სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ უნდა დაიცვას თავი აბიტურიენტმა თაღლითური სქემებით მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისგან?!
როგორ უნდა დაიცვას თავი აბიტურიენტმა თაღლითური სქემებით მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისგან?!

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა +" აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "რა უნდა იცო­დეს აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, თაღ­ლი­თე­ბის მა­ხე­ში რომ არ გა­ე­ბას?!"

უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვაა, როცა აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებს ავ­ტო­რი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო წლებ­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას კარ­გავს და ახალ­გაზ­რდა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ არის.

ავ­ტო­რი­ზა­ცია არის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რა, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­სა­ცე­მად შე­სა­ბა­მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო არ აღი­ა­რებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე მო­მუ­შა­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას და, შე­სა­ბა­მი­სად, დიპ­ლომს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ რო­მე­ლი­მე არა­ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი იუ­რი­დი­უ­ლი პირი სტუ­დენტს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ აღი­ა­რე­ბულ დიპ­ლომს ჰპირ­დე­ბა, ამას შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭოს და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი უნდა და­ინ­ტე­რეს­დნენ.

რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს სტუ­დენ­ტი ამ შემ­თხვე­ვა­ში და რო­გორ უნდა და­იც­ვას თავი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბით მოქ­მე­დი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან?! ამ შე­კი­თხვებს გა­ზეთ "ქრო­ნი­კა +"-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ლაშა მარ­გიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა.

- და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ავ­ტო­რი­ზა­ცია 5 წლის ვა­დით ენი­ჭე­ბა მაგ­რამ შე­საძ­ლოა, სწავ­ლე­ბის მე­ო­რე ან მე­სა­მე წელს რო­მე­ლი­მე სტან­დარ­ტი ვე­ღარ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს და ავ­ტო­რი­ზა­ცია გა­უ­უქ­მდეს. გარ­და იმი­სა, რომ ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტუ­დენტს 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა სტა­ტუ­სი, ის შეძ­ლებს ისარ­გებ­ლოს მო­ბი­ლო­ბის უფ­ლე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მო­ბი­ლო­ბის გა­და­სა­ხა­დი არ ვრცელ­დე­ბა. ანუ ამ შემ­თხვე­ვა­ში სტუ­დენ­ტის უფ­ლე­ბა სრუ­ლად არის და­ცუ­ლი. ზუს­ტად ასე მოხ­და, როცა "აიბი ევრო-კავ­კა­სი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტს" ხუ­თწ­ლი­ა­ნი ვადა გა­უ­ვი­და და ახა­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცია ვერ მი­ი­ღო. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, სტუ­დენ­ტე­ბი მო­ბი­ლო­ბის წე­სით გა­და­ვიდ­ნენ სხვა ავ­ტო­რი­ზე­ბულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აღარ აქვს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაა, აც­ნო­ბოს თა­ვის სტუ­დენ­ტებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და­კარ­გვის შე­სა­ხებ. თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სტუ­დენ­ტე­ბი მო­ა­ტყუა და თაღ­ლი­თუ­რი გზით სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­ახ­დე­ვი­ნა, ამას შე­იძ­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ნი­ჭოს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს, გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და ჩვენს ვებგ­ვერ­დზე პირ­და­პირ არის ჩა­მოთ­ვლი­ლი, რო­მე­ლია ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და რო­მე­ლი არა. NAEC-ის ვებგ­ვერ­დზე მხო­ლოდ ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ჩვენს ვებგ­ვერ­დზე კი ლი­ცენ­ზი­რე­ბულ რე­ჟიმ­ში მყო­ფი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­საც იხი­ლავთ. შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლებ­ლის არ­ჩე­ვი­სას სტუ­დენტს და მშო­ბელს უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჰმარ­თებთ, რათა სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ უნდა დაიცვას თავი აბიტურიენტმა თაღლითური სქემებით მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისგან?!

როგორ უნდა დაიცვას თავი აბიტურიენტმა თაღლითური სქემებით მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისგან?!

გაზეთი "ქრონიკა +" აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა, თაღლითების მახეში რომ არ გაებას?!"

უამრავი შემთხვევაა, როცა აბიტურიენტი აბარებს ავტორიზებულ დაწესებულებაში, რომელიც მომდევნო წლებში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ავტორიზაციას კარგავს და ახალგაზრდა ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.

ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი სტანდარტის დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო არ აღიარებს ავტორიზაციის გარეშე მომუშავე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო საქმიანობას და, შესაბამისად, დიპლომს.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე არაავტორიზებული იურიდიული პირი სტუდენტს საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს ჰპირდება, ამას შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია და, შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

როგორ უნდა მოიქცეს სტუდენტი ამ შემთხვევაში და როგორ უნდა დაიცვას თავი თაღლითური სქემებით მოქმედი უმაღლესი სასწავლებლებისგან?! ამ შეკითხვებს გაზეთ "ქრონიკა +"-თან საუბარში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა მარგიშვილმა უპასუხა.

- დაწესებულებას ავტორიზაცია 5 წლის ვადით ენიჭება მაგრამ შესაძლოა, სწავლების მეორე ან მესამე წელს რომელიმე სტანდარტი ვეღარ დააკმაყოფილოს და ავტორიზაცია გაუუქმდეს. გარდა იმისა, რომ ასეთი დაწესებულების სტუდენტს 5 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება სტატუსი, ის შეძლებს ისარგებლოს მობილობის უფლებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ კატეგორიის სტუდენტებისთვის მობილობის გადასახადი არ ვრცელდება. ანუ ამ შემთხვევაში სტუდენტის უფლება სრულად არის დაცული. ზუსტად ასე მოხდა, როცა "აიბი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტს" ხუთწლიანი ვადა გაუვიდა და ახალი ავტორიზაცია ვერ მიიღო. ამ შემთხვევაშიც, სტუდენტები მობილობის წესით გადავიდნენ სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში. რაც შეეხება სტუდენტების არაინფორმირებულობას, იქიდან გამომდინარე, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ აქვს, დაწესებულების მოვალეობაა, აცნობოს თავის სტუდენტებს ავტორიზაციის დაკარგვის შესახებ. თუ დაწესებულების ხელმძღვანელობამ სტუდენტები მოატყუა და თაღლითური გზით სწავლის საფასური გადაახდევინა, ამას შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭოს. განათლების სამინისტროს, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და ჩვენს ვებგვერდზე პირდაპირ არის ჩამოთვლილი, რომელია ავტორიზებული დაწესებულება და რომელი არა. NAEC-ის ვებგვერდზე მხოლოდ ავტორიზებული დაწესებულებების ჩამონათვალია, ჩვენს ვებგვერდზე კი ლიცენზირებულ რეჟიმში მყოფი დაწესებულებების ჩამონათვალსაც იხილავთ. შესაბამისად, სასწავლებლის არჩევისას სტუდენტს და მშობელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰმართებთ, რათა სწორი არჩევანი გააკეთონ.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?