ღარიბაშვილი მარგველაშვილს მორიგ უფლებამოსილებას ჩამოართმევს

 ღარიბაშვილი მარგველაშვილს მორიგ უფლებამოსილებას ჩამოართმევს

საქართველოს პრეზიდენტს შესაძლოა კიდევ ერთი უფლებამოსილება ჩამოერთვას. საუბარია ამჯერად შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ეროვნულ პრემიებზე , რომელთა მინიჭების პრეროგატივა აქამდე სწორედ ქვეყნის პირველ პირს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სხდომაზე დღეს გადის საკითხი, რომლისთაც აღნიშნული პრემიების მინიჭების უფლება პრეზიდენტისგან პრემიერ-მინისტრის ხელში გადადის.

საკითხი მთავრობის სხდომაზე კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას გააქვს, თუმცა სხდომას, მის ნაცვლად, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ესწრება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა