ვერძი
ყველა მხრიდან კომპლიმენტები და შექება გელით, მაგრამ ეცადეთ, სიტყვებმა თავბრუ არ დაგახვიოთ. მეტი ყურადღება გმართებთ.
კურო
შეხვედრებითა და საუბრებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და ბევრ საინტერესო ინფორმაციასაც მიიღებთ.
ტყუპი
მოულოდნელი მგზავრობა გელით. შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გაიცნოთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
კირჩხიბი
შეიძლება ძველ შეყვარებულს შეხვდეთ. თქვენზეა დამოკიდებული ისევ მრავალი წლით დაემშვიდობებით თუ ყველაფერს თავიდან დაიწყებთ.
ლომი
არ იფიქროთ საქმეებზე. თავადაც დაისვენეთ და სხვებსაც ნუ შეაწუხებთ. იდეალურია ქალაქგარეთ გამგზავრება და წყლის პირას დასვენება.
ქალწული
ყველა საქმე გადადეთ და მთელი დღე პირადი საკითხების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისა და გრძნობებში გამოტყდომისთვის.
სასწორი
მოულოდნელი, სასიამოვნო ზარი დღის გეგმებს თავდაყირა დაგიყენებთ. მთავარია, მობილური არსად დაგრჩეთ და ზარს დროულად უპასუხოთ.
იხილეთ სრულად