მოპარული საბურავები, სუფრა, ძაღლი საარჩევნო უბანზე და შორტიანი ამომრჩეველი - არჩევნები 2014 სოცქსელებში

მოპარული საბურავები, სუფრა, ძაღლი საარჩევნო უბანზე და შორტიანი ამომრჩეველი - არჩევნები 2014 სოცქსელებში

სოციალურ ქსელებში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურებიან და დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს აჯამებენ.

1. მარტვილში ბიულეტინები და საარჩევნო ყუთი გაიტაცეს.

2. ფონიჭალაში სუფრა გაშალეს საარჩევნო უბანთან.

3.ანაკლიაში საარჩევნო პროცესი 32-ე უბანში 2012 წელს გაუჩინარებული აბულაძის დედამ ჩაშალა.

4. ახალციხეში კომისიის წევრი გარდაიცვალა.

5. ქობულეთში შორტის გამო არ შეუშვეს ამომრჩეველი.

6. დმანისში, სოფ. მთისძირში მისულ დამკვირვებლებს უბანი დაკეტილი დახვდათ. რამდენიმეხნიანი ბრახუნის შემდეგ კი დამკვირვებლებს შიგნიდან გამოსძახეს: "ვინ გნებავთო".

7 შს მინისტრს პირადობა დარჩა სახლში.

8. ხონში საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ვარდიკო კაკაბაძეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის შესაბამის გრაფაში მისი ფოტოს ნაცვლად კაცის ფოტო დახვდა.

9. ცესკოს მიერ დამოწმებული სიით, ნაძალადევის მე-9 ოლქის 86-ე უბანი არის ადაპტირებული. თუმცა, უბანზე მისულ "სამართლიანი არჩევნების" შშმ დამკვირვებელმა ვერ შეძლო უბანზე შესვლა, რადგან უბანი მეორე სართულზეა განთავსებული.

10. ყარაჯალაში (თელავში) ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

11. რუსთავის საარჩევნო უბნიდან ძაღლი გაჭირვებით გაიყვანეს გარეთ.

12. ხონში, 27-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ვადაზე 10 წუთით ადრე, 07:50 წუთზე დაიწყო. კომისიის თავმჯომარემ განაცხადა რომ ყველა პროცედურა უკვე შესრულები გვქონდა და გარეთ ამომრჩეველი იცდიდა, მა რა გვექნაო.

13. ბიძინა ივანიშვილმა ნარმანიას ხმა ვერ მისცა.

14. ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სოფელ გიორგეთში, კენჭისყრის შენობაში "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან" წარმომადგენელი ლოცულობს. როგორც ქალბატონმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მას სურს რომ საქართველოში მშვიდობა იყოს და არჩევნებში "ნინო ბურჯანაძე ერთიანმა ოპოზიციამ" გაიმარჯვოს.

15. წალკის სოფელ ჩოლიანის N21 საარჩევნო უბანზე საუბნო კომისიამ ამომრჩევლის კაბინის აწყობა ვერ მოახერხა. შედეგად, რამდენიმე საათი ამომრჩევლები ხმას "ჩაცუცქულ" მდგომარეობაში აძლევდნენ.

16. ზუგდიდის ოლქის N42 უბანზე, დარჩელში, საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი კონვერტები აღმოაჩინეს. კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ გიგიბერია აცხადებს, რომ ამ კონვერტების არსებობის შესახებ ამ დრომდე არაფერი იცოდა. კონვერტები ამჟამად დალუქულია.

17. მარნეულის საოლქო კომისიის N42 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის მდივანმა არ იცის ქართული ენა და ამის გამო მდივნის ფუნქციას არაუფლებამოსილი პირი - კომისიის სხვა წევრი - ასრულებს.

18. ზურაბ ჭიაბერაშვილის ცნობით, დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ალექსანდრე ჯალაბაძეს "შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა".

19. პატრიარქს საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები თავშლებით დახვდნენ და საკმეველი აკმიეს.

20. ლაგოდეხში ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარში მამა თევდორემ პარაკლისი გადაიხადა კოალიცია "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის კარლო ჯამბურიასთვის.

21. ქუთაისის 43-ე საარჩვენო უბანზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა.

22. ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატს ავტომობილზე საბურავები მოუხსნეს.

ნახეთ ვიდეო: ქობულეთელი მამაკაცი, რომელიც საარჩევნო უბანზე შორტის გამო არ შეუშვეს

იხილეთ ასევე: ქობულეთში შორტის გამო ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს

პოლიციამ საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტინები იპოვა

რუსთავის საარჩევნო უბნიდან ძაღლი გააგდეს

ქუთაისის 43-ე საარჩვენო უბანზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა

ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ თბილისში მისცა ხმა

ახალქალაქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი გარდაიცვალა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს