რუსთავის ავტობაზრობას ილჰამ ალიევის ცოლის ფირმა ყიდულობს?

რუსთავის ავტობაზრობას ილჰამ ალიევის ცოლის ფირმა ყიდულობს?

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც ქართველი ავტოდილერებისთვის ერთდროულად რამდენიმე ბაზარი ჩაიკეტა. ამის გამო, რუსთავის ავტობაზრობა "ავტომობილების სასაფლაოს"  დაემსგავსა, სადაც ავტოდილერებს ერთი ავტომობილის გაჩერება დღის განმავლობაში დაახლოებით 30 ლარი უჯდებათ. ისინი ავტომობილებს ვერ ყიდიან, საფასური კი ეზრდებათ.

გარდა ამისა, სულ უფრო ხშირად მუსიერებს აზრი, რომ ავტობაზრობა, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურად, უკრაინულ კომპანიას ეკუთვნის, აზერბაიჯანულმა "სოკარმა" შეიძინა. "სოკარი", რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიაა და ილჰამ ალიევის სახელს უკავშირდება, შეიძლება იყოს დაინტერესებული საქართველოდან აზებაიჯანში ავტომობილების რეექსპორტის მონოპოლიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევმა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტობამდე კომპანია "სოკარის" ვიცე-პრეზიდენტი იყო, პრეზიდენტობის შემდეგ თავისი წილი მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას გადააბარა. ის, რომ ალიევა სერიოზულად არის დაინტერესებული რუსთავის ავტობაზრობით, ამაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ ავტოდილერები.

ავტოდილერების პრობლემებზე ეკონომიკური გამოცემა BPN.GE დეტალურად წერს. იხილეთ სტატია - საქართველო, შესაძლოა, ავტომობილების "სასაფლაოდ" იქცეს...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია