სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
17 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც მალე მსოფლიო გაიცნობს - "მის ბიკინი 2014" არასრულწლოვანია (+11 ფოტო)
 17 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც მალე მსოფლიო გაიცნობს - "მის ბიკინი 2014" არასრულწლოვანია (+11 ფოტო)

"Miss Bikini Model world international" - ასე ჰქვია კონ­კურსს, რო­მე­ლიც ირაკ­ლი კახ­ნი­აშ­ვი­ლის და სა­ა­გენ­ტო "ირაკ­ლე­ო­ნის" ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და.

"მათ, ვი­საც ჩვენ­ში "მის ბი­კი­ნი" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით კონ­კურ­სი ად­რე­უ­ლი წლე­ბი­დან ახ­სოვს, ვე­ტყვით, რომ ეს ის არ არის. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა სა­ხელ­წო­დე­ბე­ბია", - ამ­ბობს კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ირაკ­ლი კახ­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- ჩვენს კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გო­გო­ნა 17 წლის მა­რი­ამ დო­ნა­ძეა (იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა), რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით წარ­დგე­ბა. ჩენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და siti news-იც, რო­მე­ლიც ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და.

- ე.ი. სა­ქარ­თვე­ლო­დან თქვენ და თქვე­ნი სა­ა­გენ­ტო ხართ მსოფ­ლის მას­შტა­ბით ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარმდგე­ნი, ხომ?

- დიახ. მე და­ვა­არ­სე სა­ა­გენ­ტო "ირაკ­ლე­ო­ნი" და ასე­ვე ვარ ამ კონ­კურ­სზე ამ ყვე­ლაფ­რის ლი­ცენ­ზო­რი. ამას­თან, მაქვს კი­დევ არა­ერ­თი ლი­ცენ­ზია, რომ­ლი­თაც გვაქვს უფ­ლე­ბა, სხვა კონ­კურ­სებ­საც წა­რუ­ძღვეთ. იმე­დი მაქვს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს კვარ­ტალ­ში ერთხელ ჩა­ვა­ტა­რებთ. 

- სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ამ სფე­როს­თვის ახა­ლი სახე ხართ.

- 15 წელი აქ არ ვი­ყა­ვი, ნიუ-იორკში ვმუ­შა­ობ­დი. პრო­ფე­სი­ით დი­ზა­ი­ნე­რი ვარ. მოდა, ფე­შე­ნი, ჩემ­თვის უცხო სფე­რო არ არის. ეს სამ­ყა­რო ყო­ველ­თვის მი­ტა­ცებ­და... გა­დავ­წყვი­ტე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა სა­ა­გენ­ტო "ირაკ­ლე­ო­ნი", ბრენ­დი, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ჰოლ­დინ­გი, მას­ში შევა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოც, რო­მელ­შიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ლა­მა­ზი გო­გო­ე­ბი, მო­ვა­წყობთ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებს. მოკ­ლედ, ბრენდში "ირაკ­ლე­ო­ნი" ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი...

- ხმა გავ­რცელ­და, რომ ამ კონ­კურ­სზე "ფლე­ი­ბო­ის" მო­დე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნე­ნო...

- კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც მე ჩა­ვა­ტა­რე, არც ერთი არ ყო­ფი­ლა "ფლე­ი­ბო­ი­დან".

- გო­გო­ნე­ბი თქვენს კონ­კურ­სში ქას­თინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­ვდნენ?

- ეს იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ქას­თინ­გი: აქ მო­ე­თხო­ვე­ბათ მი­ნი­მა­ლუ­რი სი­მაღ­ლე - 170 სან­ტი­მეტ­რი და უნდა იყ­ვნენ 17-დან 28 წლამ­დე. უფ­ლე­ბა არ გვაქვს, ჩვე­ნამ­დე მო­სულ გო­გო­ნას, რო­მე­ლი­მეს უარი ვუ­თხრათ. ის მო­დის, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და ყო­ველ­გვა­რი სა­ფა­სუ­რის გა­რე­შე ერ­თვე­ბა კონ­კურ­სში. ცდის სა­კუ­თარ თავს, ძა­ლებ­სა და ბედს... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მოვ­ლინ­დე­ბა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც. ამის­თვის კი მუ­შა­ობ­და და მო­მა­ვალ­შიც კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი იმუ­შა­ვებს...

- პა­რა­მეტ­რე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას არ გით­ქვამთ წონა...

- ჯერ იმას გე­ტყვით, რომ ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ი­სა თუ სფე­როს ადა­მი­ა­ნე­ბი: ზოგი მსა­ხი­ო­ბია, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ძვე­ლი მო­დე­ლი, დი­ზა­ი­ნე­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი და გო­გო­ნე­ბის შერ­ჩე­ვი­სას, ყვე­ლა თა­ვი­სი კუ­თხით უნდა მი­უდ­გეს. მოკ­ლედ, ამ სა­ერ­თო ხედ­ვით მი­ვე­დით და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით იმა­ზე, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და მა­რი­ამ დო­ნა­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა წო­ნას, 70 წო­ნი­ანს ვერ ვე­ტყვით, ვერ მი­გი­ღებ­თო, ამის უფ­ლე­ბა არ გვაქვს, მაგ­რამ შერ­ჩე­ვი­სას, რა თქმა უნდა, მი­ექ­ცე­ვა ამას ყუ­რა­დღე­ბა და მას ვერ ავირ­ჩევთ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი ფო­ტო­გა­ლე­რე­ა­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

17 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც მალე მსოფლიო გაიცნობს - "მის ბიკინი 2014" არასრულწლოვანია (+11 ფოტო)

 17 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც მალე მსოფლიო გაიცნობს - "მის ბიკინი 2014" არასრულწლოვანია (+11 ფოტო)

"Miss Bikini Model world international" - ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც ირაკლი კახნიაშვილის და სააგენტო "ირაკლეონის" ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

"მათ, ვისაც ჩვენში "მის ბიკინი" - ამ სახელწოდებით კონკურსი ადრეული წლებიდან ახსოვს, ვეტყვით, რომ ეს ის არ არის. აბსოლუტურად სხვადასხვა სახელწოდებებია", - ამბობს კონკურსის ორგანიზატორი ირაკლი კახნიაშვილი, რომელიც Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- ჩვენს კონკურსში გამარჯვებული გოგონა 17 წლის მარიამ დონაძეა (იხილეთ ფოტოგალერეა), რომელიც ჩინეთში მიემგზავრება, სადაც საქართველოს სახელით წარდგება. ჩენთან თანამშრომლობდა siti news-იც, რომელიც ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევდა.

- ე.ი. საქართველოდან თქვენ და თქვენი სააგენტო ხართ მსოფლის მასშტაბით ქართველი გოგონას ოფიციალური წარმდგენი, ხომ?

- დიახ. მე დავაარსე სააგენტო "ირაკლეონი" და ასევე ვარ ამ კონკურსზე ამ ყველაფრის ლიცენზორი. ამასთან, მაქვს კიდევ არაერთი ლიცენზია, რომლითაც გვაქვს უფლება, სხვა კონკურსებსაც წარუძღვეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს კვარტალში ერთხელ ჩავატარებთ. 

- საქართველოსთვის და ამ სფეროსთვის ახალი სახე ხართ.

- 15 წელი აქ არ ვიყავი, ნიუ-იორკში ვმუშაობდი. პროფესიით დიზაინერი ვარ. მოდა, ფეშენი, ჩემთვის უცხო სფერო არ არის. ეს სამყარო ყოველთვის მიტაცებდა... გადავწყვიტე საქართველოში ჩამომეყალიბებინა სააგენტო "ირაკლეონი", ბრენდი, რომელიც იქნება ჰოლდინგი, მასში შევა სამოდელო სააგენტოც, რომელშიც ჩაერთვებიან ქართველი ლამაზი გოგოები, მოვაწყობთ სილამაზის კონკურსებს. მოკლედ, ბრენდში "ირაკლეონი" ბევრი რამ იქნება გაერთიანებული...

- ხმა გავრცელდა, რომ ამ კონკურსზე "ფლეიბოის" მოდელები მონაწილეობდნენო...

- კონკურსში, რომელიც მე ჩავატარე, არც ერთი არ ყოფილა "ფლეიბოიდან".

- გოგონები თქვენს კონკურსში ქასთინგის საშუალებით მოხვდნენ?

- ეს იყო თავისუფალი ქასთინგი: აქ მოეთხოვებათ მინიმალური სიმაღლე - 170 სანტიმეტრი და უნდა იყვნენ 17-დან 28 წლამდე. უფლება არ გვაქვს, ჩვენამდე მოსულ გოგონას, რომელიმეს უარი ვუთხრათ. ის მოდის, ნებაყოფლობით და ყოველგვარი საფასურის გარეშე ერთვება კონკურსში. ცდის საკუთარ თავს, ძალებსა და ბედს... აქედან გამომდინარე, გამოვლინდება გამარჯვებულიც. ამისთვის კი მუშაობდა და მომავალშიც კომპეტენტური ჟიური იმუშავებს...

- პარამეტრების ჩამოთვლისას არ გითქვამთ წონა...

- ჯერ იმას გეტყვით, რომ ჟიურის შემადგენლობაში არიან სხვადასხვა პროფესიისა თუ სფეროს ადამიანები: ზოგი მსახიობია, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ძველი მოდელი, დიზაინერი, ჟურნალისტი და გოგონების შერჩევისას, ყველა თავისი კუთხით უნდა მიუდგეს. მოკლედ, ამ საერთო ხედვით მივედით და ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ გამარჯვებული გახდა მარიამ დონაძე.

რაც შეეხება წონას, 70 წონიანს ვერ ვეტყვით, ვერ მიგიღებთო, ამის უფლება არ გვაქვს, მაგრამ შერჩევისას, რა თქმა უნდა, მიექცევა ამას ყურადღება და მას ვერ ავირჩევთ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ყველა კონკურსანტი ფოტოგალერეაში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება