ცხინვალის ახალი პარლამენტი რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების საკითხს რეფერენდუმზე დააყენებს, - ამის შესახებ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პარლამენტის ახლად არჩეულმა სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა სააგენტო "იტარ-ტასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს ლოზუნგებზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ორმაგი მიდგომა არ გვექნება. საკითხი რეფერენდუმზე დადგება", – აღნიშნა ბიბილოვმა.
ბიბილოვის პარტიის "ერთიანი ოსეთის" წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად რუსეთთან შეერთების ინიცირებაზე იყო აგებული. პარტიამ დეფაქტო პარლამენტის ე.წ. არჩევნებში ხმათა 46 % მიიღო.