ყველაზე ლამაზმა თინეიჯერმა საქართველო დატოვა - რას საქმიანობს ნინო გველესიანი ჩინეთში (+11 ფოტო)

ყველაზე ლამაზმა თინეიჯერმა საქართველო დატოვა - რას საქმიანობს ნინო გველესიანი ჩინეთში (+11 ფოტო)

16 წლის ნინო გველესიანი სამოდელო ბიზნესში ოთხი წლის წინ აღმოჩნდა. მაშინ ''მის თინეიჯერი'' გახდა და მალევე გაიცნო ქართული მოდის სფერომ. ''მის ქართველის'' ტიტულიც მოიპოვა. შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, გააცნობიერა, რომ საქართველოში ამ სფეროში ფული არ იშოვება და გახდა თუ არა სრულწლოვანი, სამუშაოდ ჩინეთში გაემგზავრა. ჩვენ მას ინტერნეტით დავუკავშირდით.

- ნინო, როგორც ვიცი, არცთუ დალხენილი ბავშვობა გქონდა. როგორ ცხოვრობდით, რა იყო თქვენი მთავარი შემოსავალი?

- მართლაც ასეა, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ, გლდანში, ცეკავშირის კომბინატში ვცხოვრობდით, მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემა არასდროს ყოფილა. არ მეთაკილებოდა იმ ბინიდან გამოსვლა, არ მიმაჩნდა, რომ მშობლებმა რამე დამაკლეს. მესმოდა მათი მდგომარეობა და არც პრეტენზია გამომითქვამს არასდროს. ჩემი მშობლები სოხუმიდან არიან, ლტოლვილები ვართ. დედა და მამა ყველანაირად ცდილობდნენ, შვილებს გაჭირვება არ გვეგრძნო და სხვებისგან ამ ფორმით არ ვყოფილიყავით გამორჩეულნი. გამოუვიდათ კიდეც და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო მათ.

- კონკრეტულად რა პრობლემები იყო, რისი დაძლევა მოუხდათ მშობლებს?

- ყველა ოჯახშია პრობლემები. ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჩვენთვის ეს არ დაენახვებინათ. დღეს უმუშევრები არიან. მე ვეხმარები მათ და დეიდაჩემი. არაფერი აკლიათ და ასე იქნება, სანამ მე სამსახური მექნება.

- ნინო, ''მის თინეიჯერი'' იყავი, როგორ მოხვდი სამოდელო ბიზნესში?

- არასდროს მიზიდავდა მოდელის კარიერა. სპორტით ვიყავი გატაცებული. რაგბისა და კარატეზე დავდიოდი. ჩემმა მშობლებმა მიმიყვანეს ''კატრინში'' და ოთხი წელი ამ სააგენტოს მოდელი ვიყავი. 2011 წელს ''მის თინეიჯერი'' გავხდი. 2013 წელს ''მის ქართველის'' ტიტული ავიღე, თუმცა რიგი პრობლემების გამო ვერ გავემგზავრე მსოფლიო კონკურსზე ''მის ევროპელი''. ამ სააგენტოს დამსახურებაა, დღეს მოდელი რომ ვარ და ამ პროფესიით ვშოულობ ფულს.

- კარატეზე რატომ დადიოდი, გადაწყვიტე, თავი არავის დააჩაგვრინო?

- მე თუ მკითხავთ, ყველა ქალი უნდა დადიოდეს სპორტის რომელიმე სახეობაზე ან ვარჯიშობდეს მაინც. ბოლო დროს მამაკაცისგან ქალის დაჩაგვრის შესახებ ხშირად გვესმის. დიახ, უნდა გქონდეს ძალა, რომ თავი დაიცვა. ახლა ვმუშაობ და ვარჯიშისთვის ცოტა დრო მრჩება, მხოლოდ სირბილს ვახერხებ დილაობით.

- საქართველოდან როდის წახვედი და რატომ?

- თვე-ნახევარია, რაც საქართველოდან წავედი, ჩინეთი თქვენთვის საინტერესოდ არ ჟღერს?

- ჩემთვის ნაკლებად, თუმცა ქართველი მოდელები ბოლო დროს ხშირად მიემგზავრებიან ამ ქვეყანაში. რას საქმიანობ?

- მოდელად ვმუშაობ. ამ ქვეყანაში ყველას უკვირს, უცხოელი რომ ხარ და ძალიან დიდ პატივს გცემენ. ანაზღაურება საკმაოდ მაღალია, რასაც საქართველოში სამ წელიწადში იშოვი, აქ ერთ თვეში გიხდიან. რატომ უნდა დავრჩენილიყავი საქართველოში?! საქართველოში მომუშავე ყველა კარგ მოდელს ვურჩევ, ჩინეთში ჩამოვიდეს და თავისი ფასი ისწავლოს.

იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება