სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოს საგარეო უწყება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან ერაყის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს
საქართველოს საგარეო უწყება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან ერაყის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის­ტუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მხრი­დან ერა­ყის ქა­ლა­ქებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ თავ­დას­ხმებს და ამ პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს გმობს და აცხა­დებს, რომ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, იმე­დი აქვთ, რომ ერა­ყის მთავ­რო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა წეს­რი­გის აღ­დგე­ნას და ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფას შეძ­ლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ რუ­ქას, სა­გა­რეო უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ "მისი რე­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა და­უდ­გე­ნე­ლია, ძა­ლი­ან არა­რე­ა­ლის­ტუ­რი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი სცე­ნა­რია და მსგავ­სი სპე­კუ­ლა­ცი­ის აყო­ლა მი­უ­ღე­ბე­ლია".

"კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებთ, არა­ნა­ი­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ არ­სე­ბობს და ეს არის აბ­სურ­დუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის ფუნ­და­მენ­ტურ სა­ფუძ­ვლებს ან უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის რა­ი­მე ლო­გი­კას.

ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რია და მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს რე­გი­ო­ნუ­ლი აქ­ტო­რე­ბის და მთლი­ა­ნად სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მხრი­დან ტე­რო­რიზ­მის საფრ­თხის გა­სა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფად", - აცხა­დე­ბენ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა "ერა­ყი­სა და ლე­ვან­ტის ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­წი­ფოს" მიერ შექ­მნილ ერ­თი­ა­ნი ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს რუ­კა­ზე სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა. რუ­კა­ზე ასე­ვე მოხ­ვდა კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი - არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი, თურ­ქე­თი, ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა თით­ქმის ცენ­ტრა­ლურ აფ­რი­კამ­დე, აზი­ის დიდი ნა­წი­ლი, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ნა­წი­ლი, ბალ­კა­ნე­თი, ყი­რი­მი და ასე­ვე პი­რი­ნე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი.

ექ­სტრე­მის­ტე­ბის თქმით, ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველოს საგარეო უწყება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან ერაყის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს

საქართველოს საგარეო უწყება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან ერაყის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს გმობს

საქართველოს საგარეო უწყება რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მხრიდან ერაყის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს და ამ პროცესში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ განვითარებულ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იმედი აქვთ, რომ ერაყის მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა წესრიგის აღდგენას და ტერორისტული საფრთხეების გაუვნებელყოფას შეძლებს.

რაც შეეხება გავრცელებულ რუქას, საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ "მისი რეალური წარმომავლობა დაუდგენელია, ძალიან არარეალისტური და არასერიოზული სცენარია და მსგავსი სპეკულაციის აყოლა მიუღებელია".

"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და ეს არის აბსურდული გეგმა, რომელიც ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებს ან უსაფრთხოების პოლიტიკის რაიმე ლოგიკას.

ამ ეტაპზე მთავარია და მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რეგიონული აქტორების და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ტერორიზმის საფრთხის გასაუვნებელყოფად", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელწიფოს" მიერ შექმნილ ერთიანი ისლამური სახელმწიფოს რუკაზე საქართველოც მოხვდა. რუკაზე ასევე მოხვდა კავკასიის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი - არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა თითქმის ცენტრალურ აფრიკამდე, აზიის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, ბალკანეთი, ყირიმი და ასევე პირინეის ნახევარკუნძული.

ექსტრემისტების თქმით, ერთიანი სახელმწიფო შარიათის კანონებზე იქნება დაფუძნებული.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა