რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

რიკოთის უღელტეხილის კმ136-კმ152 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტმა, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, მეწყერსაშიშ ზონაში დამცავი ღონისძიებების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა. კერძოდ, მოეწყო დროებითი დამცავი კედელი და გზის სავალი ნაწილის გაფართოების მიზნით ასფალტბეტონის საფარი დაიგო.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტი დილიდან გაწმენდით სამუშაოებს კვლავ განაახლებს. პარალელურ რეჟიმში შესაძლებელი იქნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აცხადებენ დეპარტამენტში.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია