ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექი: როდემდე გასტანს საქართველოში არამდგრადი ამინდი - ვრცელი პროგნოზი

ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექი: როდემდე გასტანს საქართველოში არამდგრადი ამინდი - ვრცელი პროგნოზი

თვის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ იქროლებს ქარი, თბილისში ქარის სიჩქარე დღეს 20-22 მეტრი წამში იქნება, ხვალ კი, 10-15 მეტრი წამში.

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისში, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა 25 ივნისსაც შენარჩუნდება.

26-27 ივნისს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს.

29 ივნისს კი დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, ასევე იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი Dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია