სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ოთხი პოლიტიკური ძალა, რომელიც საკრებულოში ადგილს მიიღებს
ოთხი პოლიტიკური ძალა, რომელიც საკრებულოში ადგილს მიიღებს

ცეს­კო-ს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით მან­და­ტე­ბის მი­ღე­ბას ოთხი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა შეძ­ლებს.

პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით ყვე­ლა­ზე მეტ დე­პუ­ა­ტატს საკ­რე­ბუ­ლო­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" შე­იყ­ვანს, რო­მელ­მაც პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში 150 052 ხმა მო­აგ­რო­ვა, რაც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­თა 45.96%-ს შე­ად­გენს.

მე­ო­რე ად­გილ­ზეა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" 85 326 ხმით, რაც 26.13%-ს შე­ად­გენს.

საკ­რე­ბუ­ლო­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით მან­დატს მი­ი­ღებს "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე-ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­აც", რო­მელ­მაც ხმა­თა 10.35%, 33794 ხმა მი­ი­ღო.

ყვე­ლა­ზე ცოტა მან­და­ტი კი "და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი – სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" ექ­ნე­ბა, რო­მელ­მაც ხმა­თა 6.37% მო­აგ­რო­ვა.

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე და­ნარ­ჩენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა 4 პრო­ცენ­ტი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხეს.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში პრო­პორ­ცი­უ­ლი სიით 25 დე­პუ­ტა­ტი უნდა შე­ვი­დეს. ასე­ვე 25 მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი წე­სით არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტი იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ 25 დან 24 მა­ჟო­რი­ტა­რულ მან­დატს "ქა­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტე­ბი აი­ღე­ბენ.

თბი­ლის­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი 918 661 ამომ­რჩევ­ლი­დან, 342 996 მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ოთხი პოლიტიკური ძალა, რომელიც საკრებულოში ადგილს მიიღებს

ოთხი პოლიტიკური ძალა, რომელიც საკრებულოში ადგილს მიიღებს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით მანდატების მიღებას ოთხი პოლიტიკური ძალა შეძლებს.

პროპორციული სიით ყველაზე მეტ დეპუატატს საკრებულოში "ქართული ოცნება" შეიყვანს, რომელმაც პროპორციულ არჩევნებში 150 052 ხმა მოაგროვა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 45.96%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 85 326 ხმით, რაც 26.13%-ს შეადგენს.

საკრებულოში პროპორციული სიით მანდატს მიიღებს "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციაც", რომელმაც ხმათა 10.35%, 33794 ხმა მიიღო.

ყველაზე ცოტა მანდატი კი "დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" ექნება, რომელმაც ხმათა 6.37% მოაგროვა.

არჩევნებში მონაწილე დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა 4 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.

თბილისის საკრებულოში პროპორციული სიით 25 დეპუტატი უნდა შევიდეს. ასევე 25 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება წარმოდგენილი. უკვე ცნობილია, რომ 25 დან 24 მაჟორიტარულ მანდატს "ქათული ოცნების" კანდიდატები აიღებენ.

თბილისში თვითმმართველობის არჩევნებში რეგისტირებული 918 661 ამომრჩევლიდან, 342 996 მიიღო მონაწილეობა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა