სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პირველად საქართველოში! - სელფების კონკურსი იწყება - გოგოებო, იჩქარეთ
პირველად საქართველოში! - სელფების კონკურსი იწყება - გოგოებო, იჩქარეთ

პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი სელ­ფი რო­ბერტ კორ­ნე­ლი­უს­მა 1839 წელს გა­და­ი­ღო. ის ფო­ტოგ­რა­ფი­ის ამე­რი­კელ მა­მად არის მიჩ­ნე­უ­ლი...

სელ­ფი ავ­ტო­პორ­ტრე­ტულ ფო­ტო­სუ­რათს ჰქვია, რო­მელ­საც ციფ­რუ­ლი ან მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის კა­მე­რით იღე­ბენ. სელ­ფის ტი­პის სუ­რა­თებს გა­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქვს (მუდ­მი­ვად იქ აზი­ა­რე­ბენ). ასე გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თმა­ნეთს ჰგავს, რად­გა­ნაც ავ­ტორს ხელი წინ აქვს გაშ­ვე­რი­ლი, რო­მელ­შიც კა­მე­რა უჭი­რავს და სუ­რათს სა­კუ­თარ თავს (ხში­რად სარ­კის წი­ნაც) უღებს.

ჯგუ­ფუ­რი ავ­ტო­პორ­ტრე­ტუ­ლი სუ­რა­თე­ბის ინ­ტერ­ნეტ­ში ატ­ვირ­თვის ტრა­დი­ცია სა­თა­ვეს უკვე ჩვენს სა­უ­კუ­ნე­ში, 2001 წელს იღებს, ხოლო სი­ტყვა სელ­ფი პირ­ვე­ლად 2002 წელს (ავ­სტრა­ლი­ურ ინ­ტერ­ნე­ტფო­რუმ­ზე) გა­მო­ი­ყე­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლი სელ­ფი ხა­რის­ხით ვერ და­იკ­ვეხ­ნი­და, თუმ­ცა მისი აღორ­ძი­ნე­ბა უკვე 2010 წელს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა. ჯერ ახალ­გაზ­რდებ­ში იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, პო­პუ­ლა­რო­ბა თით­ქმის ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ან­ში მო­ი­პო­ვა. 2013 წლის ბო­ლოს­თვის სი­ტყვა სელ­ფი ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ ოქსფორ­დის ინ­გლი­სუ­რი ენის ლექ­სი­კო­ნის ონ­ლა­ინ ვერ­სი­ა­შიც შე­ი­ტა­ნეს და წლის სი­ტყვად და­სა­ხელ­და... არ­სე­ბობს კოს­მოს­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სელ­ფე­ბიც...

მოკ­ლედ, ამ­ხე­ლა შე­სა­ვალს მინ­და, კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­აც მო­ვა­ყო­ლო, - ჟურ­ნა­ლი "ბო­მონ­დი", დი­ზა­ი­ნე­რი თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვა და ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტა­ლი marao.ge კონ­კურსს - "სელფ-ქას­ტინ­გი" იწყებს.

თეა აგ­ლა­ძე, ჟურ­ნალ "ბო­მონ­დის" მთავრი რე­დაქ­ტო­რი:

- ეს არის თემა, რო­მე­ლიც დღეს ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია და თან, თე­მაც ამო­უ­წუ­რა­ვია. ასე­თი კონ­კურ­სის პრე­ცე­დენ­ტი დი­ზა­ი­ნერ­მა მარკ ჯა­ი­კობსმა მო­ა­წყო. ჩა­ა­ტა­რა ქას­თინ­გი, სდაც მო­ნა­წი­ლე­ობ­და უამ­რა­ვი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი. ფო­ტო­ე­ბი "ინ­სტაგ­რამ­ზე" იტ­ვირ­თე­ბო­და, ანუ ხალ­ხი იქ აგ­ზავ­ნი­და. მოკ­ლედ, სელ­ფის გა­და­ღე­ბა, ანუ "უსაქ­მუ­რო­ბა" რო­გორც მას უწო­დე­ბენ, ახლა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჰოდა, იდეა გა­მიჩ­ნდა, ასე­თი კონ­კურ­სი ჩვენც მოგ­ვე­წყო. კი­დევ ერთი ასე­თი ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი, - ერთ-ერ­თმა უკ­რა­ი­ნელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა მო­ა­წყო მსგავ­სი კონ­კურ­სი და ისიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. მოკ­ლედ, ხალ­ხი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში მა­სობ­რი­ვად ერ­თვე­ბა. ამას კი­დევ სტი­მუ­ლი ის აქვს, რომ კარ­გი პრი­ზე­ბია ხოლ­მე და­წე­სე­ბუ­ლი.

- თქვენ რას ჰპირ­დე­ბით კონ­კურ­სან­ტებს?

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ფო­ტოს "ბო­მონ­დის" ყდა­ზე დავ­ბეჭ­დავთ, მგო­ნი, ძა­ლი­ან მა­გა­რია, რომ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჟურ­ნა­ლის სახე გახ­დე­ბი. თა­მუ­ნა ინ­გო­როყ­ვას მა­ღა­ზი­ას­თა­ნაც გა­მო­ი­ფი­ნე­ბა მისი ფოტო და დი­ზა­ი­ნე­რი წარ­მა­ტე­ბულ გო­გო­ნას სა­უ­კე­თე­სო კა­ბას აჩუ­ქებს... რაც მთა­ვა­რია, ის ხალ­ხის რჩე­უ­ლი გახ­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, კარგ პრიზ­საც მი­ი­ღებს.

- რო­გო­რია კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი...

- კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 16-დან 25 წლამ­დე გო­გო­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ. ისი­ნი სა­კუ­თარ გა­და­ღე­ბულ სელ­ფებს გა­მოგ­ზავ­ნი­ან. ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. კონ­კურ­სან­ტე­ბი ფო­ტოს ინ­ტერ­ნეტ­პორ­ტალ "marao.ge"-ის მი­სა­მარ­თზე: marao@marao.ge გა­აგ­ზავ­ნი­ან, რომ­ლე­ბიც ამა­ვე სა­იტ­ზე აიტ­ვირ­თე­ბა.

გა­მოგ­ზავ­ნა აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე შე­უძ­ლი­ათ, ანუ მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მთე­ლი ზა­ფხუ­ლია. თან, კარ­გი პე­რი­ო­დია ამის­თვს, რომ სელ­ფე­ბით და­კავ­დნენ.

- აგ­ვის­ტოს ბო­ლოს რა მოხ­დე­ბა?

- გა­ი­მარ­თე­ბა შე­სარ­ჩე­ვი მე­ო­რე ტური, რო­მელ­შიც 10-10 ადა­მი­ა­ნი გა­და­ვა: 10 "ბო­მონ­დი­დან", 10 ინ­გო­როყ­ვას მა­ღა­ზი­ი­დან და 10 "marao.ge"-დან. სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს კი ყვე­ლა­ფე­რი შე­ჯამ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის და­ჯილ­დო­ე­ბა ბა­თუმ­ში მოხ­დე­ბა.

- კი­დევ ერთხელ რომ გან­ვმარ­ტოთ, - კონ­კურ­სში ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ, ხომ?

- არა, რად­გა­ნაც ჯე­ი­კობ­სის გან­მარ­ტე­ბით რომ გი­თხრათ, ეს არის ქუ­ჩის გა­და­ღე­ბა და ფე­ი­სებ­ზე არ არის გათ­ვლი­ლი. აქ­ცენ­ტი უც­ნობ ადა­მი­ა­ნებ­ზე კეთ­დე­ბა.

- რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ირ­ჩე­ვი­ან?

- დი­ზა­ი­ნე­რე­ბი, იმი­ჯმე­ი­კე­რე­ბი, ჩვენც - რე­დაქ­ცია, "marao.ge" ერ­თობ­ლი­ვად გა­მო­ვავ­ლენთ. მთა­ვა­რია, რომ ფო­ტო­ზე ადა­მი­ა­ნის თა­ვის გა­მო­ხატ­ვის უნა­რი იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

- ბევ­რი სელ­ფის გა­და­ღე­ბას, გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ნი­ას უწო­დებს.

- ეს არ არის მა­ნია, - ამას ჩვენ ვამ­ბობთ. ეს დრო­ის მო­ტა­ნი­ლი რა­ღაც ფაქ­ტია, რო­მელ­საც ჯან­სა­რად უნდა შევ­ხე­დოთ.

სულ ბო­ლოს მინ­და გი­თხრათ, რომ ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მომ­წონს ასე­ვე ლინ­და მა­კარტნის სელ­ფი, რო­მე­ლიც შვი­ლებ­თან ერ­თად აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პირველად საქართველოში! - სელფების კონკურსი იწყება - გოგოებო, იჩქარეთ

პირველად საქართველოში! - სელფების კონკურსი იწყება - გოგოებო, იჩქარეთ

პირველი ცნობილი სელფი რობერტ კორნელიუსმა 1839 წელს გადაიღო. ის ფოტოგრაფიის ამერიკელ მამად არის მიჩნეული...

სელფი ავტოპორტრეტულ ფოტოსურათს ჰქვია, რომელსაც ციფრული ან მობილური ტელეფონის კამერით იღებენ. სელფის ტიპის სურათებს გასავალი სოციალურ ქსელში აქვს (მუდმივად იქ აზიარებენ). ასე გადაღებული სურათები ძირითადად ერთმანეთს ჰგავს, რადგანაც ავტორს ხელი წინ აქვს გაშვერილი, რომელშიც კამერა უჭირავს და სურათს საკუთარ თავს (ხშირად სარკის წინაც) უღებს.

ჯგუფური ავტოპორტრეტული სურათების ინტერნეტში ატვირთვის ტრადიცია სათავეს უკვე ჩვენს საუკუნეში, 2001 წელს იღებს, ხოლო სიტყვა სელფი პირველად 2002 წელს (ავსტრალიურ ინტერნეტფორუმზე) გამოიყენეს. თავდაპირველი სელფი ხარისხით ვერ დაიკვეხნიდა, თუმცა მისი აღორძინება უკვე 2010 წელს სოციალური ქსელის განვითარებამ მოიტანა. ჯერ ახალგაზრდებში იყო პოპულარული, მაგრამ დროთა განმავლობაში, პოპულარობა თითქმის ყველა ასაკის ადამიანში მოიპოვა. 2013 წლის ბოლოსთვის სიტყვა სელფი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის ონლაინ ვერსიაშიც შეიტანეს და წლის სიტყვად დასახელდა... არსებობს კოსმოსში გადაღებული სელფებიც...

მოკლედ, ამხელა შესავალს მინდა, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციაც მოვაყოლო, - ჟურნალი "ბომონდი", დიზაინერი თამუნა ინგოროყვა და ინტერნეტპორტალი marao.ge კონკურსს - "სელფ-ქასტინგი" იწყებს.

თეა აგლაძე, ჟურნალ "ბომონდის" მთავრი რედაქტორი:

- ეს არის თემა, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და თან, თემაც ამოუწურავია. ასეთი კონკურსის პრეცედენტი დიზაინერმა მარკ ჯაიკობსმა მოაწყო. ჩაატარა ქასთინგი, სდაც მონაწილეობდა უამრავი უცნობი ადამიანი. ფოტოები "ინსტაგრამზე" იტვირთებოდა, ანუ ხალხი იქ აგზავნიდა. მოკლედ, სელფის გადაღება, ანუ "უსაქმურობა" როგორც მას უწოდებენ, ახლა აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჰოდა, იდეა გამიჩნდა, ასეთი კონკურსი ჩვენც მოგვეწყო. კიდევ ერთი ასეთი ფაქტია ცნობილი, - ერთ-ერთმა უკრაინელმა დიზაინერმა მოაწყო მსგავსი კონკურსი და ისიც წარმატებული აღმოჩნდა. მოკლედ, ხალხი ნებისმიერ შემთხვევაში მასობრივად ერთვება. ამას კიდევ სტიმული ის აქვს, რომ კარგი პრიზებია ხოლმე დაწესებული.

- თქვენ რას ჰპირდებით კონკურსანტებს?

- გამარჯვებული ფოტოს "ბომონდის" ყდაზე დავბეჭდავთ, მგონი, ძალიან მაგარია, რომ ასე მოულოდნელად ჟურნალის სახე გახდები. თამუნა ინგოროყვას მაღაზიასთანაც გამოიფინება მისი ფოტო და დიზაინერი წარმატებულ გოგონას  საუკეთესო კაბას აჩუქებს... რაც მთავარია, ის ხალხის რჩეული გახდება და შესაბამისად, კარგ პრიზსაც მიიღებს.

- როგორია კონკურსის პირობები...

- კონკურსში მონაწილეობა 16-დან 25 წლამდე გოგონებს შეეძლებათ. ისინი საკუთარ გადაღებულ სელფებს გამოგზავნიან. ამას მნიშვნელობა აქვს. კონკურსანტები ფოტოს ინტერნეტპორტალ "marao.ge"-ის მისამართზე: marao@marao.ge გააგზავნიან, რომლებიც ამავე საიტზე აიტვირთება.

გამოგზავნა აგვისტოს ბოლომდე შეუძლიათ, ანუ მათ განკარგულებაში მთელი ზაფხულია. თან, კარგი პერიოდია ამისთვს, რომ სელფებით დაკავდნენ.

- აგვისტოს ბოლოს რა მოხდება?

- გაიმართება შესარჩევი მეორე ტური, რომელშიც 10-10 ადამიანი გადავა: 10 "ბომონდიდან", 10 ინგოროყვას მაღაზიიდან და 10 "marao.ge"-დან. სექტემბრის ბოლოს კი ყველაფერი შეჯამდება. გამარჯვებულის დაჯილდოება ბათუმში მოხდება.

- კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ, - კონკურსში ცნობილ ადამიანებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ, ხომ?

- არა, რადგანაც ჯეიკობსის განმარტებით რომ გითხრათ, ეს არის ქუჩის გადაღება და ფეისებზე არ არის გათვლილი. აქცენტი უცნობ ადამიანებზე კეთდება.

- რა კრიტერიუმებით შეირჩევიან?

- დიზაინერები, იმიჯმეიკერები, ჩვენც - რედაქცია, "marao.ge" ერთობლივად გამოვავლენთ. მთავარია, რომ ფოტოზე ადამიანის თავის გამოხატვის უნარი იყოს დაფიქსირებული.

- ბევრი სელფის გადაღებას, გარკვეულწილად მანიას უწოდებს.

- ეს არ არის მანია, - ამას ჩვენ ვამბობთ. ეს დროის მოტანილი რაღაც ფაქტია, რომელსაც ჯანსარად უნდა შევხედოთ.

სულ ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ძალიან მომწონს ასევე ლინდა მაკარტნის სელფი, რომელიც შვილებთან ერთად აქვს გადაღებული...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება