29 მაისს თბილისში, 84-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლის დამთავრებას ზეიმობდნენ. ბანკეტის დღეს კლასელები ლადო ჩაჩანიძე და ლოლიტა ჯულაყიძე რესტორანში მისვლამდე საშინელ ავარიაში მოყვნენ და თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღეს. მათი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ამჟამად ისინი აპარატის მეშვეობით ინარჩუნებენ სიცოცხლეს.
ლადო ღუდუშაურის სახელობის საავადმოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო ლოლიტა, რომელიც მშობლების ერთადერთი შვილია, ისრაელში გადააფრინეს სამკურნალოდ.
როგორც ambebi.ge-ს დაშავებულების მეგობრებმა განუცხადეს, ყოველდღე ოჯახის წევრებს საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხის გადახდა უწევთ. მეგობრები ყველა მსხვილ კომპანიაში იმყოფებოდნენ დახმარების სათხოვნელად. ასევე გახსნილია სპეციალური ანგარიში, რომელზეც ყველა მსურველს აქვს თანხის გადარიცხვის საშუალება:
"გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, თუნდაც 1 ლარი იყოს, რომლითაც ჩვენ არაფერი დაგვაკლდება, დავეხმაროთ მათ თავისი წილი სიცოცხლის ნახვაში. სხვა გზით შეუძლებელია გვერდში დავუდგეთ. გთხოვთ, დახმარების სურვილის შემთხვევაში თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებული ანგარიშებიდან ერთ-ერთზე", - ლადოს და ლოლიტას მეგობრები.
მიმღები ლია ჩაჩანიძე
საქ. ბანკი: GE55BG0000000825949000 ბანკის კოდი: BAGAGE22
ლიბერთი ბანკი: GE19LB0711131897523000 ბანკის კოდი: LBRTGE22
TBC ბანკი: GE78TB7981545061600006 ბანკის კოდი: TBCBGE22
Emoney: 382219140
უცხოეთიდან გადმოსარიცხად საქ. ბანკის დოლარის ანგარიშის რეკვიზიტები: Beneficiary: CHACHANIDZE LIA, Address: badiauri str. 25, tbilisi 0103, georgia. Intermediary bank: citibank N.A., NY, USA; SWIFT CITIUS33, Bank address: gagarin street 29a, tbilisi 0160, GEORGIA. GE55BG0000000825949000
ევროს ანგარიშის რეკვიზიტები: Beneficiary: CHACHANIDZE LIA, Address: badiauri str. 25, tbilisi 0103.Georgia. Intermediary bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF, Bank address: gagarin street 29a, tbilisi 0160, GEORGIA. GE55BG0000000825949000
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge