ჭიკაიძის პირველი კომენტარი მთვრალ პოლიციელებზე, რომლებმაც მას შეაგინეს

ჭიკაიძის პირველი კომენტარი მთვრალ პოლიციელებზე, რომლებმაც მას შეაგინეს

სამინისტროში მუშაობდნენ უღირსი თანამშრომლები, რომლებიც გათავისუფლებულები არიან, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციის თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

ჭიკაიძის თქმით, ასეთი თანამშრომლების ადგილი სამინისტროში არ არის.

"სამწუხაროა რაც მოხდა და ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი. ძალიან ბევრი თანამშრომელია, მათ შორის არიან უღირსები და სწორედ ასეთი უღირსი თანამშრომლების ადგილი სამინისტროში არ არის", - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ "ტაბულამ" გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც პოლიციის თანამშრომლები ერთამანეთს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ