"ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანში არჩევნები ჩაიშალა"

"ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანში არჩევნები ჩაიშალა"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანში არჩევნები ჩაიშალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, ზუგდიდის რაიონის 32-ე უბანში (ანაკლია) არჩევნები, საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი გარდაცვლილის, აბულაძის ნათესავების შეჭრის გამო ჩაიშალა.

მათივე ინფორმაციით, დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და მისმა წარმომადგენლებმა ხელი არ შეუშალონ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, ბოლნისის 48-ე უბანზე (ტალავერის თემი) პარტიის წარმომადგენელს მაჟორიტარობის კანდიდატის ძმამ, აბას აბასოვმა ჩამოაგლიჯა სამკერდე ნიშანი და საუბნო კომისიის თავმჯდომარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს აღარ უშვებდა უბანზე იმ მოტივით, რომ მას აღარ ჰქონდა სამკერდე ნიშანი.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა