"შემოხაზეთ ცხრა, შეიძინეთ ძმა" - ყველაზე სასაცილო საარჩევნო სლოგანები და პოსტერები (+10 ფოტო)

"შემოხაზეთ ცხრა, შეიძინეთ ძმა" - ყველაზე სასაცილო საარჩევნო სლოგანები და პოსტერები (+10 ფოტო)

არჩევნებამდე სულ მცირე დრო რჩება. წინასაარჩევნო კამპანიას კი ყველა ისე აწარმოებს, როგორც შეუძლია. მმართველი გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების მსგავსად, ყველას როდი აქვს საშუალება ბილბორდები და ცენტრალური სატელევიზიო არხები "დაიპყრონ". თუმცა, კანდიდატები მოქმედებენ პრინციპით - "საბანი სადამდეც გაგწვდება, ფეხი იქამდე გაშალეო" და თავს ქალაქის ქუჩებში გაკრული პლაკატებით გვამახსოვრებენ.

კანდიდატების ცნობადობა რამდენად მაღალია, ამაზე დასკვნას ჩვენი გალერეის დათვალიერების შემდეგ თავად გააკეთებთ, მაგრამ ზოგიერთი მათგანის საარჩევნო დაპირება თუ სლოგანი აუცილებლად დაგამახსოვრებთ თავს.

ასე, მაგალითად, თბილისელების გულის მოგებას ირმა ინაშვილის გუნდის წევრები არა რაიმე კონკრეტული "მესიჯით", არამედ ისეთი პოზიტიური ფრაზით ცდილობენ, როგორიც არის - "თბილისო, შენთვის გამოიდარებს".

"აბა, თქვენ იცით, თბილისელებო!", - ეს "ლეობორისტების" მერობის კანდიდატის, ასმათ ტყაბლაძის წინასაარჩევნო სლოგანია. რაც შეეხება რეგიონებს, არანაკლებ საინტერესო და სახალისოა იქაური საარჩევნო სლოგანებიც. მაგალითად, "შემოხაზეთ ცხრა, შეიძინეთ ძმა"...

სახალისო პოსტერები სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს. ვრცელდება ფოტოშარჟებიც.

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო