მომღერლების სია, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" სიმღერები "შესწირეს" - ვინ არიან "ოცნების მომღერლები"

მომღერლების სია, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" სიმღერები "შესწირეს" - ვინ არიან "ოცნების მომღერლები"

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შეხვედრების მუსიკალური ჰანგებით გაფორმება დემოკრატიული საქართველოს ისტორიისთვის არახალი ხილია. ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჯემალ სეფიაშვილისა და მაშინდელი შოუბიზნესის ნაღები საზოგადოების მიერ შესრულებული "გიხაროდენის" შემდეგ, რომლითაც ისინი მხარდაჭერას მაშინდელ მმართველ ძალას - "მოქალაქეთა კავშირსს" უცხადებდნენ, ქართულ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი საკმაოდ დიდი რეპერტუარი დაუგროვდა - მხარდამჭერ მომღერლებს ყოველთვის პოულობდნენ პოლიტიკური პარტიები და განსაკუთრებით მმართველი ძალები.

მას შემდეგ, რაც "მოქალაქეთა კავშირმა" მმართველობა დაკარგა, მას შოუბიზნესიდან გულშემატკივარი მომღერლებიც დაუცოტავდნენ. სამაგიეროდ, მათი რიგები გაჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აქციებზე. ყოფილი მმართველი გუნდის მხარდამჭერი სიმღერებიც, ბუნებრივად, ახალი სახელისუფლებო ძალის საგულშემატკივრო რეპერტუარმა ჩაანაცვლა, 90-იანი წლების ჰიტად ქცეულმა "გიხაროდენმა" კი ქართული შოუბიზნესის ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა – (დიდი დიდი Youtube-ზე უყუროთ).

წლების შემდეგ ისტორია ისევ მეორდება... დღეს უკვე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მომღერლების რიგები გამეჩხერდა. "ყოფილი მმართველი გუნდის" სტატუსმა გავლენა მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი ჰიტებზეც იქონია და ყველაზე პოპულარული"მიშა მაგარია" და "ჩემი გმირი გიწოდეც" კი, დავიწყებას მისცა...

...დღეს ქართული შოუბიზნესის ნაწილი ახალი ძალისთვის მღერის. მომღერალთა ფავორიტი ისევ სახელისუფლებო კოალიციაა. პროფესიის შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად ისინი მღერიან და მღერიან, ზოგიერთი მათგანი ერთ კონცერტზე 20 სიმღერასაც...

უფრო კონკრეტულად, Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ გაერთიანება "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" საკუთარი სიმღერა 10-ზე მეტმა მომღერალმა თუ მუსიკოსმა "შესწირა", მათ მიერ კოალიციის მხარდასაჭერად შესრულებული ჰანგები კი,"ქართული ოცნების" ანგარიშზე "უფასო შემოწორულების" სახით ირიცხება.

მაგალითად: "ქართულ ოცნების" სასარგებლოდ მომღერლებმა მაია ჯაბუამ, კახა კუხიანიძემ და კომპოზიტორმა ქეთი გაბისიანმა 500-500 ლარის არაფულადი შემოწირულება განახორციელეს - სამივე მათგანმა 31 მაისს, წყნეთში გამართულ ღონისძიებაზე უსასყიდლოდ 2-2 სიმღერა იმღერეს. ამავე ღონისძიებაზე კოალიციის მხარდასაჭერად 4-4 მუსიკალური ნომერი შეასრულეს ხვიჩა მაღლაკელიძემ და დიმიტრი საკანდელიძემ, 2 - მარიამ კახელიშვილმა.

გარდა ამისა, "ქართული ოცნების" შემომწირველ მომღერლებს შორისაა კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ". Ambebi.ge-ს ინფორმაციით, "კაბუმ" 10 ივნისს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მე-7 კორპუსის მიმდებარე ტერიტორაზე გამართულ ღონისძიებაზე უსასყიდლოდ 3 სიმღერა იმღერა, რითაც კოალიციის სასარგებლოდ 250 ლარის არაფულადი შემოწირულება განახორციელა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მმართველი ძალის ყველა გულმხურვალე მხარდამჭერი დავით ხუჯაძეა. მან 8 ივნისს, ფოთში გამართულ კონცერზე 20 სიმღერა შეასრულა და არც ერთში ჰონორარი არ აუღია. როგორც Ambebi.ge-მ შეიტყო, ხუჯაძის "თავდადება" ოცნების ანგარიშზე 2 ათასი ლარის უფასო შემოწირულებად აისახა.

ცნობისთვის, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა გასულ ორ თვეში ფინანსური შემოწირულების სახით ჯამში 4 589 286 ლარი მიიღეს.

უფრო კონკრეტულად, 14 აპრილიდან 13 ივნისის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულება პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სასარგებლოდ განხორციელდა. მმართველმა კოალიციამ შემოწირულების სახით 3 742 430 ლარი მიიღო.

შემოწირულების რაოდენობის კუთხით მეორე ადგილზეა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 297 362 ლარით და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 274 499 ლარით.

ლელა ბაღდავაძე, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა