ა­ნე ამო­ტივ­ტივ­და. - მოგ­წონს-მეთ­ქი? - ვკი­თხე მზი­კას. - ძა­ლი­ან მომ­წონ­სო. აი, ასე შე­ვურ­ჩი­ეთ სა­ხე­ლი.

- შვი­ლის და­ბა­დე­ბას...

- ...აუ­ცი­ლებ­ლად და­ვეს­წრე­ბი.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ამა­ზე ბევ­რი მი­ფიქ­რია... ადა­მი­ა­ნი ხომ მარ­ტო იბა­დე­ბა და მარ­ტო კვდე­ბა? ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნის სულ­ში თუ გულ­ში არ­სე­ბობს ად­გი­ლი, სა­დაც თუ ვინ­მემ შე­მო­აღ­წია, ჩა­მოგ­ძა­ხა, მერე იმ ძა­ხი­ლის ექო შენს თა­ნამ­დე­ვად იქ­ცე­ვა და სწო­რედ ეგ არის სიყ­ვა­რუ­ლი. გიყ­ვარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც შენს მარ­ტო­ო­ბამ­დე მო­აღ­წევს.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...მჯე­რა, ამ ქვე­ყა­ნა­ში სიმ­შვი­დე იქ­ნე­ბა. გან­წყო­ბა, რომ "ქარ­თვე­ლებს არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა", წარ­სულ­ში დავ­ტო­ვე. ადა­მი­ანს ხომ შე­უძ­ლია თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლოს? ჰოდა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც შე­უძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოს, უფრო მე­ტად გა­ნა­ვი­თა­როს.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...კარგ რე­ჟი­სორ­თან ერ­თად და კარ­გი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ფილმზე ვმუ­შა­ობ­დე. რო­გორ პერ­სო­ნაჟს გან­ვა­სა­ხი­ე­რებ­დი? რო­მე­ლიც იბ­რძვის, რო­მელ­საც სტკი­ვა, რო­მელ­საც უყ­ვარს...

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვა­ა­ნა­ლი­ზებ, აღი­ა­რე­ბა არ მი­ჭირს. სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მე­ბი არ და­მიშ­ვია. ტყუ­ი­ლი მით­ქვამს, მაგ­რამ არა - ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვით. ჩემი საქ­ცი­ე­ლით არას­დროს არა­ვინ გა­მიმ­წა­რე­ბია. შეც­დო­მებ­ზე ბევ­რი რამ მის­წავ­ლია. ცხვი­რის წა­ტე­ხის გე­მოც ვიცი და ვფიქ­რობ, რომ არა ეს, ძლი­ე­რი ვერც ვიქ­ნე­ბო­დი.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...პა­სუ­ხის სწრა­ფად გა­ცე­მას მთხო­ვენ; არას­დროს მი­ვი­ღებ ისეთ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სა­დაც ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აფა­სე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა, ასეთ დროს ვერ ვუ­პა­სუ­ხო კი­თხვას: რამ­დე­ნია 2+2? და ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო ვიყო. ჩემს ამ თვი­სე­ბას ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა. ბავ­შვო­ბა­ში სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად ად­გო­მაც მი­ჭირ­და, მაგ­რამ როცა მაქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ დი­ლის გა­და­ცე­მა უნდა წა­ვიყ­ვა­ნო, გამ­თე­ნი­ი­სას, 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბი, 7-ზე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვარ და თავს ვამ­ზა­დებ იმის­თვის, რომ კარგ გან­წყო­ბა­ზე ვიყო. თე­ატ­რში ისე­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა რომ მქონ­დეს, რომ­ლი­თაც ოჯა­ხის რჩე­ნას შევ­ძლებ­დი, და­მი­ჯე­რე, სხვა სამ­სა­ხურ­ზე არც ვი­ფიქ­რებ­დი.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...გარ­შე­მო მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბით. ამ ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი მი­პო­ვია.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...ჩოგ­ბურ­თე­ლი. ოჯახ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე წელი ყა­ზა­ხეთ­ში ვცხოვ­რობ­დი. მა­მას მე­გო­ბარს სკო­ლა ჰქონ­და, სა­დაც ჩოგ­ბურთზე დავ­დი­ო­დი. მა­მამ ეკი­პი­რე­ბა მი­ყი­და. სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბამ ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა. როცა ჩემი ოჯა­ხის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი დად­გა, მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­მას სთხო­ვა, - იქ­ნებ ეს ბავ­შვი დრო­ე­ბით მა­ინც და­მი­ტო­ვოთ, კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს და მე­ნა­ნე­ბაო. მაგ­რამ აბა, სად დამ­ტო­ვებ­დნენ? სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­თან ერ­თად დავ­ბრუნ­დი.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...ვარ­ჯი­შის­თვის თა­ვის მო­უბ­მე­ლო­ბაა.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვვარ­დე­ბი და ასეთ დროს შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რიც მო­ვეჩ­ვე­ნო. მირ­ჩევ­ნია, ახ­ლობ­ლის­გან გა­ვი­გო, - ამან და ამან შე­გა­ქოო.

- მე­ში­ნია...

- ...ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვის.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ბევ­რჯერ წავ­სულ­ვარ, მაგ­რამ მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ ფრთხი­ლი ვარ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით უფრო ხში­რად ვი­ღებ, ვიდ­რე - გო­ნე­ბით. ცუ­დია, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თა­მა­ში შე­იყ­ვა­რეს. ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ერ­თმა­ნეთ­თან თა­მა­შობს, მე ყვე­ლა "ხოდს" ვხვდე­ბი, ვგრძნობ, ამი­ტომ თი­თო­ე­ულს ვე­უბ­ნე­ბი: "ნუ მე­თა­მა­შე­ბით!" სი­ყალ­ბე არ მიყ­ვარს, მძა­ბავს. ამას გულ­წრფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მირ­ჩევ­ნია.

- არ მჩვე­ვია...

- ...ქუ­ჩის, ბუ­ნე­ბის და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბა და მი­ხა­რია, რომ ეს თვი­სე­ბა მაქვს. ვღი­ზი­ან­დე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბის მოწ­მე ვხდე­ბი.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...ხე­ლოვ­ნე­ბის კომ­პლექსს გავ­ხსნი­დი. დიდ ტე­რი­ტო­რი­ას შე­ვი­ძენ­დი, სა­დაც ავა­შე­ნებ­დი პა­ვი­ლი­ო­ნებს, სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზებს, მო­ვა­წყობ­დი ვე­ლო­სი­პე­დით სა­სე­ირ­ნო ბი­ლი­კებს, იქ­ნე­ბო­და პა­ტა­რა ტბა, მუ­სი­კო­სე­ბის­თვის - კლუ­ბე­ბი და კარ­გი აპა­რა­ტუ­რა. ეს ყვე­ლა­ფე­რი დღე­ვან­დელ თბი­ლისს ძა­ლი­ან აკ­ლია. ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა გა­მოჩ­ნდა და მათ გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემ­დი.

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს, წა­ვი­დე პო­ლი­ტი­კა­ში. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ მიყ­ვა­რან. პი­როვ­ნუ­ლად არა­ვის ვე­ხე­ბი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კა ცუდი თა­მა­შია. რომ წა­ი­კი­თხა­ვენ, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს ეწყი­ნოს, მაგ­რამ მა­ინც ვი­ტყვი: ვერ ვხვდე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში რა­ტომ მი­დი­ან? ზო­გი­ერთს გულ­წრფე­ლად სჯე­რა, რომ რა­ღა­ცას შეც­ვლის. თე­ატ­რის სცე­ნა დიდი ტრი­ბუ­ნაა და თუ ცვლი­ლე­ბის სურ­ვი­ლი გაქვს, სცე­ნი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა იბ­რძო­ლო.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ...სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია. ადა­მი­ა­ნის იმით გან­სჯა, თუ "ვი­სის­ტია", აბ­სურ­დია. ყვე­ლა­ნი პო­ლი­ტი­კით ნუ ვიქ­ნე­ბით შე­პყრო­ბი­ლე­ბი. ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი საქ­მე ვა­კე­თოთ და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კახა კინწურაშვილი მამობისთვის ემზადება

კახა კინწურაშვილი მამობისთვის ემზადება

მსახიობი კახა კინწურაშვილი სასიამოვნო სიახლის მოლოდინშია: უახლოეს დღეებში მამა გახდება. დაესწრება თუ არა შვილის დაბადებას, რას ამბობენ მასზე, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ თავში და რას არ გააკეთებდა არანაირი თანხის სანაცვლოდ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 13 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. 5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა დრამ-წრეზე შემიყვანეს. სცენაზე რომ დავდექი და ეს ჯადოსნური სამყარო შევიგრძენი, მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. აქტიური ბავშვი ვიყავი და ბევრ წრეზე დავდიოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ხალისით სცენაზე გავდიოდი. უბრალოდ, მაშინ ეს საქმე გაცილებით მარტივი მეგონა, ვიდრე არის.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კინწურა რამდენს მუშაობსო (იცინის)! არასდროს გამიგონია, ჩემზე ვინმეს ცუდი ეთქვას და ეს ძალიან მსიამოვნებს. ადამიანები მიყვარს და ვცდილობ, ჩემთან ურთიერთობა ყველასთვის კომფორტული იყოს. ალბათ ამიტომ ამბობენ, კარგი ადამიანიაო. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება: ვიღაცას ჩემზე უთქვამს, კახა არ "მევასებაო". ვინც ეს მითხრა, იმ ადამიანს ვთხოვე: ის კაცი გამაცანი-მეთქი. გაცნობის შემდეგ პირდაპირ ვკითხე: კი, მაგრამ რატომ არ "გევასები"-მეთქი? პასუხის ნაცვლად, ბოდიში მომიხადა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შემიძლია, კარგი მეგობარი ვიყო.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი ზარმაცი ვარ. ზოგჯერ მაქვს შეგრძნება, რომ ბოლომდე არ ვიხარჯები, რადგან საქმეების სამომავლოდ გადადება მჩვევია. ჰოდა, შინაგანად ამ თვისებას სულ ვებრძვი. საკუთარ თავთან დადებული პირობების შესრულება რთულია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...თენგიზ ბიბილურს, ლილი იოსელიანს და ამირან ამირანაშვილს. ამ ადამიანებმა "სიღრმეში" შემიყვანეს და პროფესიისადმი პასუხისმგებლობა შთამაგონეს, მასწავლეს... გამოცდებს რომ ვაბარებდი, პატარა ბიჭი ვიყავი და ბევრი არაფერი ვიცოდი, თან - ძალიან ვღელავდი. გამოცდებიდან გამორჩეულად მახსოვს მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ისე დამელაპარაკა, ისე მომექცა, რომ ნერვიულობა მომეხსნა, რაც გამოცდებზე ჩემი წარმატების საფუძველი გახდა.

- ბედნიერი ვარ, როცა...

- ...სახლში ვბრუნდები, მხვდება მზიკა და თანაც - ორსული. ექიმთან ახლახან ვიყავით და ივლისის პირველ რიცხვებში ვაჟს ველოდებით. სახელად იოანე შევურჩიეთ. რომ გითხრა, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რაც მალე ჩემს ცხოვრებაში მოხდება-მეთქი, მოგატყუებ. მე და მზიკა დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ადამიანი უნდა აღვზარდოთ და რაც მთავარია, ისე უნდა აღვზარდოთ, რომ ნებისმიერ საკითხში აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდეს. შვილის პიროვნულ განვითარებას ჩემი შეცდომების გამოსწორებაზე არ ავაგებ. როგორც კი გვითხრეს, - ბიჭიაო, ყველა სახელი, რომელიც მანამდე მომწონდა, უფერული გახდა. დიდხანს ვიფიქრეთ, - რა უნდა დავარქვათ პატარასო? ვერაფერი შევარჩიეთ. ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად, გონებაში სახელი იოანე ამოტივტივდა. - მოგწონს-მეთქი? - ვკითხე მზიკას. - ძალიან მომწონსო. აი, ასე შევურჩიეთ სახელი.

- შვილის დაბადებას...

- ...აუცილებლად დავესწრები.

- სიყვარული ეს...

- ...ამაზე ბევრი მიფიქრია... ადამიანი ხომ მარტო იბადება და მარტო კვდება? ნებისმიერი ჩვენგანის სულში თუ გულში არსებობს ადგილი, სადაც თუ ვინმემ შემოაღწია, ჩამოგძახა, მერე იმ ძახილის ექო შენს თანამდევად იქცევა და სწორედ ეგ არის სიყვარული. გიყვარდება ადამიანი, რომელიც შენს მარტოობამდე მოაღწევს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მჯერა, ამ ქვეყანაში სიმშვიდე იქნება. განწყობა, რომ "ქართველებს არაფერი გვეშველება", წარსულში დავტოვე. ადამიანს ხომ შეუძლია თავისი ცხოვრება შეცვალოს? ჰოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებასაც შეუძლია, ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს, უფრო მეტად განავითაროს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...კარგ რეჟისორთან ერთად და კარგი სცენარის მიხედვით ფილმზე ვმუშაობდე. როგორ პერსონაჟს განვასახიერებდი? რომელიც იბრძვის, რომელსაც სტკივა, რომელსაც უყვარს...

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაანალიზებ, აღიარება არ მიჭირს. საბედისწერო შეცდომები არ დამიშვია. ტყუილი მითქვამს, მაგრამ არა - ბოროტი განზრახვით. ჩემი საქციელით არასდროს არავინ გამიმწარებია. შეცდომებზე ბევრი რამ მისწავლია. ცხვირის წატეხის გემოც ვიცი და ვფიქრობ, რომ არა ეს, ძლიერი ვერც ვიქნებოდი.

- ვიბნევი, როცა...

- ...პასუხის სწრაფად გაცემას მთხოვენ; არასდროს მივიღებ ისეთ გადაცემაში მონაწილეობას, სადაც ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აფასებენ. შეიძლება, ასეთ დროს ვერ ვუპასუხო კითხვას: რამდენია 2+2? და ძალიან სასაცილო ვიყო. ჩემს ამ თვისებას ვერაფერი მოვუხერხე.

- მეზარება...

- ...დილით ადრე გაღვიძება. ბავშვობაში სკოლაში წასასვლელად ადგომაც მიჭირდა, მაგრამ როცა მაქვს ვალდებულება, რომ დილის გადაცემა უნდა წავიყვანო, გამთენიისას, 6 საათზე ვდგები, 7-ზე ტელევიზიაში ვარ და თავს ვამზადებ იმისთვის, რომ კარგ განწყობაზე ვიყო. თეატრში ისეთი ანაზღაურება რომ მქონდეს, რომლითაც ოჯახის რჩენას შევძლებდი, დამიჯერე, სხვა სამსახურზე არც ვიფიქრებდი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...გარშემო მყოფი ადამიანებით. ამ ცხოვრებაში ადამიანებზე საინტერესო არაფერი მიპოვია.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...ჩოგბურთელი. ოჯახთან ერთად რამდენიმე წელი ყაზახეთში ვცხოვრობდი. მამას მეგობარს სკოლა ჰქონდა, სადაც ჩოგბურთზე დავდიოდი. მამამ ეკიპირება მიყიდა. სპორტის ამ სახეობამ ძალიან გამიტაცა. როცა ჩემი ოჯახის საქართველოში დაბრუნების საკითხი დადგა, მასწავლებელმა მამას სთხოვა, - იქნებ ეს ბავშვი დროებით მაინც დამიტოვოთ, კარგი მონაცემები აქვს და მენანებაო. მაგრამ აბა, სად დამტოვებდნენ? საქართველოში ოჯახთან ერთად დავბრუნდი.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ვარჯიშისთვის თავის მოუბმელობაა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები და ასეთ დროს შეიძლება, ვინმეს არაადეკვატურიც მოვეჩვენო. მირჩევნია, ახლობლისგან გავიგო, - ამან და ამან შეგაქოო.

- მეშინია...

- ...ახლობელი ადამიანების დაკარგვის.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ბევრჯერ წავსულვარ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ფრთხილი ვარ. გადაწყვეტილებას ინტუიციაზე დაყრდნობით უფრო ხშირად ვიღებ, ვიდრე - გონებით. ცუდია, რომ ადამიანებმა თამაში შეიყვარეს. ადამიანების უმრავლესობა ერთმანეთთან თამაშობს, მე ყველა "ხოდს" ვხვდები, ვგრძნობ, ამიტომ თითოეულს ვეუბნები: "ნუ მეთამაშებით!" სიყალბე არ მიყვარს, მძაბავს. ამას გულწრფელი ურთიერთობა მირჩევნია.

- არ მჩვევია...

- ...ქუჩის, ბუნების დანაგვიანება და მიხარია, რომ ეს თვისება მაქვს. ვღიზიანდები, როცა ადამიანების დაუდევრობის მოწმე ვხდები.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ხელოვნების კომპლექსს გავხსნიდი. დიდ ტერიტორიას შევიძენდი, სადაც ავაშენებდი პავილიონებს, საგამოფენო დარბაზებს, მოვაწყობდი ველოსიპედით სასეირნო ბილიკებს, იქნებოდა პატარა ტბა, მუსიკოსებისთვის - კლუბები და კარგი აპარატურა. ეს ყველაფერი დღევანდელ თბილისს ძალიან აკლია. ბევრი საინტერესო და ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდა და მათ განვითარების შესაძლებლობას მივცემდი.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერავინ მაიძულებს, წავიდე პოლიტიკაში. პოლიტიკოსები არ მიყვარან. პიროვნულად არავის ვეხები, მაგრამ პოლიტიკა ცუდი თამაშია. რომ წაიკითხავენ, შეიძლება ბევრს ეწყინოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: ვერ ვხვდები, ხელოვანები პოლიტიკაში რატომ მიდიან? ზოგიერთს გულწრფელად სჯერა, რომ რაღაცას შეცვლის. თეატრის სცენა დიდი ტრიბუნაა და თუ ცვლილების სურვილი გაქვს, სცენიდანაც შეიძლება იბრძოლო.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...საზოგადოება ძალიან პოლიტიზირებულია. ადამიანის იმით განსჯა, თუ "ვისისტია", აბსურდია. ყველანი პოლიტიკით ნუ ვიქნებით შეპყრობილები. ყველამ საკუთარი საქმე ვაკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება