Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც მთვრალი პოლიციის თანამშრომლები ჩხუბობენ და შს მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძეს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებენ, გიგი უგულავა ეხმაურება.
Facebook/გიგი უგულავა:
"ყველაზე მძიმე საყურებელი ამ კადრებში, ცალკე აღებული, პოლიციელების ქცევა კი არაა (ნასვამი ვინ არ ყოფილა, თუმცა საჯარო სივრცეში ასეთი რამ ამაზრზენია), არამედ ის თუ როგორ უტევს "ძაღლობა", როგორც 90-იანი წლების სიმბოლო - "პატრულს", როგორც თანამედროვე პოლიციელის სიმბოლოს. სამწუხაროდ, ჩვენი შიში დასტურდება, "ძაღლობამ ვერხი აიღო", - წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ ჩხუბის მონაწილე პოლიციელები ვიდეომასალის გავრცელებიდან მოკლე პერიოდშივე სამსახურიდან დაითხოვეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ამას ვანო მერაბიშვილი მოაკლდა აშკარად" - ცოტნე გამსახურდია დაპირისპირებულ პოლიციელებზე