სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქურდმა სახლის ძარცვისას საკუთარი"ფეისბუქ-გვერდი" ჩართული დატოვა
ქურდმა სახლის ძარცვისას საკუთარი"ფეისბუქ-გვერდი" ჩართული დატოვა

როცა საქ­მე ქურ­დის სუ­ლე­ლურ საქ­ცი­ელს ეხე­ბა, ეს 26 წლის მძარ­ცვე­ლი კრი­მი­ნა­ლის­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა რე­კორდს ხსნის.

მი­ნე­სო­ტა­ში სა­ხა­ლი­სო ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და: პო­ლი­ცი­ე­ლებს ქურ­დის მო­ძებ­ნა­ში დიდი დრო არ და­უ­კარ­გავთ - დამ­ნა­შა­ვემ ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის შემ­დეგ, კომ­პი­უ­ტე­რი ჩარ­თო, "ფე­ის­ბუქ­ში" შე­ვი­და და პრო­ფი­ლი­დან გა­მოს­ვლა და­ა­ვი­წყდა.

რო­დე­საც სახ­ლის პატ­რო­ნი, ჯე­იმს ვუდი შინ დაბ­რუნ­და, შე­ნიშ­ნა, რომ ფული, საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბი და ძვირ­ფა­სი მა­ჯის სა­ა­თი მო­პა­რუ­ლი იყო, მაგ­რამ იპო­ვა ქურ­დის ჯინ­სი და ქა­მა­რი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე ვინ­მე ნი­კის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი ნახა. რო­დე­საც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, თუ რა მოხ­და, დამ­ნა­შა­ვის გვერ­დი­დან მისი ფოტო გა­ა­შე­ა­რა. ფო­ტოს პოს­ტი და­ურ­თო, რომ ნიკ ვიგი ქურ­დია. და­წე­რა მისი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი და ყვე­ლას სთხო­ვა, რომ ამ კაც­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მი­თი­თე­ბულ ნო­მერ­ზე და­ე­რე­კათ. თუმ­ცა, ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, რომ კრი­მი­ნა­ლი სა­ღა­მოს თა­ვად­ვე და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და. ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ისაა, რომ ქურ­დი ძარ­ცვის ად­გილ­ზე თა­ვი­სი ფე­ხით დაბ­რუნ­და.

"გუ­შინ ღა­მით ჩემს სახ­ლში რამ­დე­ნი­მე ნივ­თი დაგ­რჩათ, რო­გორ შე­მიძ­ლია და­გიბ­რუ­ნოთ?", - ჰკი­თხა ქურ­დს სახ­ლის პატ­რონ­მა.

ვიგი და­თან­ხმდა, რომ სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბო­და და ნივ­თებს წა­ი­ღებ­და. სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც ქურ­დი ნივ­თე­ბის წა­სა­ღე­ბად მი­ვი­და, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ალ­ყა­ში აღ­მოჩ­ნდა. დამ­ნა­შა­ვეს 10 წლით პა­ტიმ­რო­ბა ელის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქურდმა სახლის ძარცვისას საკუთარი"ფეისბუქ-გვერდი" ჩართული დატოვა

ქურდმა სახლის ძარცვისას საკუთარი"ფეისბუქ-გვერდი" ჩართული დატოვა

როცა საქმე ქურდის სულელურ საქციელს ეხება, ეს 26 წლის მძარცველი კრიმინალისტიკის ისტორიაში ყველა რეკორდს ხსნის.

მინესოტაში სახალისო ინციდენტი მოხდა: პოლიციელებს ქურდის მოძებნაში დიდი დრო არ დაუკარგავთ - დამნაშავემ ძვირფასი ნივთების მოპარვის შემდეგ, კომპიუტერი ჩართო, "ფეისბუქში" შევიდა და პროფილიდან გამოსვლა დაავიწყდა.

როდესაც სახლის პატრონი, ჯეიმს ვუდი შინ დაბრუნდა, შენიშნა, რომ ფული, საკრედიტო ბარათები და ძვირფასი მაჯის საათი მოპარული იყო, მაგრამ იპოვა ქურდის ჯინსი და ქამარი. მოგვიანებით კომპიუტერის ეკრანზე ვინმე ნიკის "ფეისბუქის" გვერდი ნახა. როდესაც დაზარალებულმა გააცნობიერა, თუ რა მოხდა, დამნაშავის გვერდიდან მისი ფოტო გააშეარა. ფოტოს პოსტი დაურთო, რომ ნიკ ვიგი ქურდია. დაწერა მისი მობილურის ნომერი და ყველას სთხოვა, რომ ამ კაცზე ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, მითითებულ ნომერზე დაერეკათ. თუმცა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ კრიმინალი საღამოს თავადვე დაუკავშირდებოდა. ამ ამბავში ყველაზე უცნაური ისაა, რომ ქურდი ძარცვის ადგილზე თავისი ფეხით დაბრუნდა.

"გუშინ ღამით ჩემს სახლში რამდენიმე ნივთი დაგრჩათ, როგორ შემიძლია დაგიბრუნოთ?", - ჰკითხა ქურდს სახლის პატრონმა.

ვიგი დათანხმდა, რომ სახლში დაბრუნდებოდა და ნივთებს წაიღებდა. სწორედ იმ დროს, როდესაც ქურდი ნივთების წასაღებად მივიდა, პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა. დამნაშავეს 10 წლით პატიმრობა ელის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს