სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქურდული შურისძიების დეტალები - "სტარიკა" "ვანცეტას" მოკვლისთვის გაასაღეს"
ქურდული შურისძიების დეტალები - "სტარიკა" "ვანცეტას" მოკვლისთვის გაასაღეს"

თე­ლავ­ში, ერეკ­ლე მე­ფის ქუ­ჩა­ზე 35 წლის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი არ­ჩილ მა­ი­სუ­რა­ძე ჩა­ცხრი­ლეს. მა­ი­სუ­რა­ძე ად­გი­ლობ­რივ რე­ფე­რა­ლურ სა­ვად­მყო­ფო­ში ცო­ცხა­ლი შე­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გამო გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ მა­ი­სუ­რა­ძე, იგი­ვე "სტა­რი­კა" 12 წლის წინ გა­ა­სა­მარ­თლეს ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, მეტ­სა­ხე­ლად "ვან­ცე­ტას" მკვლე­ლო­ბი­სათ­ვის. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სწო­რედ შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით დას­დევ­დნენ მო­საკ­ლა­ვად. თე­ლავ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი ზაზა კევ­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- "სტა­რი­კა" წუ­ხელ გვი­ან ღა­მით მოკ­ლეს ქა­ლა­ქის ცენ­ტრში. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი იყო მკვლელ­თან ერ­თა­დო, მაგ­რამ ერთი, ვინც ის­რო­ლა, ჩა­ფხუ­ტით ყო­ფი­ლა და "ბრონ­ჟი­ლე­ტი" ცმია.

- მკვლე­ლო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი რა იყო?

- აჩი­კომ წლე­ბის წინ თე­ლა­ვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქუდი "ვან­ცე­ტა" მოკ­ლა, რის­თვი­საც 7 წელი იხ­დი­და სას­ჯელს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში წა­ვი­და, რად­გან მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ და სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ და­ედ­გო­მე­ბო­და. დე­და­მი­სი ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს და მას­თან იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბო­ლოს რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და დე­პორ­ტით გა­მო­უშ­ვეს ევ­რო­პი­დან. მის­თვის ეს პირ­ვე­ლი თავ­დას­ხმა არ იყო, იქაც არ ას­ვე­ნებ­დნენ, ერთხელ გერ­მა­ნი­ა­შიც ეს­რო­ლეს, მაგ­რამ მა­შინ გა­დარ­ჩა. ერთი სი­ტყვით, "ვან­ცე­ტას" მოკ­ვლის­თვის გა­ა­სა­ღეს.

-სა­ქარ­თვე­ლო­ში როცა დაბ­რუნ­და, ელო­დე­ბო­და, რომ გა­უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ძვე­ლი მკვლე­ლო­ბის გამო?

- ელო­დე­ბო­და და ყო­ველ­თვის ფრთხი­ლა­დაც იყო ამის გამო. კარ­გი იუ­მო­რი ჰქონ­და და ხში­რად ხუმ­რობ­და: ერთი დღეც იქ­ნე­ბა, სა­დღაც ჩა­მა­ძაღ­ლე­ბე­ნო. ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე სიკ­ვდი­ლი ემუქ­რე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვი­ღაც სა­დარ­ბა­ზო­შიც დახ­ვდა მო­საკ­ლა­ვად, მაგ­რამ მა­შინ იმარ­ჯვა, შეს­ვლის დროს შე­ამ­ჩნია თავ­დამ­სხმე­ლი და და­მიზ­ნე­ბულ ია­რაღ­ზე ხელი აუკ­რა.

-"ვან­ცე­ტა" რა­ტომ მოკ­ლა რა იყო მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი?

- რა­ღაც ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ და ამის გამო "ვან­ცე­ტამ" ქურ­დთან აიყ­ვა­ნა, სა­დაც "სტა­რი­კა" გა­ამ­ტყუ­ნეს. რო­გორც ვიცი, მა­შინ ვან­ცე­ტამ აჩი­კოს ხე­ლიც გა­არ­ტყა, რის­თვი­საც ამან იმ ღა­მეს­ვე მოკ­ლა, როცა საქ­მის გარ­ჩე­ვას მორ­ჩნენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქურდული შურისძიების დეტალები - "სტარიკა" "ვანცეტას" მოკვლისთვის გაასაღეს"

ქურდული შურისძიების დეტალები - "სტარიკა" "ვანცეტას" მოკვლისთვის გაასაღეს"

თელავში, ერეკლე მეფის ქუჩაზე 35 წლის წარსულში ნასამართლევი არჩილ მაისურაძე ჩაცხრილეს. მაისურაძე ადგილობრივ რეფერალურ სავადმყოფოში ცოცხალი შეიყვანეს, თუმცა ოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ცნობილია, რომ მაისურაძე, იგივე "სტარიკა" 12 წლის წინ გაასამართლეს ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელად "ვანცეტას" მკვლელობისათვის. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ შურისძიების მიზნით დასდევდნენ მოსაკლავად. თელავში მომხდარი მკვლელობის შესახებ გარდაცვლილის მეგობარი ზაზა კევლიშვილი გვესაუბრა.

- "სტარიკა" წუხელ გვიან ღამით მოკლეს ქალაქის ცენტრში. რამდენიმე ადამიანი იყო მკვლელთან ერთადო, მაგრამ ერთი, ვინც ისროლა, ჩაფხუტით ყოფილა და "ბრონჟილეტი" ცმია.

- მკვლელობის ძირითადი მიზეზი რა იყო?

- აჩიკომ წლების წინ თელაველი კანონიერი ქუდი "ვანცეტა" მოკლა, რისთვისაც 7 წელი იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ ევროპაში წავიდა, რადგან მოკვლით ემუქრებოდნენ და საქართველოში აღარ დაედგომებოდა. დედამისი ესპანეთში ცხოვრობს და მასთან იყო წლების განმავლობაში. ბოლოს რაღაც პრობლემები შეექმნა და დეპორტით გამოუშვეს ევროპიდან. მისთვის ეს პირველი თავდასხმა არ იყო, იქაც არ ასვენებდნენ, ერთხელ გერმანიაშიც ესროლეს, მაგრამ მაშინ გადარჩა. ერთი სიტყვით, "ვანცეტას" მოკვლისთვის გაასაღეს.

-საქართველოში როცა დაბრუნდა, ელოდებოდა, რომ გაუსწორდებოდნენ ძველი მკვლელობის გამო?

- ელოდებოდა და ყოველთვის ფრთხილადაც იყო ამის გამო. კარგი იუმორი ჰქონდა და ხშირად ხუმრობდა: ერთი დღეც იქნება, სადღაც ჩამაძაღლებენო. ყველა ფეხის ნაბიჯზე სიკვდილი ემუქრებოდა. რამდენიმე თვის წინ ვიღაც სადარბაზოშიც დახვდა მოსაკლავად, მაგრამ მაშინ იმარჯვა, შესვლის დროს შეამჩნია თავდამსხმელი და დამიზნებულ იარაღზე ხელი აუკრა.

-"ვანცეტა" რატომ მოკლა რა იყო მათ შორის დაპირისპირების მიზეზი?

- რაღაც ჩხუბი მოუვიდათ და ამის გამო "ვანცეტამ" ქურდთან აიყვანა, სადაც "სტარიკა" გაამტყუნეს. როგორც ვიცი, მაშინ ვანცეტამ აჩიკოს ხელიც გაარტყა, რისთვისაც ამან იმ ღამესვე მოკლა, როცა საქმის გარჩევას მორჩნენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია