ისტორიული კადრები: როგორ იბეჭდებოდა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების 1 135-გვერდიანი დოკუმენტი

ისტორიული კადრები: როგორ იბეჭდებოდა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების 1 135-გვერდიანი დოკუმენტი

ევროსაბჭოს ოფიციალური ვებგვერდი ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, როგორ მზადდება ასაკინძად ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტი 1 135-გვერდიანია.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი დღეს, თბილისის დროით 11:00 საათზე მოეწერება. დოკუმენტს ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყის ხელმოწერა ექნება.

ევროკავშირის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოების უმაღლესი პირები შეთანხმებაზე საკუთარ ხელმოწერას მას შემდეგ დააფიქსირებენ, რაც დოკუმენტს თავდაპირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი გააფორმებენ.

იხილეთ ვიდეო

ამავე თემაზე:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა