სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
იაპონია საქართველოს 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს
 იაპონია საქართველოს 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ია­პო­ნია სა­ქარ­თვე­ლოს არა­საპ­რო­ექ­ტო საგ­რან­ტო დახ­მა­რე­ბის სა­ხით 5 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­უ­ყოფს. ურ­თი­ერ­თგაც­ვლით ნო­ტებ­ზე ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა 500 000 000 ია­პო­ნუ­რი იე­ნის (და­ახ­ლო­ე­ბი­თი 5 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი) სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას არა­საპ­რო­ექ­ტო საგ­რან­ტო დახ­მა­რე­ბის სა­ხით ხვალ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ურ­თი­ერ­თგაც­ვლით ნო­ტებ­სა და შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ია­პო­ნი­ის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­შიო კა­ი­ტა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი მო­ა­წე­რენ ხელს. ღო­ნის­ძი­ე­ბას შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კოც და­ეს­წრე­ბა.

რო­გორც ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი არა­საპ­რო­ექ­ტო საგ­რან­ტო დახ­მა­რე­ბა გა­მიზ­ნუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ასე­ვე, სხვა მსგავ­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის და მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ძე­ნად. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ საგ­რან­ტო დახ­მა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თა­ვის წვლილს შე­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­დი­ცი­ნო და სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.

ია­პო­ნი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში (ODA) სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი საგ­რან­ტო დახ­მა­რე­ბის, ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დახ­მა­რე­ბის (ODA) სეს­ხის სა­ხით. ია­პო­ნი­ის მიერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის დახ­მა­რე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ შე­ად­გი­ნა 369 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ფარ­თო სპექტრს ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რე­ბი­ცაა ეკო­ნო­მი­კუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი სექ­ტო­რი, კულ­ტუ­რა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

იაპონია საქართველოს 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

 იაპონია საქართველოს 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

იაპონია საქართველოს არასაპროექტო საგრანტო დახმარების სახით 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ურთიერთგაცვლით ნოტებზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც შეეხება 500 000 000 იაპონური იენის (დაახლოებითი 5 მილიონი აშშ დოლარი) საქართველოსთვის უზრუნველყოფას არასაპროექტო საგრანტო დახმარების სახით ხვალ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართება.

ურთიერთგაცვლით ნოტებსა და შესაბამის დოკუმენტაციას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მოაწერენ ხელს. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც დაესწრება.

როგორც იაპონიის საელჩოში განმარტავენ, აღნიშნული არასაპროექტო საგრანტო დახმარება გამიზნულია სამედიცინო, სოციალური დახმარების აღჭურვილობის, ასევე, სხვა მსგავსი აღჭურვილობის და მომსახურების შესაძენად. მოსალოდნელია, რომ საგრანტო დახმარების განხორციელება თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სამედიცინო და სოციალური უზრუნველყოფის სერვისების გაუმჯობესებაში.

იაპონიამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით განახორციელა ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA) სხვადასხვა მიმართულების პროექტები საგრანტო დახმარების, ტექნიკური თანამშრომლობისა და ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA) სესხის სახით. იაპონიის მიერ ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოს მიმართ შეადგინა 369 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოიცავს ფართო სპექტრს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობა და სოციალური სექტორი, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია