სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კიტოვანი კახეთში მასშტაბურ ნარკობიზნესზე საუბრობს - "ვაპირებ ბრძოლა გამოვუცხადო ნარკომანიას და ბარიგებს"
კიტოვანი კახეთში მასშტაბურ ნარკობიზნესზე საუბრობს - "ვაპირებ ბრძოლა გამოვუცხადო ნარკომანიას და ბარიგებს"

თენ­გიზ კი­ტო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და 17 მა­ი­სის აქ­ცი­ა­ზე გა­მო­ჩე­ნას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ჯერ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­შე "გა­ი­ლაშ­ქრა", შემ­დეგ კი პრე­ზი­დენტს ია­რა­ღი სთხო­ვა. კი­ტო­ვა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მაც გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა და იკი­თხა, რა უნდა ამ კაცს, რას და­დი­სო. Ambebi.ge თენ­გიზ კი­ტო­ვანს ესა­უბ­რა.

– ღა­რი­ბაშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი უთ­ქვამს ჩემს შე­სა­ხებ, მეს­მის რა­ტომ თქვა ეს. კაი კა­ცია ირაკ­ლი, პატ­რი­ო­ტი, რა­დი­კა­ლუ­რად ლა­პა­რა­კი არ შე­უძ­ლია. მა­გას უკ­რძა­ლა­ვენ ლა­პა­რაკს. მარ­გვე­ლაშვლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი კა­ცია და ქვეყ­ნის პატ­რო­ტია. მე უსუ­პოვ­ზე, უსუ­ფაშ­ვილ­ზე ვარ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, კა­ნო­ნი რომ შე­მო­ი­ღო, ევ­რო­კავ­ში­რი რომ გა­ა­ხა­როს. ვინ უშ­ლი­და მა­გათ ხელს? მაგ­რამ გა­ა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რა, ნა­ხეთ ისე­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლე­ბი ვართ, გო­მი­კე­ბი და­დი­ან ჩვენ­თა­ნო. სი­ნამ­დვი­ლე­ში ხალ­ხი და­ღუ­პა ამ კა­ნო­ნის შე­მო­ღე­ბით.

ცოტა ხნის წინ კა­ხეთ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც უცხო ტო­მებს შე­მო­აქვს აუ­რა­ცხე­ლი ნარ­კო­ტი­კი. კა­ხე­ლი კაცი, რო­მე­ლიც გულ­ღია ადა­მი­ა­ნი იყო, დღეს წამ­ლის ქვე­შაა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ხდე­ბა იქ. ღიად ვაჭ­რო­ბენ ნარ­კო­ტი­კე­ბით. ფე­ხებ­ზე კი­დი­ათ ყვე­ლა­ფე­რი, არაფ­რის ეში­ნი­ათ. მე ვა­პი­რებ ბრძო­ლა გა­მო­ვუ­ცხა­დო ნარ­კო­მა­ნი­ას და ბა­რი­გებს, ამი­ტომ ჩა­ვე­დი იქ. ვინც ყი­დის, ის უნდა და­ი­ჭი­რო. ამათ­მა კი მე გა­მა­ჩე­რეს და გამ­ჩხრი­კეს. მან­ქა­ნა­ში, ცოტა შავი ბი­ჭე­ბი მყავ­და, უთხრეს წა­მალს მოგ­ცემთ და და­გი­ჭერ­თო. კომ­პრო­მატს მი­კე­თებ­დნენ მე, წა­იყ­ვა­ნეს, გა­სინ­ჯეს და არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ.მტკივ­ნე­უ­ლია თე­მაა ჩემ­თვის, ქარ­თვე­ლი ნარ­კო­ტი­კით რომ იღუ­პე­ბა. რა­ღა­ცა ბი­ო­ლო­გი­უ­რი შემ­ცვე­ლო­ბის კაპ­ლებს უშ­ვე­ბენ და უგო­ნოდ და­დი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი. მერე ორი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ვი­ლაშ­ქრე, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს, შე­იძ­ლე­ბა იმ­პო­ტენ­ცია და უშ­ვი­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ. ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი აე­როდ­რო­მის გზა­ზე დგას. იმი­ტომ აქვთ მე­ნინ­გი­ტი და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ხალ­ხს. რა­ტომ გა­და­ი­ტა­ნა დამ­პალ­მა მი­შამ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში პარ­ლა­მენ­ტი? ეს იმი­ტომ რომ, აღ­მო­სავ­ლე­თი უცხო­ე­ლებ­ზე გა­ყი­და და უმი­წა­წყა­ლოდ და­ტო­ვა.

– ია­რა­ღის მო­თხოვ­ნა არ და­გიკ­მა­ყო­ფი­ლეს?

– 10-15 ია­რა­ღი მო­ვი­თხო­ვეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, გა­გიჟ­და ხალ­ხი, კი­ტო­ვა­ნი ომს ხო არ იწყებ­სო? ვინ იწყებს 15 ია­რა­ღით ომს? თუ სა­შოვ­ნე­ლი იქ­ნე­ბა, ისე­დაც ვი­შო­ვით ია­რაღს, უბ­რა­ლოდ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მინ­დო­და. შე­იძ­ლე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს წა­ვა­წყდეთ ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლი­სას და დაგ­ვჭირ­დეს ია­რა­ღი. შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი შე­ჯა­ხე­ბა გაგ­ვი­წი­ონ და შე­ი­ა­რა­ღე­ბა უნდა გვქონ­დეს. ამი­ტო­მაც მო­ვი­თხო­ვე ია­რა­ღი.

– სა­უბ­რის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნეთ, რომ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ შავ პი­არს აგო­რე­ბენ, ვის სჭირ­დე­ბა ამს გა­კე­თე­ბა?

– ახლა ვი­თომ გამ­წა­რე­ბუ­ლია ხალ­ხი და ათას რა­ღა­ცას ამ­ბო­ბენ ჩემი მი­სა­მარ­თით. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "კავ­კა­სი­ა­ზე" ვი­ყა­ვი სტუმ­რად, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ცდი­ლობ­დნენ ჩემ­თვის კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბი და­ეს­ვათ, ეს იყო ბოღ­მის გად­მონ­თხე­ვა. ამი­ტომ ავ­დე­ქი და წა­მო­ვე­დი. გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი, ბოღ­მი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან. ისი­ნი იმ ჭო­რებს არი­ან აყო­ლი­ლი, რო­მე­ლიც შე­ვარ­დნა­ძემ აა­გო­რა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ. მე სულ პატ­რი­ო­ტი ვი­ყა­ვი ჩემი ენის და ჩემი ქვეყ­ნის. არც სახ­ლე­ბი და და­ჩე­ბი ამი­შე­ნე­ბია. უფა­სოდ შე­მო­ვი­ტა­ნე მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თი­დან, 6-7 მი­ლი­არ­დის ტექ­ნი­კა გა­მო­ვარ­თვი რუ­სეთს და ჯარი გა­ვაძ­ლი­ე­რე. ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჯარი, არ ვიცი. მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ვხვდე­ბი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჯარი, რო­მე­ლიც 3 დღე­ში გა­მო­იქ­ცა ოსე­თი­დან. როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, იყო არას­წო­რი სვლე­ბი ყვე­ლა მხრი­დან, მა­შინ­დე­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცია - ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძე, შენ­გე­ლი­ე­ბი, ყვე­ლა ჩემს მხა­რეს იყო. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მე, ზვი­ა­დი და მე­რაბ კოს­ტა­ვა ერთ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დით. ის მა­შინ იყო ძლი­ე­რი, როცა გვარ­დია იცავ­და. 19 აგ­ვის­ტოს გამ­სა­ხურ­დი­ამ ის ტოტი მოჭ­რა, რო­მელ­ზეც იჯდა, და­ი­თხო­ვა გვარ­დია და აღ­ზევ­და ოპო­ზი­ცია. მე სას­წრა­ფოდ გა­ვიყ­ვა­ნე გვარ­დია ხე­ო­ბა­ში საწ­ვრთნე­ლად. ზვი­ა­დიმ ტე­რი­ტო­რია მან­ქა­ნე­ბით შე­მო­სა­ზღვრა, ცუ­დია როცა პრეზ­დენ­ტი ამას აკე­თებს. მა­შინ გაჩ­ნდნენ ე.წ. "კარ­ვის ქა­ლე­ბი", იყო აქ­ცი­ე­ბი, უკი­ოდ­ნენ ზვი­ა­დის ჩა­უ­სეს­კო, მა­უ­სეს­კო და გა­და­დე­ქიო. მე ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­დი აფხა­ზეთ­ში. ჯაბა იო­სე­ლი­ა­ნი და მისი მომ­ხრე­ე­ბი კურ­დღლე­ბი­ვით იმა­ლე­ბოდ­ნენ ტყე­ში. ხონი მე და­ვიხ­სე­ნი ლოთი ქო­ბა­ლი­ას­გან, გია ჭან­ტუ­რი­ამ მთხო­ვა, ვი­თომ მე და­ვიხ­სე­ნი ხო­ნიო. ყვე­ლა ჩემი ხალ­ხით სპე­კუ­ლი­რებ­და.

–ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ღირს ხე­ლის მო­წე­რა?

– გინ­დათ მო­ა­წე­რეთ, გინ­და არა, ამას სხვა რა­ღა­ცა მოს­დევს. ფაქ­ტობ­რი­ვად, რუ­სებ­მა გა­ყი­დეს აფხა­ზე­თი. რო­გორც სომ­ხე­თი გა­ყი­დეს 1994 წელს. ევ­რო­კავ­ში­რი ცუ­დად იმოქ­მე­დებს რუ­სულ-ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ზე. ამას ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უნდა. სამი დღის წინ ვი­ყა­ვი აჭა­რა­ში, და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. მო­სახ­ლე­ო­ბა ია­რა­ღით გა­მო­ყა­რეს თურ­ქმა ჯა­რის­კა­ცებ­მა სახ­ლე­ბი­დან. ვნა­ხე, რომ რთუ­ლად არის საქ­მე. ბა­თუმ­ში ქარ­თვე­ლებს სცე­მენ თურ­ქე­ბი, თუ ქარ­თველ­მა და­არ­ტყა, იჭე­რენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად ვი­თარ­დე­ბა და იბოღ­მე­ბა ხალ­ხი. ერთ დღეს შე­იძ­ლე­ბა ცუდი რე­ზო­ნან­სი მი­ვი­ღოთ. არ ვარ მთავ­რო­ბის კაცი. თურ­ქეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს, მაგ­რამ არა ისე­თი, რომ ჩვე­ნი მი­წე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი იყი­დონ. ეს მი­შას პო­ლი­ტი­კის ნა­ყო­ფია. მა­გან გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი, ქარ­თვე­ლი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო აფხა­ზეთ­ში.

– ამ­ბო­ბენ, რომ რუ­სე­თის კაცი ხართ...

–მე მაბ­რა­ლებ­დნენ სა­ჯა­ი­ას მკვლე­ლო­ბას, კი­ტო­ვან­მა რა­ღა­ცე­ბი და­წე­რა და თავი იმი­ტომ მო­იკ­ლაო. სა­ჯა­ია სხვა­ნა­ი­რი კაცი იყო და მოკ­ლეს. დვა­ლიშ­ვი­ლიც მოკ­ლეს, იმი­ტომ რომ შე­ვარ­დნა­ძის ოჯახ­მა წა­ი­ღო მთე­ლი ფი­ნან­სე­ბი. მე ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი მაქვს, ვის ვის­თან ჰქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბა, და­ვი­ღა­ლე მტკი­ცე­ბით, ცო­ცხა­ლი ის­ტო­რია ვარ, მალე წიგნს დავ­წერ და იქ გა­ი­გებთ ყვე­ლა­ფერს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კიტოვანი კახეთში მასშტაბურ ნარკობიზნესზე საუბრობს - "ვაპირებ ბრძოლა გამოვუცხადო ნარკომანიას და ბარიგებს"

კიტოვანი კახეთში მასშტაბურ ნარკობიზნესზე საუბრობს - "ვაპირებ ბრძოლა გამოვუცხადო ნარკომანიას და ბარიგებს"

თენგიზ კიტოვანი საქართველოში დაბრუნებას და 17 მაისის აქციაზე გამოჩენას ხმაური მოჰყვა. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯერ სექსუალური უმცირესობების წინაშე "გაილაშქრა", შემდეგ კი პრეზიდენტს იარაღი სთხოვა. კიტოვანის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა განცხადება და იკითხა, რა უნდა ამ კაცს, რას დადისო. Ambebi.ge თენგიზ კიტოვანს ესაუბრა.

– ღარიბაშვილს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს ჩემს შესახებ, მესმის რატომ თქვა ეს. კაი კაცია ირაკლი, პატრიოტი, რადიკალურად ლაპარაკი არ შეუძლია. მაგას უკრძალავენ ლაპარაკს. მარგველაშვლი განათლებული კაცია და ქვეყნის პატროტია. მე უსუპოვზე, უსუფაშვილზე ვარ გაბრაზებული, კანონი რომ შემოიღო, ევროკავშირი რომ გაახაროს. ვინ უშლიდა მაგათ ხელს? მაგრამ გააოფიციალურა, ნახეთ ისეთი დემოკრატიულები ვართ, გომიკები დადიან ჩვენთანო. სინამდვილეში ხალხი დაღუპა ამ კანონის შემოღებით.

ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, სადაც უცხო ტომებს შემოაქვს აურაცხელი ნარკოტიკი. კახელი კაცი, რომელიც გულღია ადამიანი იყო, დღეს წამლის ქვეშაა, წარმოიდგინეთ, რა ხდება იქ. ღიად ვაჭრობენ ნარკოტიკებით. ფეხებზე კიდიათ ყველაფერი, არაფრის ეშინიათ. მე ვაპირებ ბრძოლა გამოვუცხადო ნარკომანიას და ბარიგებს, ამიტომ ჩავედი იქ. ვინც ყიდის, ის უნდა დაიჭირო. ამათმა კი მე გამაჩერეს და გამჩხრიკეს. მანქანაში, ცოტა შავი ბიჭები მყავდა, უთხრეს წამალს მოგცემთ და დაგიჭერთო. კომპრომატს მიკეთებდნენ მე, წაიყვანეს, გასინჯეს და არაფერი გამოუვიდათ.მტკივნეულია თემაა ჩემთვის, ქართველი ნარკოტიკით რომ იღუპება. რაღაცა ბიოლოგიური შემცველობის კაპლებს უშვებენ და უგონოდ დადიან ახალგაზრდები. მერე ორი ლაბორატორიის წინააღმდეგ გავილაშქრე, რომელიც ბავშვების დაავადებას იწვევს, შეიძლება იმპოტენცია და უშვილობა გამოიწვიოს ამ ლაბორატორიამ. ეს ლაბორატორიები აეროდრომის გზაზე დგას. იმიტომ აქვთ მენინგიტი და ფილტვების ანთება ხალხს. რატომ გადაიტანა დამპალმა მიშამ დასავლეთ საქართველოში პარლამენტი? ეს იმიტომ რომ, აღმოსავლეთი უცხოელებზე გაყიდა და უმიწაწყალოდ დატოვა.

– იარაღის მოთხოვნა არ დაგიკმაყოფილეს?

– 10-15 იარაღი მოვითხოვეთ ოფიციალურად, გაგიჟდა ხალხი, კიტოვანი ომს ხო არ იწყებსო? ვინ იწყებს 15 იარაღით ომს? თუ საშოვნელი იქნება, ისედაც ვიშოვით იარაღს, უბრალოდ ოფიციალურად მინდოდა. შეიძლება წინააღმდეგობებს წავაწყდეთ ნარკომანიასთან ბრძოლისას და დაგვჭირდეს იარაღი. შეიძლება რთული შეჯახება გაგვიწიონ და შეიარაღება უნდა გვქონდეს. ამიტომაც მოვითხოვე იარაღი.

– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ თქვენს წინააღმდეგ შავ პიარს აგორებენ, ვის სჭირდება ამს გაკეთება?

– ახლა ვითომ გამწარებულია ხალხი და ათას რაღაცას ამბობენ ჩემი მისამართით. რამდენიმე დღის წინ "კავკასიაზე" ვიყავი სტუმრად, ჟურნალისტები ცდილობდნენ ჩემთვის კრიტიკული კითხვები დაესვათ, ეს იყო ბოღმის გადმონთხევა. ამიტომ ავდექი და წამოვედი. გაბოროტებული, ბოღმიანი ჟურნალისტები არიან. ისინი იმ ჭორებს არიან აყოლილი, რომელიც შევარდნაძემ ააგორა ჩემს წინააღმდეგ. მე სულ პატრიოტი ვიყავი ჩემი ენის და ჩემი ქვეყნის. არც სახლები და დაჩები ამიშენებია. უფასოდ შემოვიტანე მე სამხედრო ტექნიკა საქართველოში რუსეთიდან, 6-7 მილიარდის ტექნიკა გამოვართვი რუსეთს და ჯარი გავაძლიერე. ახლა რა მდგომარეობაშია ჯარი, არ ვიცი. მაგრამ დაახლოებით ვხვდები, რა მდგომარეობაშია ჯარი, რომელიც 3 დღეში გამოიქცა ოსეთიდან. როცა ხელისუფლებაში ვიყავი, იყო არასწორი სვლები ყველა მხრიდან, მაშინდელი ინტელიგენცია - ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ ფანჯიკიძე, შენგელიები, ყველა ჩემს მხარეს იყო. ზვიად გამსახურდია ძალიან მიყვარს. მე, ზვიადი და მერაბ კოსტავა ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ის მაშინ იყო ძლიერი, როცა გვარდია იცავდა. 19 აგვისტოს გამსახურდიამ ის ტოტი მოჭრა, რომელზეც იჯდა, დაითხოვა გვარდია და აღზევდა ოპოზიცია. მე სასწრაფოდ გავიყვანე გვარდია ხეობაში საწვრთნელად. ზვიადიმ ტერიტორია მანქანებით შემოსაზღვრა, ცუდია როცა პრეზდენტი ამას აკეთებს. მაშინ გაჩნდნენ ე.წ. "კარვის ქალები", იყო აქციები, უკიოდნენ ზვიადის ჩაუსესკო, მაუსესკო და გადადექიო. მე ბოლომდე ვიბრძოდი აფხაზეთში. ჯაბა იოსელიანი და მისი მომხრეები კურდღლებივით იმალებოდნენ ტყეში. ხონი მე დავიხსენი ლოთი ქობალიასგან, გია ჭანტურიამ მთხოვა, ვითომ მე დავიხსენი ხონიო. ყველა ჩემი ხალხით სპეკულირებდა.

–ასოცირების ხელშეკრულებაზე ღირს ხელის მოწერა?

– გინდათ მოაწერეთ, გინდა არა, ამას სხვა რაღაცა მოსდევს. ფაქტობრივად, რუსებმა გაყიდეს აფხაზეთი. როგორც სომხეთი გაყიდეს 1994 წელს. ევროკავშირი ცუდად იმოქმედებს რუსულ-ქართულ პოლიტიკაზე. ამას ყურადღების მიქცევა უნდა. სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, დაძაბული მდგომარეობაა. მოსახლეობა იარაღით გამოყარეს თურქმა ჯარისკაცებმა სახლებიდან. ვნახე, რომ რთულად არის საქმე. ბათუმში ქართველებს სცემენ თურქები, თუ ქართველმა დაარტყა, იჭერენ. ეს ყველაფერი ცუდად ვითარდება და იბოღმება ხალხი. ერთ დღეს შეიძლება ცუდი რეზონანსი მივიღოთ. არ ვარ მთავრობის კაცი. თურქეთთან კარგი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩვენი მიწები და მაღაზიები იყიდონ. ეს მიშას პოლიტიკის ნაყოფია. მაგან გააკეთა ყველაფერი, ქართველი გაჭირვებული რომ ყოფილიყო აფხაზეთში.

– ამბობენ, რომ რუსეთის კაცი ხართ...

–მე მაბრალებდნენ საჯაიას მკვლელობას, კიტოვანმა რაღაცები დაწერა და თავი იმიტომ მოიკლაო. საჯაია სხვანაირი კაცი იყო და მოკლეს. დვალიშვილიც მოკლეს, იმიტომ რომ შევარდნაძის ოჯახმა წაიღო მთელი ფინანსები. მე ყველა დოკუმენტი მაქვს, ვის ვისთან ჰქონდა მოლაპარაკება, დავიღალე მტკიცებით, ცოცხალი ისტორია ვარ, მალე წიგნს დავწერ და იქ გაიგებთ ყველაფერს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა