რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია

რიკოთზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მეწყერსაშიში ზონა ამ ეტაპისთვის შემოფარგლულია და მიმდინარეობს პრევენციული სამუშაოები, რაც მოიცავს მთის ფერდობის გაწმენდას მსხვილი ქვებისა და გადმოწოლილი ხეებისაგან.

"აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე შეზღუდვები 3-5 წუთით წესდება. გაწმენდით სამუშაოებს ალპინისტთა ჯგუფი აწარმოებს, რომელიც გზის მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიის მიერ არის დაქირავებული", - აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, მთის ფერდის გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები ხვალ სრულად დასრულდება.

146-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის შემთხვევაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს კვლავ განახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია