"ნაციონალები" ნარმანიას დედას არჩევნების გაყალბებას აბრალებენ (+ფარული ვიდეო)

"ნაციონალები" ნარმანიას დედას არჩევნების გაყალბებას აბრალებენ (+ფარული ვიდეო)

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოხის #97 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდა.

პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვიდეოკადრები წარმოადგინა და როგორც განმარტა, დამკვირვებლების მიერ გადაღებული მასალა სწორედ ამ ფაქტს ასახავს.

"მასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოხში #97 საარჩევნო უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ასახავს. სწორედ ამ სოფლიდან არის დავით ნარმანია. აღნიშნულ უბაზნე კომისიის წევრად იყო მისი დედა, ქალბატონი ნორა. კადრები, რომელიც დამკვირვებლებმა გადაიღეს, აშკარად აჩვენებს, თუ როგორ ახდენს იგი ამომრჩეველზე ზეწოლას და აიძულებს ამომრჩევლებს, მათ ბიულეტენები უჩვენოს, სადაც ქალბატონი ნორასთვის სასურველი ნომერია შემოხაზული", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა