სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შიხიაშვილი თბილისელებს სერიოზულ პრობლემებს უჩენს" - თინა ხიდაშელი
"შიხიაშვილი თბილისელებს სერიოზულ პრობლემებს უჩენს" - თინა ხიდაშელი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი თინა ხი­და­შე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პრე­მი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"თქვე­ნი ხელ­ფა­სი რომ არ იყოს თქვე­ნი შრო­მის შე­სა­ბა­მი­სი და შე­სა­ტყვი­სი, თქვე­ნი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა შემ­ცირ­დე­ბა? თვენს სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნელს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას გა­უ­ჩენთ" ეს არის თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის პა­სუ­ხი პრე­მი­ა­ზე :((((

ანუ ამ ლო­გი­კით ბა­ტო­ნი ში­ხი­აშ­ვი­ლი თბი­ლი­სე­ლებს (რო­გორც მისი სტუ­დი­ის ხელ­მძღვა­ნელს) სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უჩენს და რთუ­ლია არ და­ე­თან­ხმო.

სრუ­ლი დატ­ვირ­თით და ღირ­სე­უ­ლად მუ­შა­ო­ბა­ში ადა­მი­ა­ნი ხელ­ფასს იღებს, ხელ­ფასს!!!!!!!! დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პრე­მია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გმი­რო­ბის­თვის გა­ი­ცე­მა ხოლო არ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პრე­მია ამომ­რჩევ­ლის ხმე­ბია, ხმე­ბი!!!!!

და კი­დევ იმა­ვე ბი­უ­როს შე­ეძ­ლო გა­და­ე­წყვი­ტა ამ ფუ­ლის პირ­და­პირ ფონდში გა­და­რი­ცხვა, ამის პრობ­ლე­მა არ აქვს საკ­რე­ბუ­ლოს, მეტი გა­მო­ვი­დო­და, სა­შე­მო­სავ­ლო არ და­იქ­ვი­თე­ბო­და.

ეს ადა­მი­ა­ნი მე არ და­მი­ნიშ­ნავს და მის არ­ჩე­ვას გე­მახ­სოვ­რე­ბათ მხო­ლოდ რეს­პუბ­ლი­კელ­მა არ და­უ­ჭი­რა მხა­რი საკ­რე­ბუ­ლო­ში.

მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ ვიხ­სნი. მე მხო­ლოდ იმას ვამ­ბობ, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რო­დე­საც არ­სე­ბობს, ის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა გა­რეთ და შე­სა­ბა­მი­სად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მეტ ნაკ­ლე­ბო­ბით ნა­წილ­დე­ბა. იმი­ტომ, რომ ში­ხი­აშ­ვი­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს და მე ან გუ­ლი­კო ან კი­დევ სხვა წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვით, კო­ა­ლი­ცი­ას ვერ დავ­ტო­ვებ­დით და სხვა ყვე­ლა­ფე­რი ით­ქვა და გა­კეთ­და.

პი­რა­დად მე საკ­რე­ბუ­ლო­ში პრე­მია არ ამი­ღია, პარ­ლა­მენ­ტში 2012 იყო ბი­უ­ჯეტ­ში ერთხელ მოგ­ვცეს და გა­დავ­რი­ცხე ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის და 2013-დან ავ­კრძა­ლეთ. მთავ­რო­ბის პრე­მი­ებ­ზე ოპო­ზი­ცი­ამ­დე მე ვი­ლა­პა­რა­კე. და ეხლა პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­ა­ტი­ვას ვგე­მავ ამის ასა­ლაგ­მად", - წერს ხი­და­შე­ლი.

იხი­ლეთ ასე­ვე: საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი პრე­მი­ე­ბის სია: 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 30-მა დე­პუ­ტატ­მა ათა­სო­ბით ლარი აიღო

ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი პრე­მი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რისი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ხალ­ხის­თვის პრე­მი­ებ­ზე გა­ცე­მუ­ლი 9 მი­ლი­ო­ნი ლა­რით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"შიხიაშვილი თბილისელებს სერიოზულ პრობლემებს უჩენს" - თინა ხიდაშელი

"შიხიაშვილი თბილისელებს სერიოზულ პრობლემებს უჩენს" - თინა ხიდაშელი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება.

"თქვენი ხელფასი რომ არ იყოს თქვენი შრომის შესაბამისი და შესატყვისი, თქვენი შრომისუნარიანობა და ნაყოფიერება შემცირდება? თვენს სტუდიის ხელმძღვანელს სერიოზულ პრობლემას გაუჩენთ" ეს არის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პასუხი პრემიაზე :((((

ანუ ამ ლოგიკით ბატონი შიხიაშვილი თბილისელებს (როგორც მისი სტუდიის ხელმძღვანელს) სერიოზულ პრობლემებს უჩენს და რთულია არ დაეთანხმო.

სრული დატვირთით და ღირსეულად მუშაობაში ადამიანი ხელფასს იღებს, ხელფასს!!!!!!!! დამსახურებული პრემია განსაკუთრებული გმირობისთვის გაიცემა ხოლო არჩეული ადამიანების პრემია ამომრჩევლის ხმებია, ხმები!!!!!

და კიდევ იმავე ბიუროს შეეძლო გადაეწყვიტა ამ ფულის პირდაპირ ფონდში გადარიცხვა, ამის პრობლემა არ აქვს საკრებულოს, მეტი გამოვიდოდა, საშემოსავლო არ დაიქვითებოდა.

ეს ადამიანი მე არ დამინიშნავს და მის არჩევას გემახსოვრებათ მხოლოდ რესპუბლიკელმა არ დაუჭირა მხარი საკრებულოში.

მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ განსხვავებული როდესაც არსებობს, ის ცნობილი ხდება გარეთ და შესაბამისად პასუხისმგებლობაც მეტ ნაკლებობით ნაწილდება. იმიტომ, რომ შიხიაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს და მე ან გულიკო ან კიდევ სხვა წინააღმდეგი ვიყავით, კოალიციას ვერ დავტოვებდით და სხვა ყველაფერი ითქვა და გაკეთდა.

პირადად მე საკრებულოში პრემია არ ამიღია, პარლამენტში 2012 იყო ბიუჯეტში ერთხელ მოგვცეს და გადავრიცხე ლეიკემიით დაავადებულებისათვის და 2013-დან ავკრძალეთ. მთავრობის პრემიებზე ოპოზიციამდე მე ვილაპარაკე. და ეხლა პარლამენტში ინიციატივას ვგემავ ამის ასალაგმად", - წერს ხიდაშელი.

იხილეთ ასევე: საკრებულოში გაცემული პრემიების სია: 1 თვის განმავლობაში 30-მა დეპუტატმა ათასობით ლარი აიღო

ირაკლი შიხიაშვილის პირველი კომენტარი პრემიებთან დაკავშირებით

ასევე დაგაინტერესებთ: რისი გაკეთება შეიძლებოდა ხალხისთვის პრემიებზე გაცემული 9 მილიონი ლარით

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს