ჟურნალმა "ბომონდმა" რეტრო საღამო ფუნიკულიორზე გამართა. ჟურნალ "ბომონდის" რედაქციამ ერთგული მკითხველები და რესპონდენტები ფუნიკულიორზე მიიწვია. გათვალისწინებული იყო დრესკოდი და ყველა სტუმარი რეტრო ტანისამოსით და აქსესუარებით გამოცხადდა.
სტუმართა შორის შოუბიზნესის წარმომადგენლები, ტელეწამყვანები, მსახიობები, მომღერლები და მსახიობები იმყოფებოდნენ.
საღამოს ორი სპონსორი ჰყავდა - კომპანია NG GEORGIA, რომელიც წარმოადგენს ელიტურ მონობრენდულ ბუტიკ Versace-ს და მუნტიბრენდულ ბუტიკ NGG-ს თბილისსა და ბათუმში, სადაც წარმოდგენილია მსოფლიო დიზაინერების შედევრები.
საღამოს მეორე სპონსორი კი გახლდათ ბურბონი Jim Beam-ი, ნომერ პირველი ბურბონი მსოფლიოში. სწორედ ამ სასმლით დამზადებული კოქტეილებით გაუმასპინძლდნენ "ბომონდის" სტუმრებს ფუნიკულიორის ლაუნჯ-ბარში.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ჟურნალ "ბომონდის" მთავარმა რედაქტორმა თეა აგლაძემ განაცხადა, სპეციალურად გადაწყდა, რომ რეტრო საღამო ფუნიკულიორზე ჩატარებულიყო.
გარდა ამისა, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ივლისის თვის ნომრის ჟურნალის ყდის ბანერიც. ივლისის თვეში ჟურნალ "ბომონდის" ყდას საქართველოში ერთ-ერთი ტელეკომპანიის (GDS) ტელეპროექტ "ერთი ერთში" ჟიურის წევრის, სისის ფოტოგრაფია დაამშვენებს.
როგორც ჟურნალ "ბომონდის" ივლისის თვის პრეზენტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, ჟურნალის რედაქცია ყოველთვის ცდილობს საინტერესო გარემოში აღნიშნოს ახალი ნომრის პრეზენტაციები და გამონაკლისი არც ფუნიკულიორის ივენთი აღმოჩნდა.
სტუმართა შორის იყვნენ ია ფარულავა მეუღლესთან ერთად, შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად, თურქეთში მცხოვრები ქართველი დიზაინერი რამაზო რომა, ასევე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.
მოწვეულ სტუმრებს ალა-ფურშეტით გაუმასპინძლდნენ. სტუმრებისთვის სიმებიანი კვარტეტი ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს, თამთა ცქვიტავა ბენდთან ერთად კი, სიმღერებს ასრულებდა.
ღონისძიება ჟურნალ "ბომონდის" მთავარ რედაქტორს თეა აგლაძეს და ჟურნალისტ ბექა ელბაქიძეს მიჰყავდათ. სტუმრებისთვის ვიქტორინაც გაიმართა. გამარჯვებულებმა კი საინტერესო პრიზები მიიღეს საჩუქრად.