სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ
ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ელჩს აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ჩარ­თვი­სას ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

დე­პუ­ტატ­მა ბა­ქოს აე­რო­პორ­ტის სა­ბა­ჟო­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის ქმე­დე­ბას უსინ­დი­სო საქ­ცი­ე­ლი უწო­და. მისი თქმით, იგი პა­რას­კევ­საც ცდი­ლობ­და ელჩს და მის სამ­დივ­ნოს და­კავ­ში­რე­ბო­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ნა­დი­რაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ელჩმა უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი, რა­ტომ მი­ა­ყე­ნა მათ ასე­თი დარ­ტყმა.

"ეს არის ალ­ბათ ქრეს­ტო­მა­თი­ა­ში შე­სა­ტა­ნი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ არ უნდა იქ­ცე­ო­დეს დიპ­ლო­მა­ტი და გა­სა­გე­ბია, რომ ის ვერ მო­დის ტე­ლე­ფონ­თან, რომ მე გამ­ცეს პა­სუ­ხი: რაზე დაყ­რდნო­ბით მოგ­ვა­ყე­ნა ამ­ხე­ლა დარ­ტყმა მე და ბა­ტონ ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს? რაზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ჩვენ მოგვქონ­და ერთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, მოგვქონ­და ელექტრო­შო­კე­ბი? ის ალ­ბათ ვალ­დე­ბუ­ლია, და­ა­სა­ხე­ლოს წყა­რო", - დას­ძი­ნა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმის ნაც­ვლად, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო აზერ­ბა­ი­ჯან­ში სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ბა­ჟო­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ით, ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვით.

"ეს იყო უსინ­დი­სო და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლი. არ იფიქ­როს ჩვენ­მა ელჩმა, იმის გამო, რომ ორი დღე ტე­ლე­ფონ­თან არ მოვა, მე ეს დღე, ეს საქ­მე და­მა­ვი­წყდე­ბა, ასე ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა. მე და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ვამ­ზა­დებთ ერ­თობ­ლივ სარ­ჩელს და ჩვენ მას პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში ვუ­ჩივ­ლებთ", - დას­ძი­ნა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

VIDEO

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში სასამართლოში უჩივლებენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ჩართვისას ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა ბაქოს აეროპორტის საბაჟოზე განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის ქმედებას უსინდისო საქციელი უწოდა. მისი თქმით, იგი პარასკევსაც ცდილობდა ელჩს და მის სამდივნოს დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ. ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ელჩმა უნდა გასცეს პასუხი, რატომ მიაყენა მათ ასეთი დარტყმა.

"ეს არის ალბათ ქრესტომათიაში შესატანი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს დიპლომატი და გასაგებია, რომ ის ვერ მოდის ტელეფონთან, რომ მე გამცეს პასუხი: რაზე დაყრდნობით მოგვაყენა ამხელა დარტყმა მე და ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს? რაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩვენ მოგვქონდა ერთი მილიონი დოლარი, მოგვქონდა ელექტროშოკები? ის ალბათ ვალდებულია, დაასახელოს წყარო", - დასძინა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვით იყოს დაკავებული, საბაჟოზე დაკავებული იყვნენ დეზინფორმაციით, ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის პატივისა და ღირსების შელახვით.

"ეს იყო უსინდისო და უპასუხისმგებლო საქციელი. არ იფიქროს ჩვენმა ელჩმა, იმის გამო, რომ ორი დღე ტელეფონთან არ მოვა, მე ეს დღე, ეს საქმე დამავიწყდება, ასე ნამდვილად არ იქნება. მე და ზურაბ ჯაფარიძე ვამზადებთ ერთობლივ სარჩელს და ჩვენ მას პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში ვუჩივლებთ", - დასძინა ირმა ნადირაშვილმა.

VIDEO

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა